ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba

ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba ვეტერინარული კლინიკა "აბ-ვეტ"(ბუნება)!
მის:ოთარ ჭილაძის 166/5

01/05/2026

🎥

01/05/2026

📌 ძვირფასო მომხმარებლებო,

კლინიკა იღებს როგორც ცოცხალ რიგს ისე ჩაწერილ პაციენტებს,
მიღება ხდება ტრიაჟის სისტემით — პაციენტები ფასდებიან მდგომარეობის მიხედვით და საჭიროების მიხედვით მიიღებენ მომსახურებას.

❗️შეგიძლიათ მოხვიდეთ წინასწარი ჩაწერის გარეშეც

❗️თუ ჩაწერილ ვიზიტზე ვერ მოდიხართ, გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ.

სამწუხაროდ, გამოუცხადებლობის შემთხვევაში იკარგება დრო, რომელიც სხვა პაციენტს შეიძლება დასჭირვებოდა 🐾

🔔 განმეორებითი არმოსვლის შემთხვევაში კლინიკა იტოვებს უფლებას უარი თქვას წინასწარ ჩაწერაზე.

💙 ჩვენი მიზანია თითოეულ პაციენტს დროულად და სწორად მივაქციოთ ყურადღება

ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾
📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5
📞 +995 593 557 979

🆕 კლინიკა „ბუნებაში“ – ახალი სერვისია!ვერ ახერხებთ კლინიკაში მოსვლას?აღარ არის პრობლემა — ჩვენ მოვალთ თქვენთან! 🚑 💙ახლა ...
27/04/2026

🆕 კლინიკა „ბუნებაში“ – ახალი სერვისია!

ვერ ახერხებთ კლინიკაში მოსვლას?
აღარ არის პრობლემა — ჩვენ მოვალთ თქვენთან! 🚑 💙

ახლა უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სახლში გამოძახების სერვისით და მიიღოთ ვეტერინარული მომსახურება თქვენს კომფორტულ გარემოში.

🔬 ლაბორატორიული კვლევები:

• სისხლის საერთო ანალიზი
• ბიოქიმიური კვლევები
• ონკო-ციტოლოგია
• კანის ციტოლოგია
• კოპროლოგია
• PCR კვლევები

💉 სხვა სერვისები:

• ვაქცინაცია
• ჩიპირება
• პასპორტის გახსნა
• ჭიაზე დამუშავება

📞 დაგვირეკეთ: 597 64 61 11
📩 წინასწარი ჩაწერა აუცილებელია

კლინიკა ბუნება გილოცავთ ვეტერინარიის დღეს!მადლობა ვეტერინარებო!თქვენს პროფესიონალიზმზე,უსაზღვრო სიყვარულსა და ზრუნვაზე დ...
25/04/2026

კლინიკა ბუნება გილოცავთ ვეტერინარიის დღეს!
მადლობა ვეტერინარებო!
თქვენს პროფესიონალიზმზე,
უსაზღვრო სიყვარულსა და ზრუნვაზე დგას
თითოეული პაციენტის სიცოცხლე! 🐶🐱
გილოცავთ კოლეგებო 💙

ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾
📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5
📞 +995 593 557 979

#სიყვარული #ცხოველები

როგორ ფიქრობთ რომელია 19 წლის 🤭 ? დეა ექიმი თუ ჩვენი პაციენტი? 👀 ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾📍 Buneba Vet Clinic –Ota...
22/04/2026

როგორ ფიქრობთ რომელია 19 წლის 🤭 ?
დეა ექიმი თუ ჩვენი პაციენტი? 👀

ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾
📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5
📞 +995 593 557 979

#სიყვარული #ცხოველები

ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5📞 +995 593 557 979         #სიყვარული  #ცხოველები
12/04/2026

ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾
📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5
📞 +995 593 557 979

#სიყვარული #ცხოველები

გაიცანით — 12 წლის მაქსი 🐶და ექიმების გუნდი, რომლებმაც დაეხმარნენ მას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დაძლევაში:👨‍⚕️ თერ...
03/04/2026

გაიცანით — 12 წლის მაქსი 🐶
და ექიმების გუნდი, რომლებმაც დაეხმარნენ მას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის დაძლევაში:
👨‍⚕️ თერაპევტი — დავით დვალაძე
👩‍⚕️ თერაპევტი — დიანა ნარიმანიშვილი
👨‍⚕️ ქირურგი — გიორგი ჭუნიაშვილი
👩‍⚕️ ანესთეზიოლოგი — ნია გაჩეჩილაძე

მაქსი ჩვენთან შემოვიდა კრიტიკულ მდგომარეობაში, სხვა კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. მომართვისას პაციენტს აღენიშნებოდა გამოხატული სისუსტე, მადის დაკარგვა და სისხლი შარდში. მდგომარეობა გართულებული იყო იმით, რომ განვითარდა ურეთრის ობსტრუქცია ქვებით, რაც წარმოადგენს გადაუდებელ მდგომარეობას და საჭიროებს დაუყოვნებელ ჩარევას.

🔍 რა აღმოვაჩინეთ
დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ ⬇️
🔹ულტრაბგერითი კვლევა 🔹რენტგენოგრაფია
ნათელი გახდა, რომ პრობლემა გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. მაქსის დაუდგინდა:
• შარდკენჭოვანი დაავადება
• ჰემორაგიული ცისტიტი
• ნეფროპათია
• აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია
ასეთი პათოლოგიების კომბინაცია მნიშვნელოვნად ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას და მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას.

🩺 რა გაკეთდა ⬇️
მაქსის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და სიცოცხლის გადასარჩენად ჩატარდა ურეთროსტომია — ოპერაცია, რომელიც უზრუნველყოფს შარდის გადინების აღდგენას. პარალელურად დაიწყო ინტენსიური თერაპია:
• ინფუზიური თერაპია
• მწვავე თირკმლის უკმარისობის მკურნალობა
• ანტიბიოტიკოთერაპია
• მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი

📊 როგორ მიმდინარეობდა აღდგენა
მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მაქსიმ მკურნალობაზე კარგად უპასუხა. თანდათან მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა:
• გაიზარდა აქტივობა
• დაუბრუნდა მადა
• გაქრა სისხლი შარდში
• ლაბორატორიული მაჩვენებლები დასტაბილურდა.

❤️ როგორ არის მაქსი დღეს?
დღეს მაქსი თავს ძალიან კარგად გრძნობს, სტაბილურია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

მაქსის შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მიმართვა და დროის არდაკარგვა მწვავე მდგომარეობების დროს.
გისურვებთ ჯანმრთრელობას თქვენ და თქვენს ოთხფეხებს 💙
ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾
📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5
📞 +995 593 557 979

#სიყვარული #ცხოველები

01/04/2026

ზუგდიდში მომხდარი ფაქტის გამო საჭიროდ ვთვლით ჩვენი პოზიციის გაზიარებას.
ძალადობა,ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი.
ჩვენ ამ სფეროში ცხოველების სიყვარულმა მოგვიყვანა და ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა მათზე ზრუნვა.
ამ სფეროში მუშაობა ძალიან რთულია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცხოველების კეთილდღეობას ეხება. გავრცელებული კადრები ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, ავღნიშნოთ მსგავსი მიდგომები პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს!
ჰიპერპოპულაცია არ წყდება ძალადობრივი გზებით!
არსებობს უფრო ეფექტური და ჰუმანური მიდგომა:
🔹დაჭერა – 🔹სტერილიზაცია/კასტრაცია – 🔹დაბრუნება
რომელიც პრაქტიკაში არაერთ ქვეყანაში ამართლებს და სტაბილურ შედეგს იძლევა.
ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ არსებული მდგომარეობა ერთი დღის შედეგი არ არის — ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოწვევების შედეგი.
ცხოველების ქუჩაში დატოვება, უპასუხისმგებლო მოპყრობა,უკონტროლო გამრავლება — ყველაფერი ერთად ქმნის იმ სურათს, რომელსაც დღეს ვხედავთ.
პასუხისმგებლობა ნაწილდება როგორც მუნიციპალიტეტზე, ისე საზოგადოებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს უფრო თანმიმდევრული, გამჭვირვალე და ჰუმანური,
ხოლო საზოგადოების მხრიდან გაიზარდოს პასუხისმგებლობა ცხოველების მიმართ!
ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ ჰუმანურ მიდგომებს! ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და მზად ვართ ჩავერთოთ ჰუმანური გზით ჰიპერპოპულაციის მართვაში.
გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია უკეთესი შედეგის მიღწევა.

კლინიკაში ნიორამ 🧄 მოგვაკითხა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთვხვევის გამო ძალიან სერიოზული  ტრავმები ჰქონდა მიღებული. პირველად...
23/03/2026

კლინიკაში ნიორამ 🧄 მოგვაკითხა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთვხვევის გამო ძალიან სერიოზული ტრავმები ჰქონდა მიღებული. პირველადი დათვალიერებისა და ჩატარებული
დიაგნოსტიკური კვლევების ⬇️
🔹რენტგენოგრაფია
🔹ულტრასონოგრაფია
საფუძველზე გამოვლინდა მძიმე პოლიტრავმა.

დაფიქსირდა ⬇️
🔹მრავლობითი შიდა ორგანოების დაზიანება
🔹 პნევმოთორაქსი
🔹მუცლის ღრუში თავისუფალი სითხე (ჰემოპერიტონეუმი)
🔹ელენთაზე მასიური სიმსივნური წარმონაქმნი

პაციენტის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მიღებულ იქნა დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება. ოპერაციის დროს განხორციელდა სპლენექტომია (ელენთის სრული ამოღება) და მუცლის ღრუს რევიზია.

მიუხედავად რთული საწყისი მდგომარეობისა, პაციენტმა ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას.

👩‍⚕️თერაპევტი - დარია ჯანიაშვილი
👩‍⚕️ანესთეზიოლოგი -მარიამ მუხიაშვილი
👨‍⚕️ქურურგი -გიორგი ჭუნიაშვილი

გვახსოვდეს,რომ ბრძოლას სიცოცხლისთვის ყოველთვის აქვს აზრი!
გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს ოთხფეხა მეგობრებს 💙

ვეტერინარული კლინიკა „ბუნება“ 🐾
📍 Buneba Vet Clinic –Otar Chiladze 166/5
📞 +995 593 557 979

#სიყვარული #ცხოველები

🆕 წინასწარი ჩაწერა ჩვენს კლინიკაშითქვენ შეგიძლიათ 🐶 ოთხფეხა მეგობრის ვიზიტი წინასწარ დაგეგმოთ რამდენიმე მარტივი გზით:📱 ა...
11/03/2026

🆕 წინასწარი ჩაწერა ჩვენს კლინიკაში

თქვენ შეგიძლიათ 🐶 ოთხფეხა მეგობრის ვიზიტი წინასწარ დაგეგმოთ რამდენიმე მარტივი გზით:

📱 აპლიკაცია „Tati“-ს მეშვეობით.
👨‍⚕️ თქვენი ექიმის დახმარებით.(დაუკავშირდით თქვენს ექიმს,სთხოვეთ ჩაგწეროთ თქვენთვის სასურველ დროს )
📞 კლინიკის ტელეფონზე დარეკვით — (მენეჯერის დახმარებით)

⏰წინასწარი ჩაწერა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ლოდინი და მიიღოთ მომსახურება თქვენთვის სასურველ დროს.

Address

Otar Chiladze Street 166/5
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

+995593557979

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category