10/07/2026
არის შემთხვევები, რომლებიც თითოეულ ვეტერინარს დიდხანს ახსოვს. ❤️🐾
ები სწორედ ერთ-ერთი ასეთი პაციენტია.
ები ჩვენს კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. 🐶 მას აღენიშნებოდა მუდმივი ღებინება , დიარეა, სისხლჩაქცევები და რთული ლაბორატორიული ცვლილებები. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.
🔬მრავალი კვლევისა და ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად დაისვა დიაგნოზი — პირველადი იმუნური წარმოშობის თრომბოციტოპენია (Primary Immune-Mediated Thrombocytopenia – IMT)🩸
ეს არის დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ თრომბოციტებს ანადგურებს. თრომბოციტების მკვეთრი შემცირება კი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ⚠️
ამ რთულ შემთხვევაზე ჩვენი ვეტერინარების ერთობლივი გადაწყვეტილებით შემუშავდა ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.✨
მკურნალობის პროცესში ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდებოდა მის მდგომარეობას, მკურნალობის პირველივე დღეებიდან ებიმ საოცარი პროგრესი აჩვენა. ❤️
თრომბოციტების რაოდენობა ეტაპობრივად დაუბრუნდა ნორმას და დღეს, რამდენიმე თვის შემდეგ, ები თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს გეგმიურ კონტროლებს. 🐕✨
დიდი მადლობა ების პატრონს — ელენეს ❤️, ნდობისა და იმ დიდი ზრუნვისთვის, რომელიც მან თავისი საყვარელი მეგობრის გადასარჩენად ჩადო. 🐾
მკურნალი ვეტერინარები: 👩⚕️👨⚕️
🩺 თორნიკე ხუჭუა — თერაპევტი
🩺 ქეთევან ელიაშვილი — თერაპევტი