ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი გვერდი ემსახურება მიუსაფარი ცხოველების დახმარებას და გადარჩენას. The page is dedicated to helping and rescuing stray animals.

20/05/2026

ხუთივე საცოდაობა გზაშია..
ერთი მოზრდილი და ერთი ჭრელი გზიდანვე გაჩუქდა და პატრონები გამოართმევენ..
დარჩა სამი ჭრელი და იმედია მათაც მზრუნველი ოჯახები გამოუჩნდება

19/05/2026

დაუსახლებელ ადგილას..
ოთხივე გოგო
მეხუთე, სხვა ლეკვია და ისიც გოგოა .
ვერ გადარჩებიან..
მოზრდილი ლეკვის თვალებმა გამანადგურა..
პატარები დამოკიდებლად ვერ იკვებებიან..
ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც არ დასრულდა ამ ქვეყანაში..
ძალიან ცუდად ვარ
მოვიშალე ამ კადრების მერე..
უბრალოდ რამდენს უნდა გაწვდეს ადამიანი?
წალკელი ლეკვების დახმარებაზე რომ დავწერე არავინ გამოჩნდა და ცალკე ისინი იტანჯებიან დაუსახლებელ ადგილას..
თითო თითო მაინც შეიფარეთ..
რძის ფხვნილს ყველას გავატან..
ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი..
უმწეობის და ტკივლის..
რატომ უნდა დაიღუპონ ეს საცოდავები?

სიტყვები არ მაქვს ♥️🥹 ისევ გადაგვარჩინეთ🙏დორას თავის სახლში წასასვლელად ყველა ხარჯი შეგვაგროვებინეთ🥹სალომე ჩიმაკაძემ სერ...
19/05/2026

სიტყვები არ მაქვს ♥️🥹
ისევ გადაგვარჩინეთ🙏
დორას თავის სახლში წასასვლელად ყველა ხარჯი შეგვაგროვებინეთ🥹
სალომე ჩიმაკაძემ სერთიფიკატის თანხა დაუფარა♥️
სოფო ჭავჭანიძემ ფაქტიურად ბოქსის საყიდელი თანხა ♥️♥️
თქვენი დახმარებით კი ტაქსს, გრუმინგს და წვრილმან ხარჯებს დავფარავთ♥️
როცა ირგვლივ გგონია რომ არავინაა და მარტო დარჩი მაშინ მარწმუნებთ ადამიანური თანადგომის ძალას

მადლობა
კიდევ ერთხელ მადლობა

ერთიანობისთვის 🙏

18/05/2026

ფიონა და ლუსი
ორი სიყვარულის შეცვლილი ცხოვრება..
მათ უბრალოდ გაუმართლათ და მე შევხვდი..
თავშესაფარს და ქუჩას ორი უტკბილესი არსება წავართვი♥️

ჩუქდება მშვიდიწყნარი კეთილი გოგოცუნა❤️მხოლოდ მოფერებას ითხოვს, სანაცვლოდ კი კრუტუნით და ჩახუტებით გაგათბობთ. ძაღლები გლე...
18/05/2026

ჩუქდება მშვიდი
წყნარი
კეთილი გოგოცუნა❤️
მხოლოდ მოფერებას ითხოვს, სანაცვლოდ კი კრუტუნით და ჩახუტებით გაგათბობთ.
ძაღლები გლეჯდნენ და გადაარჩინეს
სამწუხაროდ ვერ დაიტოვებენ
ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ გაავრცელეთ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency არაადამიანების მიერ კიდევ ერთი გამქრალი ძაღლი! ძაღლი, რომელიც...
17/05/2026

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency არაადამიანების მიერ კიდევ ერთი გამქრალი ძაღლი!
ძაღლი, რომელიც ლილოს დასახლებაში ცხოვრობდა, საჭდის ნომერი 111 057928.
მასზე მზრუნველ ადამიანს თავშესაფარში არ ანახეს ვიდეოები.. 24 აპრილს არის წაყვანილი.
ძაღლი იყო მოხუცი და უწყინარი.
ვინც დაინახა წაყვანის ფაქტი მოატყუეს, რომ უკან დააბრუნებდნენ.
ბოლომდე თავს არის გასული ეს სტრუქტურა, ასობით სიმწრით გადარჩენილი ცხოველი ჰყავთ გამქრალი!
როდემდე უნდა შერჩეთ?

გაავრცელეთ მაქსიმალურად
მე 99 პროცენტი დარწმუნებული ვარ რომ დააძინეს

574 511 677 თეა

გუშინ რკენას, ვინც ადევნებდა თვალს ერთი საოცარი მებრძოლის ბრძოლა არ დაავიწყდებოდა.საბა სოზაშვილმა ფაქტიურად ბოლო წუთში შ...
17/05/2026

გუშინ რკენას, ვინც ადევნებდა თვალს ერთი საოცარი მებრძოლის ბრძოლა არ დაავიწყდებოდა.
საბა სოზაშვილმა ფაქტიურად ბოლო წუთში შეძლო და გამოსვლა თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. არნახული თავგანწირვა და სულისკვეთება გვაჩვენა.
ჰოდა ეს. ბიჭი გარდა იმისა რომ ძალიან კარგი მებრძოლია, ამავდროულად არის უკეთილესი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც ქუჩაში ნაპოვნი ლეკვი ვერ მიატოვა და გადაარჩინა.
როგორ შეიძლება ასეთმა მებრძოლებმა ვერ მიაღწიონ იმ ოცნებებს, რომლისთვისაც იბრძვიან?
უბრალოდ ამის დაშვება არ შეიძლება.
ეს ბიჭი კიდევ უფრო მეტ წარმატებებს იმსახურებს
იმიტომ რომ ის არის ა დ ა მ ი ა ნი ❤️

ვისია ეს ძაღლი?? 320 ავტობუსში ზის ამ წამს გაავრცელეთ
17/05/2026

ვისია ეს ძაღლი??
320 ავტობუსში ზის ამ წამს

გაავრცელეთ

ეხლა მოკლედ ჩამოვწერ რა სიტუაციაშია გვერდი. წარმოიდგინეთ მაისი ივნისის თვეში ქუჩის და თავშესაფრების ჯოჯოხეთიდან დახსნილი...
17/05/2026

ეხლა მოკლედ ჩამოვწერ რა სიტუაციაშია გვერდი.
წარმოიდგინეთ მაისი ივნისის თვეში ქუჩის და თავშესაფრების ჯოჯოხეთიდან დახსნილი ექვსი ძაღლი უნდა გავუშვა რამოდენიმე ქვეყანაში..
ორი მათ შორის კანადაში..
წარმოიდგინეთ ეს რამხელა ამბავია..
რამხელა გამარჯვება, რომ ეს არსებები ბოლოს და ბოლოს იქნებიან ბედნიერები საკუთარ სახლებში.
ამ შედეგების უკან ჩემი, ერთი ადამიანის უდიდესი შრომა და წვალებაა.. ცალკე თავი დავანებოთ ნერვიულობას, უძილო ღამეებს და 24 საათი იმაზე ფიქრს, თუ როგორ შევძლო და ჩვენი გადარჩენილები საკუთარ სახლებამდე მივიყვანო..
ამ ყველაფერს კი დიდი ფინანსური მობილიზება სჭირდება..
ბოქსები
ტაქსები
სერთიფიკატები
ბილეთები...
ვიღაც ვიღაცეები პრეტენზიას გამოთქვამთ საქართველოში გააჩუქეთ ამდენი ხარჯის გაწევასო, მაგრამ მანახეთ აბა ჩემს ქვეყანაში ნორმალური, შეგნებული ადამიანები ვინც აიყვანს მაგალითად სამფეხა დორას.. არავინაა..
ისიც იცით, რომ ქუჩაში ამ გადარჩენილების დაბრუნება ნიშნავს პირდაპირ ძაღლმჭერების კლანჭებში ჩავარდნას და დასასრული ყველამ ვიცით .
ჩვენი ყველა გადარჩენილი ოჯახურ გარემოში გადის რეაბილიტაციას, იბრუნებს როგორც ფიზიკურ ისე მენტალურ მხნეობას, იბრუნებს ადამიანების რწმენას .
მე არავისგან არ ვითხოვ მილიონებს..
გთხოვთ უბრალოდ ერთიანობას..
ჩვენი გვერდის გამომწერების მეოცედმა რომ 1 ლარი ჩარიცხოს იცით რამხელა მასშტაბებზე ავიდოდით?
რამაც აქამდე გვერდს მოაღწევინა თქვენი და ჩემი დაუმორჩილებელი, ჯიუტი ხასიათის დამსახურებაა.
ბევრჯერ სასოწარკვეთილი ვყოფილვარ..
ბევრჯერ მიფიქრია რომ მარტო დავრჩი, მაგრამ არ დამტოვეთ მარტო მე და ჩემი ოთხფეხები.
ძალიან მძიმე ორი თვე გველის წინ .
6 ძაღლი გასაშვებია ..
მათ უკან კი 22 ძაღლის შეფარაბა, საკვები , ანტიპარაზიტული საშუალებები და მედიკამენტები რჩება..
ბევრი მოყვარული დაადასტურებს, რამდენჯერ ჩვენი ბენეფიციარებისთვის მომიკლია საკვები, შეფარების თანხა, წამლები და მათი ცხოველებისთვის გამიგზავნია.
ეს გვერდი ბევრისთვის იმედის და მხარდაჭერის ძალად იქცა.
ეხლა მხოლოდ თქვენს ერთიანობას შეუძლია შეცვალოს 6 გადარჩენილის ცხოვრება..
თუ თქვენთვის ეს გვერდი არის ის, რომელმაც უნდა გააგრძელოს არსებობა და ბრძოლა უბრალოდ დასვით 1 პლიუსი
სწორედ ეს მაძლევს იმედს რომ თქვენ ჩემს გვერდით ხართ

კი ერთი და იგივე ძაღლია.. ჩვენი სამფეხა დორა წალკიდან. გაუბედურებული დამშეული და დასტრესილი წამოვიყვანე და ვერ მივატოვე....
17/05/2026

კი ერთი და იგივე ძაღლია..
ჩვენი სამფეხა დორა წალკიდან.
გაუბედურებული
დამშეული და დასტრესილი წამოვიყვანე და ვერ მივატოვე.
ზრუნვამ და მოფერებამ კი ასეთ ბედნიერ ცუგად აქცია.
ჰოდა თქვენმა ადმინმა რკინის ქალამნები ჩაიცვა , რკინის ჯოხი დაიჭირა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა , რომ კიდევ ერთი ზღაპრის ამბავი კეთილ დასასრულამდე მიეყვანა.
სამფეხა დორა ესტონეთში გაჩუქდა, ბილეთიც უკვე ნაყიდია, მაგრამ..
გვჭირდება სერთიფიკატის 300 ლარი..
დიდი ზომის სამგზავრო ბოქსი.
გრუმინგი
და ცხოველების ტაქსი.
მომავალ კვირას უკვე ელოდებიან თავის სახლში..
მე კი ვერ გავუშვებ თუ დორას კეთილი ანგელოზების მობილიზება ვერ შევძელი.
ალბათ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში სამფეხა კი არა ჯანმრთელი ოთხფეხების აყვანა არავის აღარ უნდა..
ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ერთიანობით ზღაპრის კეთილ ბოლომდე მივიდეთ.
გახდებოდი დორას გმირი?
დაპლიუსდი

Address

Rustaveli 20
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი:

Share