Veterinarium

Call Directions Website Contact the business

Veterinarium აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა - Veterinarium 🩵 კლინიკა მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 19:00 საათამდე 🕰️

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium ფუნქციონირებს კახა ბენდუქიძის კამპუსში. კლინიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეწევა სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად: ცხოველთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, გეგმურ ვაქცინაციასა და ანტიპარაზიტულ დამუშავებას, ცხოველთა დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას, ცხოველთა თერაპიულ მომსახურებას, ქირურგიას, ყოველდღიურ და საგამოფენო გრუმინგს, სტომატოლოგიას და სხვა.

ასევე, Veterinarium-ს აქვს სასწავლო დანიშნულება, რამდენადაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამისა და სასერტიფიკატო პროგრამების სტუდენტებს უტარდებათ ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.

ვეტერინარიის სკოლის პროგრამები მოიცავს პრაქტიკას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკაში, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში სტუდენტები იძენენ ვეტერინარისათვის საჭირო უნარებს. სასწავლო პრაქტიკისას სტუდენტები იყოფიან მცირე ჯგუფად და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება სასწავლო პრაქტიკის კოორდინატორი, რომელიც კლინიკის თანამშრომელია და რომელიც უწევს ზედამხედველობას სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებს. Veterinarium გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
• ცხოველთა მოვლასთან დაკავშიებული საკონსულტაციო მომსახურება
• გეგმიური ვაქცინაცია და ანტიპარაზიტული დამუშავება
• ცხოველთა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა:
- სისხლის და შარდის სრული კლინიკური ანალიზი მიკროსკოპიით
- დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა (ნატიური ნაცხი, ღრმა და ზედაპირული ანაფხეკი)
- ბუნებრივი გამონაჟონების კვლევა (ასციტური პლევრალური და სინოვიალური სითხე)
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ელექტროლიტებით
- იმუნოფერმენტული კვლევა (ენდოკრინული და რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა)
- ონკოციტოლოგიური გამოკვლევები (რბილი ქსოვილების კანის ლიმფური ჯირკვლების და სარძევე ჯირკვლის ნეოპლაზიების დიაგნოსტიკა)
- ჰემოსტაზის სისტემის კვლევა (კოაგულოგრამა)
- მწვავე ფაზის ცილების კვლევა
- კოპროლოგიური ანალიზი
- ბაქტერიოლოგიური ნაცხის გამოკვლევა (ანტიბიოტიკოგრამა)
- რენტგენოგრაფია
- ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია)
• ცხოველთა თერაპიული მომსახურება:
- ინფექციური პაციენტების მართვა
- არაგადამდები დაავადებების მართვა
- ინფუზიოთერაპია (გადასხმები)
- სისხლის ტრანსფუზია
- დიეტოლოგია
- გადაუდებელი დახმარება
• ქირურგია:
- გეგმიური ქირურგია (სტერილიზაცია, კასტრაცია)
- მუცლის ღრუს ქირურგია
- თორაკალური ქირურგია
- რბილი ქსოვილების ქირურგია
- რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია
- ორთოპედია და ტრავმატოლოგიური ქირურგია (დეფორმაციების კორექცია, პროთეზირება)
- ნეიროქირურგია
• ყოველდღიური და საგამოფენო გრუმინგი
• სტომატოლოგია:
- პირის ღრუს რენტგენოსკოპია
- კბილების წმენდა
- კბილების ექსტრაქცია (ამოღება)
• ცხოველის საზღვარგარეთ გასამზადებლად მომზადება (ჩიპირება, ცოფის ანტისხეულების ტიტრი, ჯანმრთელობის ცნობა)

მისამართი: კახა ბენდუქიძის კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

29/10/2026

ბუთქუნა ლუი 💕

ამბავი მსუნაგ ფისოზე 🐽ცუცა, რომელსაც სახლში ზუზისაც ეძახიან, 6 თვის მეტისია. ის ვეტერინარიუმში სტერილიზაციის დასაგეგმად ...
28/10/2026

ამბავი მსუნაგ ფისოზე 🐽

ცუცა, რომელსაც სახლში ზუზისაც ეძახიან, 6 თვის მეტისია. ის ვეტერინარიუმში სტერილიზაციის დასაგეგმად და წინასაოპერაციო ანალიზების ასაღებად მოიყვანეს, თუმცა ვიზიტის მიზეზს მოულოდნელად კიდევ ერთი დაემატა 🐾

თერაპევტ ბარბარე ქურციკიძესთან კონსულტაციისას პატრონმა აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ გადაყლაპა ცუცამ თმის რეზინი. ამ დროს მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა: არ ჰქონდა ღებინება, ჩვეულებრივ ჭამდა, სვამდა წყალს და კუჭის მოქმედებაც ნორმალური ჰქონდა.

ბარბარემ ცუცა ექოსკოპიურ გამოკვლევაზე ნუცა ბესაშვილთან გადაამისამართა. კვლევისას გაჩნდა ეჭვი, რომ კუჭში არა ერთი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა უცხო სხეული იყო, რის გამოც გასტროსკოპია დაიგეგმა 🔎

გასტროსკოპია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა, ანესთეზია კი ნათია რობაქიძემ უზრუნველყო. პროცედურის დროს ცუცას კუჭიდან თმის რეზინები და სამაჯური ამოიღეს 🐽🐽🐽 სწორედ ამ ნივთებს ხედავთ ფოტოზე.

პატრონთან დამატებითი გასაუბრებისას გაირკვა, რომ ნივთები სახლიდან სხვადასხვა დროს ქრებოდა, ზოგი რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი რეზინი კი დაახლოებით ორი თვის წინ გაუჩინარდა. მანამდე ცუცას არაფერი აწუხებდა, რაც პატრონს მათ გადაყლაპვაზე ეჭვს გაუჩენდა.

ამჟამად ცუცა კარგად გრძნობს თავს 🩵

The story of a greedy little kitty 🐽

Meet Tsutsa, also known as Zuzi at home 🐾 She is just over 6 months old and came to Veterinarium for blood tests ahead of her planned spay surgery. But her visit took an unexpected turn 👀

During her consultation with veterinarian Barbare Kurtsikidze, her owner mentioned seeing Tsutsa swallow a hair tie. Despite this, she had no symptoms. She wasn’t vomiting, was eating and drinking normally, and was having normal bowel movements.

Barbare referred Tsutsa to Nutsa Besashvili for an ultrasound. The scan suggested that there might be several different foreign objects in her stomach, so a gastroscopy was scheduled 🔍

Head Veterinarian at Veterinarium, Dr. Lasha-Giorgi Japaridze, performed the gastroscopy, with Natia Robakidze managing the anesthesia. Several hair ties and a bracelet were removed from Tsutsa’s stomach. These are the very items you can see in the photo.

A further conversation with her owner revealed that the items had gone missing from around the house at different times. Some had disappeared several weeks earlier, while one of the hair ties had been missing for about two months. Throughout that time, Tsutsa had shown no signs of discomfort or illness that might have led her owner to suspect she had swallowed them.

Tsutsa is now doing well 🩵🐾

მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგია. ის ვეტერინარიუმში ყურის პრობლემით მოიყვანეს, რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ დაეწყო.თავდაპ...
27/10/2026

მეთიუ 6 წლის ფრანგული ბულდოგია. ის ვეტერინარიუმში ყურის პრობლემით მოიყვანეს, რომელიც დაახლოებით 3 თვის წინ დაეწყო.

თავდაპირველად მეთიუს მარცხენა ყურის ტკივილი აღენიშნებოდა. სხვა კლინიკაში დანიშნულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. სამკურნალო ყურის წვეთების გამოყენების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა: შეეცვალა ხმა, თავი მტკივნეული ყურის მხარეს გადახარა, მოგვიანებით კი ტკივილი მარჯვენა ყურშიც გამოვლინდა.

ვეტერინარიუმში მოყვანისას მეთიუს ძლიერი, ნევრალგიური ხასიათის ტკივილი აღენიშნებოდა. ოტოსკოპიური გამოკვლევით ყურში დიდი რაოდენობით მოყვითალო, ჩირქოვანი გამონადენი გამოვლინდა, რის გამოც დაფის აპკის მთლიანობის შეფასება შეუძლებელი იყო. ვეტერინარიუმის თერაპევტს, რიჩარდ თავდგირიძეს, გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი გარეთა და შუა ყურის მძიმე ანთებით პროცესზე, შესაძლოა, შიდა ყურის ჩართულობითაც. მდგომარეობის დასაზუსტებლად მან კომპიუტერული ტომოგრაფია დანიშნა.

მეთიუს გამოკვლევა კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე ცხოველების კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში Vet CT • ვეტ სითი-ში ჩაუტარდა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ თერაპევტის კლინიკური ეჭვი დაადასტურა - გამოვლინდა ანთებითი პროცესი გარეთა და შუა ყურში, დაფის აპკისა და შუა ყურის ძვლოვანი კედლის (ტიმპანიური ბულის) მთლიანობის დარღვევით. გასათვალისწინებელია, რომ დაფის აპკის მთლიანობის დარღვევისას ბევრი ხშირად გამოყენებადი ყურის წვეთი ოტოტოქსიკურია: მათ შესაძლოა სმენისა და წონასწორობის ორგანოს დაზიანება და ნევროლოგიური ნიშნების დარღვევები გამოიწვიონ. სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე სხვა კლინიკაში სწორედ გაუაზრებლად დანიშნული ყურის წვეთების გამო გაუარესდა მეთიუს მდგომარეობა.

მეთიუს საბოლოოდ დაესვა დიაგნოზი - ორმხრივი გარე და შუა ყურის ოტიტი, ტიმპანიურ ბულებში პოლიპების, ფიბროზული მასებისა და სითხის არსებობით.

ციტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევებისთვის მეთიუს ყურიდან დამატებით აღებულ იქნა ღრმა ნაცხი 🧫 რამაც დიდი რაოდენობით სოკოვანი და ბაქტერიული (staphylococcus epidermidis) ინფექცია გამოავლინა. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარებულმა განმეორებითმა ბაქტერიოლოგიურმა კვლევამ და ანტიბიოტიკოგრამამ აჩვენა, რომ გამოყოფილი ბაქტერია საწყის ეტაპზე შერჩეული ანტიბიოტიკის მიმართ მგრძნობიარე აღარ იყო. ამის გამო ანტიბიოტიკოთერაპიის შეცვლა გახდა საჭირო. მკურნალობა ასევე მოიცავდა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, ანთების შემცირებასა და ტკივილის მართვას.

ოქტომბერში ჩატარებული განმეორებითი ციტოლოგიური გამოკვლევით სოკოვანი მიკროორგანიზმები აღარ გამოვლინდა, ხოლო ბაქტერიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მკურნალობის დადებით დინამიკაზე მიუთითებს.

დღეს მეთიუ თავს კარგად გრძნობს. ყურის ტკივილი, თავის გადახრა და ხმის ცვლილება აღარ აღენიშნება, თუმცა მკურნალობას ჯერ კიდევ აგრძელებს 🐾🩵

Meet Matthew, a French Bulldog aged 6, who was brought to Veterinarium with an ear problem that had started approximately three months earlier.

Initially, Matthew had pain in his left ear. Treatment prescribed at another clinic failed to resolve the problem. After starting the prescribed ear drops, his condition worsened: his voice changed, he developed a head tilt towards the painful ear, and the pain subsequently affected his right ear as well.

By the time Matthew arrived at Veterinarium, he was experiencing severe pain with neuropathic features. Otoscopic examination revealed copious yellowish, purulent discharge, making it impossible to assess whether his eardrum was intact. Veterinarium internal medicine specialist Richard Tavdgiridze suspected severe inflammation of the external and middle ear, with possible inner ear involvement, and recommended a CT scan to investigate further.

Matthew underwent imaging at Vet CT, the veterinary computed tomography centre on the Kakha Bendukidze Campus. The scan confirmed the veterinarian’s clinical suspicion, revealing inflammation of the external and middle ear, with disruption of both the eardrum and the bony wall of the middle ear cavity, known as the tympanic bulla. Many commonly used ear drops can be ototoxic when the eardrum is damaged. This means they may damage the structures responsible for hearing and balance and cause neurological signs. In Matthew’s case, the deterioration was suspected to be related to ear drops prescribed at the previous clinic without adequate consideration of this risk.

Matthew was ultimately diagnosed with bilateral otitis externa and otitis media, meaning inflammation of the external and middle ear on both sides, with polyps, fibrous masses and fluid within the tympanic bullae.

A deep ear swab was also collected for cytology and bacterial culture🔬 Testing revealed large numbers of fungal organisms and bacteria, with Staphylococcus epidermidis identified on culture. Several weeks into treatment, repeat bacterial culture and antimicrobial susceptibility testing showed that the isolated bacterium was no longer susceptible to the antibiotic initially selected. His antibiotic treatment was therefore changed. Treatment also included antifungal medication, measures to reduce inflammation and pain management.

Repeat cytology in October showed no detectable fungal organisms and a substantial reduction in bacterial numbers, indicating a positive response to treatment.

Today, Matthew is feeling well. His ear pain, head tilt and voice changes have resolved, although he is still continuing treatment 🐾🩵

ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა 🩵✨ივნისში ნაპოვნი ერთ წლამდე ასაკის ბატკანძერი (ლათ. Gypaetus ba...
21/10/2026

ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა 🩵✨

ივნისში ნაპოვნი ერთ წლამდე ასაკის ბატკანძერი (ლათ. Gypaetus barbatus) ძალიან დასუსტებული იყო და ფრენას ვერ ახერხებდა. მპოვნელებმა, ვიტალი ქაშაკიშვილმა და გიორგი პარკაულმა, მას ლუხუმა დაარქვეს 💕

ვეტერინარიუმში ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ფრინველის კუჭში ქვები იყო 🩻 დამატებით, მას კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე Vet CT • ვეტ სითი-ში კომპიუტერული ტომოგრაფიაც ჩაუტარდა.

ბატკანძერი ლეშიჭამიაა და მისი რაციონის დაახლოებით 70-90%-ს ძვლები შეადგენს. სწორედ ამიტომ, ძლიერი კუჭის მჟავის გამო, ბატკანძერს, სხვა ბევრი ფრინველისგან განსხვავებით, მონელებისთვის ქვების გადაყლაპვა არ სჭირდება. მსგავსი ქვები, როგორც წესი, ან შემთხვევით ხვდება კუჭში საკვებთან ერთად, ან იშვიათად მაშინ, როდესაც ფრინველი საკმარისი რაოდენობით ძვლებს ვერ პოულობს.

ლუხუმას შემთხვევაში ერთ-ერთი ქვა იმდენად დიდი და მძიმე იყო, რომ ფრინველი მის ამონთხევას ვერ ახერხებდა 🥹 გუნდი 4 დღის განმავლობაში აკვირდებოდა, შეძლებდა თუ არა ის ქვის ბუნებრივად ამონთხევას. თუმცა უცხო სხეული მუდმივ სპაზმებს იწვევდა, რაც ფრინველს მნიშვნელოვნად ასუსტებდა.

უცხო სხეულების მოსაცილებლად ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ფრინველს გასტროსკოპია ჩაუტარა და კუჭიდან ქვები ამოუღო. ანესთეზია გიორგი მახარაძემ წარმართა. პროცედურის შემდეგ ბატკანძერი დროებით თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც მის ყოველდღიურ მოვლასა და მკურნალობაზე ანა ძაგანაშვილი, ლაშა ჩიჩუა, მთვარისა გოგატიშვილი და გივი ჭითანავა ზრუნავდნენ.

მოგვიანებით, სავარაუდო პოქსვირუსული ინფექციის ფონზე, ფრინველს მარჯვენა ყვრიმალისა და ზედა ყბის მიდამოში, ასევე ფეხის თითებზე ჩირქოვანი დაზიანებები განუვითარდა. ბატკანძერი კვლავ ვეტერინარიუმში მოიყვანეს, სადაც ჩაუტარდა აბსცესის დრენირება და ღრუ ჩირქისგან გაიწმინდა. ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ და გიორგი მახარაძემ მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.

4 თვის განმავლობაში ბატკანძერის გამოჯანმრთელებასა და ბუნებაში დასაბრუნებლად მომზადებაში თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებთან ერთად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობდნენ ლუკა ტყემალაძე, ლექსო გავაშელიშვილი, გიორგი მახარაძე და ლაშა-გიორგი ჯაფარიძე. გუნდის წევრები რეგულარულად აკითხავდნენ ფრინველს ზოოპარკში, აკვირდებოდნენ მის მდგომარეობას და საჭირო პროცედურების ჩასატარებლად ვეტერინარიუმში მოჰყავდათ.

ბუნებაში დაბრუნებამდე ლუკა ტყემალაძემ და ლექსო გავაშელიშვილმა ლუხუმას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რაც მისი გადაადგილებისა და საბინადრო ადგილების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

ბატკანძერი გამოჯანმრთელდა და 18 ოქტომბერს გუნდმა ის ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნა 🩵✨✨✨

კლინიკაში გადაღებული ფოტოების ავტორია გიორგი ჯოხაძე, ხოლო ბუნებაში გადაღებული ფოტოების – გიორგი მახარაძე.

A bearded vulture has recovered and returned to the wild 🩵✨

Found in June, this juvenile bearded vulture (Gypaetus barbatus), less than a year old, was severely debilitated and unable to fly. Vitali Kashakishvili and Giorgi Parkauli, who found the bird, named it Lukhuma 💕

Radiographs taken at Veterinarium revealed stones in the bird’s stomach 🩻 A CT scan was also performed at VET CT, located on the Kakha Bendukidze Campus.

Bearded vultures are scavengers, with bones making up approximately 70-90% of their diet. Their highly acidic stomach contents allow them to digest bones, so, unlike many other birds, they do not need to swallow stones to aid digestion. Such stones are generally swallowed accidentally along with food or, occasionally, when the bird cannot find enough bones.

In Lukhuma’s case, one of the stones was too large and heavy for the bird to regurgitate 🥹 The team monitored Lukhuma for 4 days to see whether the stone would be regurgitated naturally. However, the foreign body was causing persistent spasms, further weakening the bird.

To remove the foreign bodies, Veterinarium’s Head Veterinarian, Dr. Lasha-Giorgi Japaridze, performed a gastroscopy and retrieved the stones. Anaesthesia was managed by Giorgi Makharadze. Following the procedure, the bearded vulture was temporarily transferred to Tbilisi Zoo, where Ana Dzaganashvili, Lasha Chichua, Mtvarisa Gogatishvili and Givi Chitanava provided daily care and treatment.

Later, the bird developed suppurative lesions around the right cheek and upper jaw, as well as on its toes, with an underlying avian poxvirus infection suspected. Lukhuma was brought back to Veterinarium, where an abscess was drained and the purulent material was cleared from the cavity. Lasha-Giorgi Japaridze and Giorgi Makharadze prescribed appropriate treatment.

Over 4 months, Luka Tkemaladze, Lexo Gavashelishvili, Giorgi Makharadze and Lasha-Giorgi Japaridze worked alongside Tbilisi Zoo staff, each contributing their expertise to the bearded vulture’s recovery and preparation for release into the wild. Team members regularly visited the bird at the zoo, monitored its condition and brought it to Veterinarium for procedures as needed.

Before release, Luka Tkemaladze and Lexo Gavashelishvili fitted Lukhuma with a GPS transmitter to track its movements and monitor habitat use.

Following its recovery, the team released Lukhuma back into the wild in Tbatana on 18 October 🩵✨✨✨

Photographs taken at the clinic are by Giorgi Jokhadze; those taken in the wild are by Giorgi Makharadze.

ვეტერინარიუმის თერაპევტმა, რიჩარდ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღო WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026-ში, რომელიც 13-15...
19/10/2026

ვეტერინარიუმის თერაპევტმა, რიჩარდ თავდგირიძემ მონაწილეობა მიიღო WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026-ში, რომელიც 13-15 ოქტომბერს ვარშავაში, პოლონეთში გაიმართა ✨

კონგრესი წვრილი ცხოველების ვეტერინარული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვეტერინარებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს. კონგრესის სესიები დაეთმო წვრილი ცხოველების მედიცინის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის შინაგან მედიცინას, ქირურგიას, ორთოპედიას, ანესთეზიოლოგიასა და ტკივილის მართვას, გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიას, ონკოლოგიას, კარდიოლოგიას, ნევროლოგიასა და სხვა კლინიკურ მიმართულებებს. პროგრამა ასევე მოიცავდა დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომებს, ცხოველთა კვებისა და კეთილდღეობის საკითხებს და ვეტერინარულ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.

რიჩარდი FECAVA Student Travel Scholarship 2026-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ევროპის კომპანიონ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციების ფედერაციის (FECAVA) ეს სტიპენდია ევროპის ვეტერინარული სკოლების სტუდენტებს კონგრესზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.

მოპოვებულ სტიპენდიასთან ერთად, რიჩარდს პოლონეთში გამგზავრება და კონგრესში მონაწილეობა ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდის მიერაც 🩵

დეტალური ინფორმაცია კონგრესის შთამბეჭდავი პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ:https://wsava-congress.org/wp-content/uploads/sites/24/2026/10/WSAVA26-PAAG-v64.pdf

Richard Tavdgiridze, an internal medicine veterinarian at Veterinarium Clinic, attended the WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026, held in Warsaw, Poland, on 13-15 October ✨

The Congress is a one of the major international events in small animal veterinary medicine, bringing together veterinarians and leading experts from around the world. The Congress’s sessions covered current topics in small animal medicine, including internal medicine, surgery, orthopaedics, anaesthesia and pain management, emergency and critical care, oncology, cardiology, neurology, and other clinical disciplines. The program also explored modern approaches to disease diagnosis, treatment, and prevention, alongside animal nutrition and welfare and the use of artificial intelligence in veterinary practice.

Richard is one of the recipients of the FECAVA Student Travel Scholarship 2026. Awarded by the Federation of European Companion Animal Veterinary Associations (FECAVA), the scholarship enables students from European veterinary schools to attend the Congress.

In addition to her scholarship, Richards’s travel to Poland and participation in the Congress were also financially supported by the Veterinarium Staff Development Fund 🩵

You can explore the Congress’s impressive scientific programme in detail here:https://wsava-congress.org/wp-content/uploads/sites/24/2026/10/WSAVA26-PAAG-v64.pdf

სასწრაფოდ ვეძებთ დონორს ბაქსისთვის🩸🐾ბაქსის აქვს კრიტიკული ანემია და სასწრაფოდ სჭირდება სისხლის გადასხმა. შეგახსენებთ, რო...
18/10/2026

სასწრაფოდ ვეძებთ დონორს ბაქსისთვის🩸🐾

ბაქსის აქვს კრიტიკული ანემია და სასწრაფოდ სჭირდება სისხლის გადასხმა. შეგახსენებთ, რომ ძაღლი, რომელიც ბაქსის სისხლს გადაუსხამს, გახდება ვეტერინარიუმის დონორი სუპერგმირების კლუბის წევრი და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვეტერინარიუმის ყველა მომსახურებაზე ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით 🩵

ვეძებთ ჯანმრთელ ძაღლს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
• ასაკი: 1-8 წელი
• წონა: 40 კგ-ზე მეტი
• ვაქცინირებული
• დამუშავებული ექტო და ენდო პარაზიტებზე

გთხოვთ, დაგვეხმარეთ ბაქსის გადარჩენაში 🩵

🗺️ მისამართი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240
🕰️ სამუშაო საათები: 10:00-19:00
☎️ ტელეფონი: +995 32 206 05 95

Urgently seeking a blood donor for Baxi🩸🐾

Baxi has critical anemia and urgently needs a blood transfusion. The dog who donates blood to Baxi will become a member of Veterinarium’s Superhero Donor Club and receive a lifetime 20% discount on all services at Veterinarium 🩵

We are looking for a healthy dog who meets the following criteria:

• Age: 1-8 years
• Weight: over 40 kg
• Vaccinated
• Treated for external and internal parasites

Please help us save Baxi 🩵

🗺️ Address: Veterinarium, Agricultural University of Georgia, 240 David Aghmashenebeli Alley
🕰️ Opening hours: 10:00-19:00
☎️ Phone: +995 32 206 05 95

ვეტერინარიუმის ვეტერინარმა ასისტენტმა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტმა, ...
17/10/2026

ვეტერინარიუმის ვეტერინარმა ასისტენტმა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტმა, სალომე ბადიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026-ში, რომელიც 13-15 ოქტომბერს ვარშავაში, პოლონეთში გაიმართა ✨

კონგრესი წვრილი ცხოველების ვეტერინარული მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვეტერინარებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს. კონგრესის სესიები დაეთმო წვრილი ცხოველების მედიცინის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის შინაგან მედიცინას, ქირურგიას, ორთოპედიას, ანესთეზიოლოგიასა და ტკივილის მართვას, გადაუდებელ და ინტენსიურ თერაპიას, ონკოლოგიას, კარდიოლოგიას, ნევროლოგიასა და სხვა კლინიკურ მიმართულებებს. პროგრამა ასევე მოიცავდა დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომებს, ცხოველთა კვებისა და კეთილდღეობის საკითხებს და ვეტერინარულ პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.

სალომე FECAVA Student Travel Scholarship 2026-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ევროპის კომპანიონ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციების ფედერაციის (FECAVA) ეს სტიპენდია ევროპის ვეტერინარული სკოლების სტუდენტებს კონგრესზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.

მოპოვებულ სტიპენდიასთან ერთად, სალომეს პოლონეთში გამგზავრება და კონგრესში მონაწილეობა ფინანსურად მხარდაჭერილი იყო ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდის მიერაც 🩵

დეტალური ინფორმაცია კონგრესის შთამბეჭდავი პროგრამის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ:https://wsava-congress.org/wp-content/uploads/sites/24/2026/10/WSAVA26-PAAG-v64.pdf

Salome Badiashvili, a veterinary assistant at Veterinarium Clinic and a master’s student at the Agricultural University of Georgia’s School of Veterinary Medicine, attended the WSAVA-PSAVA-FECAVA World Congress 2026, held in Warsaw, Poland, on 13-15 October ✨

The Congress is a one of the major international events in small animal veterinary medicine, bringing together veterinarians and leading experts from around the world. The Congress’s sessions covered current topics in small animal medicine, including internal medicine, surgery, orthopaedics, anaesthesia and pain management, emergency and critical care, oncology, cardiology, neurology, and other clinical disciplines. The program also explored modern approaches to disease diagnosis, treatment, and prevention, alongside animal nutrition and welfare and the use of artificial intelligence in veterinary practice.

Salome is one of the recipients of the FECAVA Student Travel Scholarship 2026. Awarded by the Federation of European Companion Animal Veterinary Associations (FECAVA), the scholarship enables students from European veterinary schools to attend the Congress.

In addition to her scholarship, Salome’s travel to Poland and participation in the Congress were also financially supported by the Veterinarium Staff Development Fund 🩵

You can explore the Congress’s impressive scientific programme in detail here:https://wsava-congress.org/wp-content/uploads/sites/24/2026/10/WSAVA26-PAAG-v64.pdf

ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის 🩵კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასი...
15/10/2026

ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი ლუკა ღლონტი ესტონეთში 2-თვიან პრაქტიკას გადის 🩵

კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი და აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი ლუკა ღლონტი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის 2-თვიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს გადის. კურსის მოცულობა 10 კრედიტს შეადგენს ✨

პრაქტიკული კურსი ტარდება უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ლუკა გამოცდილი ვეტერინარი ექიმების მენტორობით იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას, იღრმავებს პროფესიულ ცოდნას და ივითარებს კლინიკურ უნარებს.

ლუკა ტარტუში 12 სექტემბერს გაემგზავრა ✈️🤍 მისი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები დაფარეს კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდმა და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა 🫶🏼

2024 წელს ლუკა უკვე სწავლობდა ესტონეთში ერთი სემესტრის განმავლობაში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 📚 სწავლის პერიოდში მან ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო. გავლილ დისციპლინებს შორის იყო ქირურგია, ვეტერინარული კლინიკური უნარები, პარაზიტოლოგია და პარაზიტული დაავადებები, დერმატოლოგია და ალერგოლოგია, კლინიკური ფარმაკოლოგია, წვრილი ცხოველების კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და ფრინველის დაავადებები.

Veterinarium veterinary assistant Luka Ghlonti is undertaking 2 months of practical training in Estonia 🩵

Luka Ghlonti, a veterinary assistant at Veterinarium Clinic and a master’s student at the Agricultural University of Georgia’s School of Veterinary Medicine, is undertaking a two-month intensive practical training course in small animal medicine at the Estonian University of Life Sciences. The course carries 10 ECTS credits✨

The training takes place at the university’s veterinary clinic, where Luka is gaining hands-on experience, deepening his professional knowledge, and developing his clinical skills under the mentorship of experienced veterinarians.

Luka travelled to Tartu on September 12 ✈️🤍 His travel and living expenses were funded by the Veterinarium Staff Development Fund and the Kakha Bendukidze Knowledge Fund 🫶🏼

In 2024, Luka also spent a semester studying in Estonia through the exchange programme between the Agricultural University of Georgia and the Estonian University of Life Sciences 📚 During that semester, he earned top grades in every course. His coursework included Surgery, Veterinary Clinical Skills, Parasitology and Parasitic Diseases, Dermatology and Allergology, Clinical Pharmacology, Clinical and Laboratory Diagnostics of Small Animals, and Poultry Diseases 🧬🩺

სესა გაბუსულია 💘
14/10/2026

სესა გაბუსულია 💘

მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის 🩵კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი და აგრარული უნივერსიტე...
13/10/2026

მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გადის 🩵

კლინიკა ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი და აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი, მარი კაპანაძე, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში წვრილი ცხოველების მედიცინის 2-თვიან პრაქტიკულ კურსს გადის. კურსი ძალიან ინტენსიურია და მისი მოცულობა 10 კრედიტს შეადგენს.

პროფესიული გადამზადება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.

მარი ტარტუში სექტემბერში 12 სექტემბერს გაემგზავრა. მისი მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს ფარავს კლინიკა ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი ✨

პრაქტიკული კურსი ტარდება უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მარი გამოცდილ ესტონელ ექიმებსა და მენტორებთან ერთად ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაშია ჩართული.

მარი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია. მისი განსაკუთრებული პროფესიული ინტერესი ქირურგიაა და სწორედ ამიტომ, ვეტერინარიუმში ის უმეტესად კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია ჩართული 🐾

Mari Kapanadze is undertaking professional training in Estonia 🩵

Mari Kapanadze, a veterinary assistant at Veterinarium Clinic and a master’s student at the Agricultural University of Georgia’s School of Veterinary Medicine, is undertaking a 2-month intensive practical training course in small animal medicine at the Estonian University of Life Sciences. The course carries 10 ECTS credits.

The training is part of the partnership between the Agricultural University of Georgia and the Estonian University of Life Sciences.

Mari travelled to Tartu on 12 September. Her travel and living expenses are covered by the Veterinarium Staff Development Fund and the Kakha Bendukidze Knowledge Fund ✨

The course takes place at the university’s veterinary clinic, where Mari works alongside experienced Estonian veterinarians and mentors, taking part in daily clinical practice.

Mari is a master’s student at the Agricultural University of Georgia’s School of Veterinary Medicine. She has a particular interest in surgery, which is why she primarily works in Veterinarium’s surgical department 🐾

Address

D. Agmashenebeli Alley, 240
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 10:00 - 19:00

Telephone

+995577320900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Veterinarium posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Veterinarium:

Shortcuts

Share

Category