Nutrimax • ნუტრიმაქსი

Nutrimax • ნუტრიმაქსი "ნუტრიმაქსი" - გავხადოთ ხარისხიანი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ნუტრიმაქსი - თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ცხოველთა კვების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

2016 წელს კომპანია ახალ საფეხურზე გადავიდა და გახსნა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების საწარმო, რომლის წლიური წარმადობა დაახლოებით 85,000 ტონას შეადგენს. ქარხანა შექმნილია ჰოლანდიელი პარტნიორების ჩართულობითა და კონსულტაციებით, რაც სრუ

ლ შესაბამისობას უზრუნველყოფს საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან.

დღეს ნუტრიმაქსი ფერმერებს სთავაზობს: მზა საკვებსა და საკვებ დანამატებს -
მეფრინველეობის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით - ეფექტიანი ზრდისა და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ჩვენი მომხმარებლები ასევე სარგებლობენ უფასო პროფესიული კონსულტაციებით, რაც მათ ეხმარება ფერმის ოპტიმიზაციასა და განვითარებაში.

2023 წელს ნუტრიმაქსის პორტფელი კიდევ უფრო გაფართოვდა - გაიხსნა ექსტრუდირებული საკვების წარმოების ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო კომპანიონი ცხოველებისა და თევზებისთვის. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის საკვებს ყველა ჯიშის ძაღლისა და კატისთვის, რომლებიც შემუშავებულია პროფესიონალი ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების მიერ.

დღეს ნუტრიმაქსში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, ხოლო ჩვენი პროდუქცია ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიისა და შუა აზიის არაერთ ქვეყანას.

ნუტრიმაქსი - გავხადოთ ხარისხიანი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი.

🟢მიმდინარე წლის 12-15 მაისს კომპანია „ნუტრიმაქსი“ წარმოდგენილი იყო შინაური ცხოველების ინდუსტრიის მსოფლიო წამყვან საერთაშ...
21/05/2026

🟢მიმდინარე წლის 12-15 მაისს კომპანია „ნუტრიმაქსი“ წარმოდგენილი იყო შინაური ცხოველების ინდუსტრიის მსოფლიო წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - Interzoo 2026-ზე, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები შედგა სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ პარტნიორებთან. აღნიშნული დისკუსიების მიზანს მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენდა, კომპანიის საექსპორტო ბაზრების გაფართოების პერსპექტივით.

კომპანია აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კომუნიკაციას თითოეულ მხარესთან, რათა აღნიშნული პირველადი მოლაპარაკებები მყარ და გრძელვადიან პარტნიორობად გარდაიქმნას.

📌სწორად შერჩეული საკვები - უკეთესი შედეგისთვისნუტრიმაქსის მწყრის საკვების ასორტიმენტი მოიცავს:🔸 სტარტს🔸 გროუერ-ფინიშს🔸 მ...
19/05/2026

📌სწორად შერჩეული საკვები - უკეთესი შედეგისთვის

ნუტრიმაქსის მწყრის საკვების ასორტიმენტი მოიცავს:

🔸 სტარტს
🔸 გროუერ-ფინიშს
🔸 მეკვერცხული მიმართულების საკვებს

დაბალანსებული ფორმულა მწყრის ზრდის, განვითარებისა და პროდუქტიულობის მხარდასაჭერად.

ნუტრიმაქსი — ხარისხიანი საკვები ფერმერული მეურნეობებისთვის.

🌍 ნუტრიმაქსი 2009 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის საკვებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოვე...
14/05/2026

🌍 ნუტრიმაქსი 2009 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის საკვებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

დღეს ნუტრიმაქსი საქართველოში ოპერირებს ორი მაღალტექნოლოგიური საწარმოთი და აქტიურად ავითარებს საექსპორტო მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენი მიზანია, ხარისხიანი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და ვიყოთ სანდო პარტნიორი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ნუტრიმაქსი გილოცავთ ევროპის დღეს! 💙ეს დღე თანამშრომლობის, განვითარების და საერთო ღირებულებების სიმბოლოა.
09/05/2026

ნუტრიმაქსი გილოცავთ ევროპის დღეს! 💙

ეს დღე თანამშრომლობის, განვითარების და საერთო ღირებულებების სიმბოლოა.

🐔სოფლის ჭრელი ქათმის კვების რეკომენდაციები✔ სრულფასოვანი კვება – დაბალანსებული რაციონი ამცირებს კანიბალიზმის რისკს და უზ...
05/05/2026

🐔სოფლის ჭრელი ქათმის კვების რეკომენდაციები

✔ სრულფასოვანი კვება – დაბალანსებული რაციონი ამცირებს კანიბალიზმის რისკს და უზრუნველყოფს ჯანსაღ ზრდას
✔ სტრესის პრევენცია – დაიცავით ჩასმის სიმჭიდროვე, აკონტროლეთ კვების და ტემპერატურის რეჟიმი
✔ დაავადებებისგან დაცვა – დროული პროფილაქტიკა, ვაქცინაცია და ვეტერინართან კონსულტაცია

📌 სწორი მიდგომა = ჯანმრთელი ფრინველი და სტაბილური შედეგი

02/05/2026

🤝🌎 21–22 აპრილს, ნუტრიმაქსმა და მისმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Trouw Nutrition-მა ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო სემინარს - “Feeding the Future”, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თანამედროვე კვებისა და გამოზრდის ინოვაციურ მიდგომებს მიეძღვნა.

სემინარმა გააერთიანა 7 ქვეყნის დაახლოებით 130 წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება - თანამედროვე გადაწყვეტილებების რეალურ გარემოში გაცნობით.

ნუტრიმაქსისთვის ცოდნის გაზიარება და ინოვაციების მხარდაჭერა მხოლოდ მიმართულება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც აგროსექტორის განვითარებას ემსახურება.

25/04/2026

ნუტრიმაქსის თევზის საკვები იწარმოება მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ხარისხის მკაცრი კონტროლის პირობებში და მორგებულია თანამედროვე აკვაკულტურის მოთხოვნებს.

22/04/2026

ნუტრიმაქსი სტრატეგიულ პარტნიორთან - Trouw Nutrition-თან ერთად მასპინძლობს საერთაშორისო სემინარს „Feeding the Future“, რომელიც ეთმობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოზრდის თანამედროვე მეთოდებსა და ინოვაციებს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც თეორიული პრეზენტაციები, ისე პრაქტიკული დემონსტრაციები. სემინარს ესწრება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან 7 ქვეყნის 130-მდე წარმომადგენელი.

🇰🇿 🇬🇪 8-10 აპრილს, ყაზახეთში, კომპანია „ნუტრიმაქსი“ წარმოდგენილი იყო ცენტრალური აზიის მასშტაბურ შინაური ცხოველების ინდუს...
15/04/2026

🇰🇿 🇬🇪 8-10 აპრილს, ყაზახეთში, კომპანია „ნუტრიმაქსი“ წარმოდგენილი იყო ცენტრალური აზიის მასშტაბურ შინაური ცხოველების ინდუსტრიის გამოფენაზე - ZooExpo 2026-ზე. აღნიშნულმა ღონისძიებამ 12 ქვეყნის დარგობრივი ექსპერტი და ბაზრის ლიდერი გააერთიანა.

🔵 ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე მოქმედ და პოტენციურ პარტნიორებთან. პროცესის მიზანს არსებული კავშირების გაღრმავება და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოების მიზნით ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება წარმოადგენდა.

ნუტრიმაქსი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

ნუტრიმაქსი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ამიაკის მძაფრი სუნი ფერმაში ამცირებს შედეგს ❗🐂 Nutrimax Beef Max 43%ამცირებს ამიაკის სუნს ფერმაში, აუმჯობესებს მონელებას...
07/04/2026

ამიაკის მძაფრი სუნი ფერმაში ამცირებს შედეგს ❗

🐂 Nutrimax Beef Max 43%
ამცირებს ამიაკის სუნს ფერმაში, აუმჯობესებს მონელებას და ზრდის წონამატს.

👉 ნაკლები სუნი
👉 ჯანმრთელი პირუტყვი
👉 მეტი მოგება 📈

იხილეთ კვების ინსტრუქცია ლინკზე: https://youtu.be/S6xKPUQE9zo?si=wHOlHzvmYleXclH7

Address

თბილისი, ლ. ღოღობერიძის 67ბ
Tbilisi
0165

Opening Hours

Monday 09:30 - 17:30
Tuesday 09:30 - 17:30
Wednesday 09:30 - 17:30
Thursday 09:30 - 17:30
Friday 09:30 - 17:30

Telephone

+995 32 230 53 35

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nutrimax • ნუტრიმაქსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Nutrimax • ნუტრიმაქსი:

Share