05/12/2023
❤️❤️❤️
📢 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იწყებს სოციალურ კამპანიას - #ვზრუნავმიუსაფარზე.
🫶🐕🐈 თუ მეგობრობ ქუჩის ბინადარ ცხოველებთან და ზრუნავ მათზე, შემოეურთდი კამპანიას, გააზიარე შენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველის ან ცხოველების ისტორია და მიიღე მათთვის განკუთვნილი საჩუქრები.
#ვზრუნავმიუსაფარზე კამპანიაში მონაწილეობისთვის:
✅️ გააზიარე მიუსაფარ ცხოველზე (ან ცხოველებზე) ზრუნვის ისტორია და დაურთე ფოტო ან ვიდეო.
✅️ გამოიყენე ჰეშთეგი #ვზრუნავმიუსაფარზე.
✅️ მონიშნე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფეისბუქ გვერდი
✅️ პოსტის ბმული გამოგვიგზავნე სააგენტოს ინბოქსში
🫶 სოციალური კამპანია - #ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას. ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.
🤝 კამპანიაში ჩართული მხარეები იქნებიან, ერთი მხრივ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქუჩის ბინადრებზე და, მეორე მხრივ, ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც გეძლევათ საშუალება, გამოხატოთ მხარდაჭერა ამ ადამიანების საქმიანობისადმი.
⏳️ კამპანია 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი გამოხმაურების (მოწონებისა და გაზიარების) მქონე პოსტების ავტორებს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის კერძო სექტორის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.
📱სოციალურ კამპანიაში ჩართვის სურვილის მქონე ბიზნეს სუბიექტებმა მოგვმართეთ - 577945501
#ვზრუნავმიუსაფარზე #გააზიარეზრუნვისისტორია #დაეხმარექუჩისცხოველებს