თელავის ვეტერინარიული კლინიკა Telaveti - თელავეტი

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • თელავის ვეტერინარიული კლინიკა Telaveti - თელავეტი

თელავის ვეტერინარიული კლინიკა Telaveti - თელავეტი -ვეტერინარის კონსულტაცია
-თერაპია
-ქი?

მიატოვეს კანეკორსო თავის ლეკვებით,ჩუქდებიან სასწრაფოდ. დედა ერთ წლამდეა შეფარებულია მაგრამ აუცილებელია გაჩუქება დედისაც ...
10/01/2024

მიატოვეს კანეკორსო თავის ლეკვებით,ჩუქდებიან სასწრაფოდ. დედა ერთ წლამდეა შეფარებულია მაგრამ აუცილებელია გაჩუქება დედისაც და ლეკვებისაც.

როდესაც მდედრი ციყვი იპოვის ობოლ პატარა ციყვს ის კვებავს მას და აჯერებს, რომ არც დედა ჰყავს და არც მამა.3 დღიანი დარწმუნ...
15/09/2023

როდესაც მდედრი ციყვი იპოვის ობოლ პატარა ციყვს ის კვებავს მას და აჯერებს, რომ არც დედა ჰყავს და არც მამა.

3 დღიანი დარწმუნების შემდეგ, რომ ოჯახი არ ჰყავს პატარას, მდედრი უვლის, აჭმევს და ისე ექცევა პატარას თითქოს მისი ერთ-ერთი შვილი იყოს.

ქალი ციყვი უნიკალურია იმით, რომ სიხარულით ეგებება პარტნიორს როდესაც ის ბრუნდება სახლში.კოცნის და ეხუტება მას, რათა შეამსუბუქოს მისი დაღლილობა.

მამალი ციყვი ყოველთვის გამოხატავს თავის სიყვარულს თავისი რჩეულის მიმართ იმით, რომ ჩუქნის მას კაკალს და ნუშს...

ციყვებზეა გარკვეულწილად კაცობრიობის მომავალი დამოკიდებული, რადგან ნახევარი თესლი, რომლებსაც ისინი ინახავენ, ტყეში ახალ ბუჩქად გადაიქცევა.

მათ მითხრეს...რომ ჩემს სახლსძაღლის სუნი ასდის... 🐾🐾და მე მათ ვკითხე...იციან ძაღლს როგორი სუნი აქვს?...ძაღლს სუნი ასდის:მ...
27/08/2023

მათ მითხრეს...
რომ ჩემს სახლს
ძაღლის სუნი ასდის... 🐾🐾
და მე მათ ვკითხე...
იციან ძაღლს როგორი სუნი აქვს?...

ძაღლს სუნი ასდის:
მადლიერების...
ერთგულების...
კეთილშობილების...
ძვირფასო...
წმინდა და უპირობო სიყვარულის... 💜

და მიუხედავად ყველაფრისა, რაც მათ განიცადეს, მათ არ ასდით სიმწრის სუნი....
ასე რომ...

თავს დალოცვილად ვგრძნობ,
ჩემს სახლში ძაღლის სუნია 🐾💞

წყარო შენამდე შორია-შენიდან არც ისე

მე-19 საუკუნეში გერმანიაში ცხოვრობდა კაცი, რომელიც მუშაობდა გადასახადების ამკრეფად და პარალელურად ხელმძღვანელობდა ძაღლებ...
25/07/2023

მე-19 საუკუნეში გერმანიაში ცხოვრობდა კაცი, რომელიც მუშაობდა გადასახადების ამკრეფად და პარალელურად ხელმძღვანელობდა ძაღლების თავშესაფარს.

ვინაიდან გადასახადების აკრეფა არ იყო უსაფრთხო, თავის თავშესაფარში მან დაიწყო ახალი ჯიშის ძაღლების მოშენება, რომელთაც შეეძლოთ მისი დაცვა. ამ კაცს კარლ ფრიდრიხ ლუი დობერმანი ერქვა.

წყარო:საინტერესო და შემეცნებითი ფაქტები

29/06/2023

რეაქცია 🥰🥰🥰

🌍 ვატუსი/Watussi /- ხარები მსოფლიოში ყველაზე დიდი რქებით! 🦬🔸ამ აფრიკული ცხოველისთვის რქების სიდიდეს ნამდვილად განსაკუთრე...
08/06/2023

🌍 ვატუსი/Watussi /- ხარები მსოფლიოში ყველაზე დიდი რქებით! 🦬

🔸ამ აფრიკული ცხოველისთვის რქების სიდიდეს ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არაპროპორციულად დიდი რქები, რომელიც შესაძლოა, 90-100 კგ-ს აღწევდეს, ეხმარება სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. სწორედ მისი დახმარებით ადაპტირდება იგი აფრიკული სავანას ტერიტორიებზე, სადაც ტემპერატურამ შესაძლოა, +50 გრადუსს მიაღწიოს.
🌡ამ შემთხვევაში რქები ასრულებს გაგრილების ფუნქციას: მისი ძვლის შემადგენლობაში შედის კაპილარები, რომელიც სისხლის ცირკულირებას ახდენს. ამგვარად ის ამცირებს მთლიანი სხეულის ტემპერატურას. რაც უფრო დიდია რქა, მით უფრო სწრაფად გრილდება სხეული.

🦬ზრდასრული ვატუსის რქების სიგრძე შესაძლოა, 2.4 მეტრამდეც აღწევდეს. რქები მას იცავს მტაცებლისგანაც, რომელსაც მას თავისი გარეგნობით აშინებს.
დაუცველი მხოლოდ ახალშობილი ვიტუსია, რომელსაც რქები არ აქვს, მაგრამ ზრდასრულ ვატუსებს პატარების დაცვის
უნარი აქვთ: ღამე ჯოგი წრეზე იძინებს. ისინი აკეთებენ ბეჭდის მსგავს დაცვით ბარიერებს. მათ რქები გარეთ აქვთ მიმართული, სწორედ ამ წრის შიგნით იძინებენ ხბოები.
კლასი-ძუძუმწოვარი;
ოჯახი-ღრურქიანები;
☝️წონა-410-დან 730-მდე;
სიცოცხლის ხანგრძლივობა-20 წელი;
🌍ბინადრობის არეალი-აღმოსავლეთ აფრიკა

🔸ვატუსის ისტორიული სამშობლო აფრიკაა. უძველესი დროიდან ანკოლე-ვატუსის ჯიშის ხარი და ძროხა წმინდად ითვლებოდა. მათ თითქმის არასოდეს იყენებდნენ ხორცის წყაროდ, რადგან მათი მფლობელების სიმდიდრე განისაზღვრებოდა ცოცხალი პირუტყვის რაოდენობით.
🔸დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ ვატუსი აფრიკაში ბინადრობს ნილოსის ნაპირებთან, სადაც დღემდე მათი გამოსახულებებია შემორჩენილი.

წყარო: ფენიქსი

მეფუტკრეს ერთ- ერთ სკაში დაავიწყდა ჩარჩოს ჩადგმა, მიუხედავად ამისა ფუტკრებმა საკუთარი არქიტექტურით მაინც შექმნეს ფიჭა,  ...
06/06/2023

მეფუტკრეს ერთ- ერთ სკაში დაავიწყდა ჩარჩოს ჩადგმა, მიუხედავად ამისა ფუტკრებმა საკუთარი არქიტექტურით მაინც შექმნეს ფიჭა, სადაც გათვალისწინებული იყო ჰაერის თავისუფალი მოძრაობა სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად.
ფოტო მეფუტკრის მიერაა გადაღებული..🐝😱

წყარო:მოპარული სიყვარული

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ჭამის დროს ძაღლი ჩუმად გიყურებთ?  ოდესმე დაფიქრებულხართ რას ფიქრობს ამ დროს ძაღლი გონებაში?ძაღლ...
05/06/2023

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ჭამის დროს ძაღლი ჩუმად გიყურებთ? ოდესმე დაფიქრებულხართ რას ფიქრობს ამ დროს ძაღლი გონებაში?

ძაღლებს წარმოდგენა არ აქვთ, რატომ არ შეუძლიათ ჭამონ ის რასაც თქვენ ჭამთ, მათ არ იციან რომ საკვების ყიდვას ფული სჭირდება.

მან არ იცის, რომ ადამიანი, რომელსაც ჩუმად უყურებს, არ ფიქრობს შიმშილზე.

ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ არის იქ დგომა იმ იმედით, რომ საკვები ჭუჭყიან იატაკზე დაეცემა, რათა მისი ჭამა შეძლონ.

განა შიმშილი არ არის ყველა ცოცხალი არსების უნივერსალური ინსტინქტი?

გამოკვებეთ თუნდაც ერთი ლუკმით ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ! 🐶

წყარო:მჭედლიშვილი ზაკო

ეს ერისია, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცხვირის მქონე ძაღლი.გრძელბეწვიანი მწევარი ვირჯინიაში 2018 წელს იშვილეს, სულ მალე კი ...
04/06/2023

ეს ერისია, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცხვირის მქონე ძაღლი.

გრძელბეწვიანი მწევარი ვირჯინიაში 2018 წელს იშვილეს, სულ მალე კი იგი მსოფლიო რეკორდსმენად იქცა. ერისი განსაკუთრებულად მეგობრულია და გარდა იმისა, რომ სამეზობლოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ინსტაგრამზე 186 000 გამომწერიც ჰყავს.

ერისის ცხვირის ზომა 31 სანტიმეტრია.

წყარო:მჭედლიშვილი ზაკო

დილის ნამით დაფარული ნემსიყლაპია.ფოტოგრაფ ლასსე ანდერსონის ნამუშევარიწყარო:საინტერესო და შემეცნებითი ფაქტები 🇸🇪
26/05/2023

დილის ნამით დაფარული ნემსიყლაპია.

ფოტოგრაფ ლასსე ანდერსონის ნამუშევარი

წყარო:საინტერესო და შემეცნებითი ფაქტები 🇸🇪

Hermés და Louis Vuitton ფლობენ ავსტრალიაში ნიანგების თითქმის ყველა ფერმას.წყარო:საინტერესო და შემეცნებითი ფაქტები
24/05/2023

Hermés და Louis Vuitton ფლობენ ავსტრალიაში ნიანგების თითქმის ყველა ფერმას.

წყარო:საინტერესო და შემეცნებითი ფაქტები

Address

ქ. თელავი ლესელიძის N_1
Telavi
2200

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:15
Sunday 10:00 - 18:15

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თელავის ვეტერინარიული კლინიკა Telaveti - თელავეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თელავის ვეტერინარიული კლინიკა Telaveti - თელავეტი:

Share

Category