LikoHandler

Call Directions Contact the business

LikoHandler 🦮• წვრთნა / Training
🐩• საგამოფენო მომზადება / Preparing for Dogs show 🏆
📌 10 წელი თქვენი ოთხფეხა მეგობრების გვერდით.

რითი განსხვავდება შოუ-გრუმერი ჩვეულებრივი გრუმერისგან? ✂️✨ძაღლების მოვლის სამყაროში ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია, არ...
24/07/2026

რითი განსხვავდება შოუ-გრუმერი ჩვეულებრივი გრუმერისგან? ✂️✨

ძაღლების მოვლის სამყაროში ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია, არის მაკრატელი, ფენი, საპარსები და ჰიგიენური პროცედურები. თუმცა, როდესაც საქმე გამოფენებსა და რინგს ეხება, განსხვავება ჩვეულებრივ მოვლასა და პროფესიონალურ შოუ-გრუმინგს შორის გადამწყვეტი ხდება.
მოდით, ვნახოთ, რა მთავარი ნიშნებით გამოირჩევა შოუ-გრუმერი:

•ანატომიური ცოდნა და ჯიშის სტანდარტები: ჩვეულებრივი გრუმერის მთავარი მიზანია ძაღლი იყოს სუფთა, მოვლილი და პატრონისთვის კომფორტული ვარცხნილობით. შოუ-გრუმერმა კი იდეალურად იცის კონკრეტული ჯიშის FCI სტანდარტი. მისი მიზანია სწორი გრუმინგით გამოკვეთოს ძაღლის ღირსებები და ვიზუალურად „დაფაროს“ მცირე ხარვეზები (მაგალითად, კუთხეები, კისრის სიგრძე ან ზურგის ხაზი).

•სილუეტის გეომეტრია: შოუ-გრუმინგი არ არის უბრალოდ ლამაზი შეჭრა, ეს არის სკულპტურული მუშაობა. თითოეული ჯიში (იქნება ეს პუდელი, სპანიელი თუ ტერიერი) მოითხოვს მკაცრად გაწერილ გეომეტრიულ ხაზებს, მოცულობებსა და კუთხეებს, რასაც მსაჯი რინგზე პირველ რიგში აფასებს.

•ბეჭის სტრუქტურისა და ხარისხის შენარჩუნება: განსხვავებით ყოველდღიური ჰიგიენური შეჭრისაგან, შოუ-გრუმერმა ზუსტად იცის, რომელი ბეჭი როგორ უნდა დამუშავდეს (ტრიმინგი, კლება, დატენიანება), რომ არ დაირღვეს სტრუქტურა და ბეწვმა არ დაკარგოს ბუნებრივი საფარი თუ ვიზუალური თვისებები.

•რინგის ფსიქოლოგია და დინამიკა: კარგი შოუ-გრუმერი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, თუ როგორ გამოჩნდება ძაღლი მოძრაობაში (Trot) და სტატიკურ დგომაში (Stack). ვარცხნილობა ისეა მორგებული, რომ ხაზი გაუსვას კიდურების დინამიკასა და სხეულის პროპორციებს.

#გრუმინგი #შოუგრუმინგი #ძაღლებისგამოფენა #გრუმერი

08/06/2026

ყველას, ვისაც ჰყავს ძაღლი და ერთხელ მაინც უფიქრია მის დართვაზე (გამრავლებაზე) ეს კურსი სწორედ თქვენთვის შეიქმნა.

ბევრი ფიქრობს, რომ დართვა (გამრავლება) მხოლოდ სურვილია, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. იმისათვის, რომ ძაღლი დაუშვათ დართვაზე, აუცილებელია მან მიიღოს შესაბამისი შეფასება გამოფენაზე, რაც ადასტურებს მისი ჯიშური მახასიათებლების ხარისხს. ეს არ არის მხოლოდ ფორმალობა, ეს არის თქვენი, როგორც პასუხისმგებლიანი მეპატრონის ვალდებულება.

ჩემი 10-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ახლა გაერთიანებულია 14-მოდულიან საგანმანათლებლო კურსში, რომელიც დაგეხმარებათ გაიაზროთ რინგის ფილოსოფია, ბიომექანიკა და მოემზადოთ თქვენი ძაღლისთვის მნიშვნელოვანი შეფასების მისაღებად.

💻კურსის ფორმატი: 2 საათიანი ინტერაქტიული სწავლება Google meet-ის მეშვეობით. (ყოველდღიურად 21:00 საათზე)
👥 ჯგუფის ლიმიტი: მხოლოდ 10 მონაწილე.
💰 ღირებულება: 100 ლარი.
🎙️ სპიკერები : ლიკო ნიკოლეიშვილი ( ჰენდლერი) & თორნიკე მიდელაშვილი (გრუმერი).

რას მოიცავს კურსი?

• 📊10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება რინგზე.
• 📑14-მოდულიანი საგანმანათლებლო პროგრამა.
• 🏃‍♀️მოძრაობის ანალიზი, სტრატეგია და საგამოფენო გრუმინგი.
• 🎞️ექსკლუზიური ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული დემონსტრაციები.

გახდით პასუხისმგებლიანი მეპატრონე და გაიარეთ გზა პროფესიონალურ შეფასებამდე.

👉 მოითხოვე პროგრამა და დარეგისტრირდი: https://forms.gle/W49pSvh2XCneMQAq6

#კინოლოგია #ძაღლებისგამოფენა #კინოლოგიურიკულტურა #ძაღლი #კურსი

02/06/2026

For English scroll down 👇

კინოლოგიურ სფეროში თითქმის ათი წელი გავიდა.

წელიწადნახევარი სასტუმროს ვმართავდი, რამაც ჩემი მთავარი ვნება (გამოფენები) და პროფესიონალური ჰენდლინგი გვერდით გადამადებინა.
ეს ეტაპი დასრულდა და სასტუმროს სერვისები აღარ ფუნქციონირებს .

მთლიანად ვუბრუნდები ჰენდლინგსა და კინოლოგიური კუთხით განათლების გაღრმავებას. წინ საინტერესო გეგმებია.

გამომყევით ამ ახალ ეტაპზე და გააზიარეთ ეს ვიდეო, ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნივნელოვანია!✨

————————————————

I have spent nearly ten years in the cynological field. For the past year and a half, I managed a dog hotel, which pushed my true passion for dog shows and professional handling to the side.

That chapter is closed and the dog hotel services are no longer available.

I am fully returning to professional handling and further canine education. Exciting plans are ahead. Join me on this new journey and share this video, as your support is very important to me! ✨

SEREBRYANAYA LUNA ARISTOKRATKA▪️Tittle: Best puppy of breed ▪️Owner: JABA CHKHARTISHVILI▪️Breeder: : A.V.VOLOSHINA
19/04/2026

SEREBRYANAYA LUNA ARISTOKRATKA

▪️Tittle: Best puppy of breed
▪️Owner: JABA CHKHARTISHVILI
▪️Breeder: : A.V.VOLOSHINA

სქაი ☀️  #ძაღლი  #ძაღლიადამიანისმეგობარია  #ავსტრალიურინაგაზი  #ძაღლებისსასტუმრო #ძაღლებისბაღი  #სკოლაძაღლებისთვის      ...
10/07/2025

სქაი ☀️

#ძაღლი #ძაღლიადამიანისმეგობარია #ავსტრალიურინაგაზი #ძაღლებისსასტუმრო
#ძაღლებისბაღი #სკოლაძაღლებისთვის

20/03/2025

გიყვარდეთ და გაუფრთხილდით 🤍✨

#ძაღლი #ლეკვი #ძაღლიადამიანისმეგობარია #გერმანულინაგაზი #ნაგაზი #ძაღლისაღზრდა #ძაღლისწვრთნა #კინოლოგი fans

06/03/2025

📣 ყურადღება ‼️

2025 წლის 26 და 27 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენები CAC და CACIB - Georgian Spring 2025 და Golden Cup 2025.
📌CAC-WUT, CAC-FCG - Georgian National Teckel Club Show.
📎 რეგისტრაცია სრულდება 16 აპრილს.

#ძაღლი #ძაღლები #ძაღლებისგამოფენა #ძაღლიადამიანისმეგობარია #ჰენდლერი #საგამოფენომომზადება fans

მადლობა ჩვენს მეგობრებს, საჩუქრებისთვის, ხარისხისთვის და ყურადღებისთვის ბევიტალი საქართველო • Bewital Georgia 🫶✨
21/01/2025

მადლობა ჩვენს მეგობრებს, საჩუქრებისთვის, ხარისხისთვის და ყურადღებისთვის ბევიტალი საქართველო • Bewital Georgia 🫶✨

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 14:00

Telephone

+995579715500

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LikoHandler posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to LikoHandler:

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed pet store/pet service?

Share