ვეტერინარული კლინიკა აიბო • Veterinary Clinic Aibo

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვეტერინარული კლინიკა აიბო • Veterinary Clinic Aibo

ვეტერინარული კლინიკა აიბო • Veterinary Clinic Aibo წამყვანი ვეტერინარული კლინიკა რეგიონში 2002 წლიდან
Leading Veterinary Clinic In The Region Since 2002

ჩვენი კლინიკის ისტორია პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს 2002 წლიდან ითვლის, როდესაც თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ერთ პატარა ფლიგელში ფუნქციონირებდა ალექსანდრე ქანაშვილის ვეტერინარული კლინიკა. იმ წლებიდანვე ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, სადაც ყველაფერი იქნებოდა გათვალისწინებული ცხოველების და მათი მფლობელების კომფორტისთვის.შემდეგ იყო 2015 წლის ივნისი

ს საბედისწერო სტიქია, რის შედეგადაც ჩვენი კლინიკა სრულიად განადგურდა. დღესდღეობით მიზანი მიღწეულია: ახალი ვეტერინარული კლინიკა წარმოდგენილია სრულიად განახლებული სახით.

აქ დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, თანამედროვე, მუდმივად განახლებადი ლიცენზირებული ვეტერინარული აპარატურული ბაზა, ხარისხიანი სერვისი და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უზომო სიყვარული. ამასთან ერთად, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენს გეგმებში მუდამ შედის კლინიკის გაფართოება, ტექნიკური ბაზის რეგულარული განახლება, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი მეთოდების შესწავლა და დანერგვა, ცოდნის სრულყოფა.

🇬🇪 აიბო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!ჩვენ 💙 ჩვენი პაციენტები!
26/05/2026

🇬🇪 აიბო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენ 💙 ჩვენი პაციენტები!

15/05/2026

⚠️ ბაბეზიოზი - რა უნდა იცოდეს ყველა შინაური ცხოველის პატრონმა ამ სეზონური დაავადების შესახებ?

⏰ 10:00-18:00 სთ
📍 სულხან ცინცაძის N45
📞 0322 911 253

ჩვენ 💙 ჩვენი პაციენტები!
24/04/2026

ჩვენ 💙 ჩვენი პაციენტები!

🪡 ამ 6 თვის სპარსულმა კნუტმა ნემსი გადაყლაპა, პატრონმა კი სულ შემთხვევით შეამჩნია.რენტგენზე კუჭში 5 სმ-მდე ნემსი გამოჩნდ...
27/03/2026

🪡 ამ 6 თვის სპარსულმა კნუტმა ნემსი გადაყლაპა, პატრონმა კი სულ შემთხვევით შეამჩნია.

რენტგენზე კუჭში 5 სმ-მდე ნემსი გამოჩნდა.

გასტროსკოპიის საშუალებით ნემსი სწრაფად და ქირურგიული ჩარევის გარეშე ამოვიღეთ.

💙 ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პატრონის ყურადღება ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი "დიაგნოზია".

#გადარჩენილისიცოცხლე

💙 გვსურს გაგაცნოთ მნიშვნელოვანი სიახლე:სულ მალე “ცუგრუმელასთან” ერთად ვიზრუნებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრების სილამაზეზე 🐾• ...
23/03/2026

💙 გვსურს გაგაცნოთ მნიშვნელოვანი სიახლე:

სულ მალე “ცუგრუმელასთან” ერთად ვიზრუნებთ თქვენი ოთხფეხა მეგობრების სილამაზეზე 🐾

• პროფესიონალური გრუმინგი და
• ზოომაღაზია თქვენი შინაური ცხოველისთვის ყველა საჭირო პროდუქტით

ეს ყველაფერი ერთ ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი!

✂️ გრუმინგის მიმართულებას უხელმძღვანელებს ცუგრუმელას მთავარი გრუმერი თორნიკე. თქვენს ოთხფეხა მეგობრებზე ასევე იზრუნებს მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გრუმერი ანუკი.

📍 სულხან ცინცაძის N41

🦴 გინახავთ ძაღლი, რომელსაც ძვალი საყლაპავში გაეჭედა?უხასიათობა, უმადობა, გართულებული ყლაპვა და ჰიპერსალივაცია იყო ის ჩივ...
16/03/2026

🦴 გინახავთ ძაღლი, რომელსაც ძვალი საყლაპავში გაეჭედა?

უხასიათობა, უმადობა, გართულებული ყლაპვა და ჰიპერსალივაცია იყო ის ჩივილები, რომლითაც ეს უსაყვარლესი ვეიმარანერი აიბოში გვეწვია - აშკარა იყო, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

რენტგენოლოგიურმა კვლევამ მალევე გვაჩვენა მიზეზი: საყლაპავში გაჭედილი ძვალი.

✅ გასტროსკოპიით უცხო სხეული სწრაფად და ქირურგიული ჩარევის გარეშე ამოვიღეთ და ჩვენი პაციენტი მალევე საკუთარი ფეხით დაუბრუნდა სახლს.

#გადარჩენილისიცოცხლე

💙 ჩვენ მიერ გასტროსკოპიით ამოღებულ უცხო სხეულებს ბიუსტჰალტერიც შეემატა.👉 პროცედურა სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ძაღლი...
13/02/2026

💙 ჩვენ მიერ გასტროსკოპიით ამოღებულ უცხო სხეულებს ბიუსტჰალტერიც შეემატა.

👉 პროცედურა სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა და ძაღლი, ქირურგიული ჩარევის გარეშე, თავისი ფეხით დაბრუნდა სახლში.

👨🏻‍⚕️ აიბოში ვიყენებთ Karl Storz-ის უახლეს ენდოსკოპიურ ტექნოლოგიებს, რომლითაც უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურებს ვატარებთ.

#გადარჩენილისიცოცხლე

👩🏻‍⚕️ ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები:🔵 ექოსკოპიური კვლევა - გამოიყენება შინაგანი ორგანოების სტრუქტურისა და ფუნქ...
06/02/2026

👩🏻‍⚕️ ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები:

🔵 ექოსკოპიური კვლევა - გამოიყენება შინაგანი ორგანოების სტრუქტურისა და ფუნქციის შესაფასებლად, ანთებითი და სიმსივნური პროცესების, კენჭებისა და სითხის დაგროვების დროული გამოვლენისთვის.

🔵 რენტგენოლოგიური კვლევა - ტარდება უახლესი თაობის რენტგენოლოგიური სისტემით Mindray Vetix S380, რაც გვაძლევს სწრაფ, მაღალდეტალიზებულ გამოსახულებას მინიმალური დასხივებით. კვლევა მნიშვნელოვანია ძვლების, სახსრების, ხერხემლის, ფილტვებისა და გულმკერდის ღრუს პათოლოგიების დიაგნოსტიკისას.

👉 ექოსკოპიური კვლევები - ტარდება ყოველ დღეს (კვირა დღის გარდა), 10:30სთ-18:00სთ, წინასწარი ჩაწერის გარეშე.

👉 რენტგენოლოგიური კვლევები - ტარდება ყოველ დღეს, 10:00სთ-18:00სთ, წინასწარი ჩაწერის გარეშე.

📍 სულხან ცინცაძის N45
📞 0322 911 253

02/02/2026

მეგობრებო, გვსურს განვმარტოთ გავრცელებული ინფორმაცია და თავიდან ავიცილოთ არასწორი ინტერპრეტაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში მოხსენიებულია ჩვენი კლინიკა - შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“.

ჩვენთან გამოვლინდა მხოლოდ 1 ადმინისტრაციული ხასიათის შენიშვნა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის განახლება დაგვიანდა რამდენიმე თვით.

✅ ვეტერინარულ კლინიკა აიბოში არ დაფიქსირებულა სხვა სავეტერინარო სტანდარტების კუთხით არანაირი დარღვევა.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფში გავრცელდა არასწორი ბრალდებები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია უშუალოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

31/12/2025

გილოცავთ ახალ წელს! 🎄

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და სიყვარულს თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად 💙

Address

ცინცაძის N45 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995322911253

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვეტერინარული კლინიკა აიბო • Veterinary Clinic Aibo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ვეტერინარული კლინიკა აიბო • Veterinary Clinic Aibo:

Share

Category