Pet store "Foxy" ზოო მაღაზია "ფოქსი"

Pet store "Foxy" ზოო მაღაზია "ფოქსი" ცხოველთა კვება,
მოვლის საშუალებები.
(3)

06/04/2026

მესამე შეხვედრა.

აკიტა, ძლიერი ტერიტორიული ინსტინქტით და რთული ქცევითი ისტორიით.

ასეთ ძაღლთან მუშაობა იწყება არა ბრძანებებით,

არამედ სწორი სივრცით, ტემპით და ბალანსის დაცვით.

შეცდომებიც არის...

ყოველი მცირე ნაბიჯი მნიშვნელოვანია,
როცა ძაღლი ირჩევს დაკვირვებას აგრესიის ნაცვლად,
იქ იწყება ნდობის ფორმირება.

03/04/2026

🐕 ჰინატა — 6 თვის.
ქაჩვა, სრული გაფანტვა სეირნობისას და აგრესიული რეაქცია სხვა ძაღლებზე (წარსული გამოცდილების გამო).

პირველივე შეხვედრის შემდეგ:
ხმაური და ქაოსი ნელ-ნელა გადავიყვანეთ კონტაქტზე.

🎯 ვიდეოს ბოლოს:
ჰინატა უკვე უყურებს ძაღლებს დისტანციიდან მშვიდად,
პატრონის დაძახებაზე გადმოერთო და გაჰყვა კონტროლში.

👉 ეს არ არის „დამთავრებული შედეგი“.
ეს არის პირველი მომენტი, როცა ძაღლმა აირჩია პატრონი ქაოსის ნაცვლად.

🦊 რჩევა ფოქსისგან:
ძაღლი ერთ დღეში არ იცვლება.
მაგრამ ერთ დღეს გაჩვენებს — რომ შეუძლია შეცვლა. 🤳 555 70 05 32

🦊 რჩევა ფოქსისგანძაღლი ერთ დღეში არ იცვლება.მაგრამ ერთ დღეში გაჩვენებს — რომ შეუძლია შეცვლა.
02/04/2026

🦊 რჩევა ფოქსისგან

ძაღლი ერთ დღეში არ იცვლება.
მაგრამ ერთ დღეში გაჩვენებს — რომ შეუძლია შეცვლა.

01/04/2026

მისი უჭკვიანესობა "დი"

პირველ შეხვედრაზე "დი" იყო ქაოსში. რემენს კბენდა,სულ წინ მექაჩებოდა და ყურადღება საერთოდ არ ჰქონდა.
კონტაქტი თითქმის არ არსებობდა და მართვა რთული იყო.

დღეს "დი" უკვე ჩერდება,ბრუნდება ჩემსკენ და სულ გვერდით დამყვება. ქცევა შეიცვალა მაშინ, როცა სისტემა დალაგდა.

ჩვენ არ ვიმორჩილებთ — ჩვენ ვალაგებთ სისტემას. ❤️

🦊 რჩევა ფოქსისგანნდობის დაკარგვა — „როცა შენ უნდა იყო მისი მხარე“ეს არის ყველაზე მძიმემაგალითი:ძაღლი მოდის შენთან შიშითა...
30/03/2026

🦊 რჩევა ფოქსისგან

ნდობის დაკარგვა — „როცა შენ უნდა იყო მისი მხარე“

ეს არის ყველაზე მძიმე
მაგალითი:ძაღლი მოდის შენთან შიშით
ან ეძებს დაცვას
ან უბრალოდ ახლოს მოდის
და შენ ამ დროს: სჯი იჭერ მკაცრ ტონს
ან უგულებელყოფ.

ძაღლის გონებაში იწერება: „როცა ყველაზე მეტად მჭირდები — შენ საფრთხე ხარ.“

👉 შედეგი: აღარ მოდის დახმარებისთვის
იწყებს დამოუკიდებელ (ხშირად აგრესიულ) გადაწყვეტილებებს.
შენთან კონტაქტი ხდება ფორმალური, არა ნდობითი.

ეს არის ის მომენტი, როცა: კავშირი იცვლება — პარტნიორობიდან კონტროლზე.

27/03/2026

ბიმი — ძაღლი, რომელიც ადრე ჩრდილში ცხოვრობდა.
არ ენდობოდა ადამიანებს, არ უყვარდა ხმაური… და ჰქონდა კბენის ისტორია.

დღეს კი — კუდაწეული დადის.
ხალხმრავლობაშიც თავისუფალია, მანქანების ხმაურში მშვიდია
და თვითონ ითხოვს კიდევ უფრო მეტი სივრცის აღმოჩენას.

ეს უბრალოდ სეირნობა არ არის —
ეს არის შიშიდან თავისუფლებამდე გავლილი გზა.

25/03/2026

პირველ შეხვედრაზე — ნულოვანი კონტროლი.

მეორე შეხვედრა —იგივე ძაღლი,
მაგრამ უკვე გელიდება,
უკან ბრუნდება და გვერდით მოგყვება.

არ შეცვლილა ძაღლი.
შეიცვალა მართვა.

ქაოსს არ ვებრძვით — ვაკონტროლებთ.

როგორ მიყურებს 🤣❤️

23/03/2026

ძაღლი, რომელიც არავის ეკარებოდა
და კბენის ისტორიაც ჰქონდა —
დღეს მშვიდად ზის ჩემს გვერდით.

ნდობა ძალით არ იქმნება —
ის იქ ჩნდება,
სადაც ძაღლი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

🦊რჩევა ფოქსისგანძაღლი,რომელიც უცხოებს არ ენდობადა უკვე აქვს კბენის გამოცდილება —ფრთხილი და სერიოზულია.მას არ სჭირდება და...
21/03/2026

🦊რჩევა ფოქსისგან

ძაღლი,
რომელიც უცხოებს არ ენდობა
და უკვე აქვს კბენის გამოცდილება —
ფრთხილი და სერიოზულია.

მას არ სჭირდება დაძალება.
მას სჭირდება სივრცე.

არ მიუახლოვდე პირდაპირ.
არ შეეხო პირველივე შეხვედრაზე.
იყავი მშვიდი
და არ დაურღვიო საზღვრები.

თუ თვითონ მოგიახლოვდება —
მიიღე მშვიდად.

🦊 რჩევა ფოქსისგანთანმიმდევრობა ყველაფერია.👉 დღეს რომ აკრძალულია — ხვალაც აკრძალული უნდა იყოს👉 ერთჯერადი “კარგი რა” ანგრე...
19/03/2026

🦊 რჩევა ფოქსისგან

თანმიმდევრობა ყველაფერია.

👉 დღეს რომ აკრძალულია — ხვალაც აკრძალული უნდა იყოს
👉 ერთჯერადი “კარგი რა” ანგრევს წესს

📌 ძაღლი სიტყვას კი არა — წესრიგს სწავლობს

🦊 რჩევა ფოქსისგან  ძაღლი მაგიდასთან მოდის, რადგან ადრე მიიღო ყურადღება ან საჭმელი.👉 გამოსავალი:არ გქონდეს რეაქცია (იგნორ...
17/03/2026

🦊 რჩევა ფოქსისგან

ძაღლი მაგიდასთან მოდის, რადგან ადრე მიიღო ყურადღება ან საჭმელი.

👉 გამოსავალი:

არ გქონდეს რეაქცია (იგნორი)
ასწავლე „ადგილი“ და იქ გაუშვი.
დააჯილდოვე, როცა მშვიდად წევს და არ გაწუხებს

ფორმულა:
❌ ცუდ ქცევას — იგნორი
✅ კარგ ქცევას — ჯილდო

რჩევა ფოქსისგან 🦊ძაღლის გაწვრთნა ბრძანებებით არ იწყება —იწყება ნდობით.თუ ძაღლი შენთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს,...
16/03/2026

რჩევა ფოქსისგან 🦊

ძაღლის გაწვრთნა ბრძანებებით არ იწყება —იწყება ნდობით.

თუ ძაღლი შენთან თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს, სწავლაც ბუნებრივად მოდის.

დღეს 10 წუთი უბრალოდ კავშირის გაძლიერებას დაუთმე.

Address

ქართველთა და ებერაელთა ძმობის ქუჩა, გლდანის 2 მიკრო 41 კორპუსი
Tbilisi

Telephone

+995555700532

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Pet store "Foxy" ზოო მაღაზია "ფოქსი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Pet store "Foxy" ზოო მაღაზია "ფოქსი":

Share

Category