30/03/2024
📍ოდრი 7 წლის, მიმართა ჩვენს კლინიკას სიარულის გაძნელებით, არ შეეძლი ახტომა მცირედ სიმაღლეზე და უკანა ორ კიდურზე დადგომა.
📍ნევროლოგის გასინჯვის შემდეგ აღენიშნებოდა უკანა კიდურების პროპრიოცეფციული დეფიციტი.
საჭირო გახდა მრტ-ს გადაღება, სადაც დადასტურდა მალთაშუა დისკის ექსტრუზია(თიაქარი), ზურგის ტვინის 3/4-ის შევიწროებით.
📍შედეგის მიხედვით დაიგეგმა ოპერაცია, რაც გულისხმობს თიაქრის მოცილებასა და ზურგის ტვინის გათავისუფლებას კომპრესიისგან.
📍ვიდეო ასახავს ოპერაციამდე და ოპერაციიდან 2 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ოდრის გაუმჯობესებას
📍ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა გიორგი ჩიკვატიამ და ნევროლოგმა ნიკიტა მეშერიაკოვმა
ანესთეზიოლოგი სოფო ოთარაშვილი