თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo ˙·٠•● WWW. ZOO. GE ●•٠·˙
(11146)

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ამაყი მტაცებლები, სხვად

ასხვა სახეობის ხოხბები და ჭრელა-ჭრულა თუთიყუშები, თავმომწონე ფარშავანგები.

ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.

სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 1500-მდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, ბუნებაში მცირე რაოდენობით შემორჩენილი სახეობები.

ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმეების ჩათვლით.

სამუშაო საათები:

• 1 მარტიდან 1 ივნისამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე;
• 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე;
• 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე;
• 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე.


ბილეთების გაყიდვა წყდება ზოოპარკის დაკეტვამდე 1 საათით ადრე.

შემოსვლის საფასური:

3 წლამდე – უფასო.
3-დან 12 წლამდე – 2 ლარი.
12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.

ეგზოტარიუმში შესვლის საფასური:

3 წლამდე – უფასო.
3-დან 12 წლამდე – 1 ლარი.
12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად.

ბილეთების ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს:

https://www.tkt.ge/event/267704/tbilisis-zooparki

ზოოპარკში ქცევის წესები:

ჩვენი მარტივი წესები დაგეხმარებათ საინტერესოდ, სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ გაატაროთ დრო ზოოპარკში!

ზოოპარკში აკრძალულია:

• ვოლიერების დამცავ ბარიერებზე გადასვლა;
• ვოლიერებთან მიახლოება;
• ვოლიერებში საგნების სროლა, შუშებზე კაკუნი;
• ცხოველების შეწუხება და გაღიზიანება;
• ცხოველების გამოკვება;
• თანამშრომელთა სამუშაო სივრცეში შესვლა;
• ტერიტორიის დანაგვიანება;
• მოწევა;
• ველოსიპედით, გორგოლაჭებით, სკეიტბორდით, სკუტერითა და ჰოვერბორდით გადაადგილება;
• შინაური ცხოველების შემოყვანა;
• ალკოჰოლური სასმელების მიღება და არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
• ნებისმიერი სახის იარაღით შემოსვლა;
• პიროტექნიკისა და აალებადი ნივთიერებების შემოტანა;
• სარეკლამო მასალების უნებართვოდ გავრცელება;
• უნებართვო კომერციული ფოტო და ვიდეოგადაღება.

ზოოპარკი უფლებამოსილია, წესების დამრღვევს დაატოვებინოს ტერიტორია, ან გამოიძახოს პოლიცია.

ზოოპარკი არ არის პასუხისმგებელი დამთვალიერებლის მხრიდან წესების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.

ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეოკონტროლი.

05/11/2025

🦏 სანამ ვრცელ პოსტს მოგიხარშავთ იმაზე, თუ როგორ ჩავუტარეთ მარტორქა მანუელას, იგივე მაროს, რქის მოჭრის ურთულესი ოპერაცია და წავიტრაბახებთ, თუ როგორ ყოჩაღად გავართვით მოულოდნელად წარმოქმნილ სიძნელეებს თავი, ეს სიუჟეტი ნახეთ.

💙 პ.ს. თანაც, თუ პოსტამდე ამ ცხოველის მონახულება მოგიწევთ ზოოპარკში, არც ის კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ აქვს ჩვენს მარტორქას წაკვეთილი, ლურჯი რქა 😉

📢 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე თბილისის ზოოპარკი უჩვეულო ფოტოგამოფენაზე გეპატიჟებათ!🦇 ღამურების სამყარო: ბუნების უხილავი გ...
20/10/2025

📢 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე თბილისის ზოოპარკი უჩვეულო ფოტოგამოფენაზე გეპატიჟებათ!

🦇 ღამურების სამყარო: ბუნების უხილავი გმირები 🦇

📸 გამოფენაზე National Geographic-ის მკვლევრისა და ავტორის, ბოჰდანა ვაშჩენკოსა და National Geographic-ის ფოტოგრაფ ვიქტორ ლიაგუშკინის შთამბეჭდავი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ბოჰდანა და ვიქტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტის ღამურების შემსწავლელ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად. ისინი აკვირდებოდნენ და იღებდნენ ამ საოცარ და ხშირად – დაუმსახურებლად საშიშად აღქმულ არსებებს.

საქართველოში 30-მდე სახეობის ღამურაა გავრცელებული. გასაოცარია, რომ, ფაქტობრივად, ქვეყნის ყოველი მეოთხე ძუძუმწოვარი ღამურაა! ეს დაუჯერებელი მრავალფეროვნება კარგად აჩვენებს მათ მნიშვნელობას კავკასიის ეკოსისტემისთვის.

💬 „ღამურებს ადრე მხოლოდ იმ გამოქვაბულებში ვხვდებოდით, რომლებსაც ვიკვლევდით, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენად გონიერი და სასარგებლო ცხოველები ყოფილან. ბევრი რამ, რაც მათ შესახებ მსმენოდა, მითი აღმოჩნდა“, – ამბობს ბოჰდანა.

მიუხედავად იმისა, რომ ღამურები ადამიანისთვის სრულიად უვნებლები არიან, ბევრს მაინც აქვს მათი შიში. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა – ისინი უტყვად გვეხმარებიან ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში.

სწორედ ამან უბიძგა ავტორებს ფართო საზოგადოებისთვის ღამურების რეალური ისტორიის გაზიარებისკენ. ეს გამოფენა მითების, სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების გაბათილებისა და ამ განსაკუთრებული ცხოველებისადმი ადამიანების უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლის მცდელობაა.

💚 მობრძანდით, დაათვალიერეთ ეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და შეხედეთ ბუნების უხილავ გმირებს სხვა თვალით.

🟡 გამოფენა განხორციელდა National Geographic Society-ის, EUROBATS Project Initiative-ისა და თბილისის ზოოპარკის დახმარებით.

📍 ადგილმდებარეობა: თბილისის ზოოპარკი (მ. კოსტავას ქ. # 64), ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.

National Geographic Society National Geographic Magazine საქართველო

🐯 თბილისის ზოოპარკის საკვირაო ზოოსკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო კურსზე!🟢 მეცადინეობებზე მოსწავლეები:✔️ მი...
25/09/2025

🐯 თბილისის ზოოპარკის საკვირაო ზოოსკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო კურსზე!

🟢 მეცადინეობებზე მოსწავლეები:

✔️ მიიღებენ ინფორმაციას ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროზე, მათ ქცევასა და როლზე ეკოსისტემაში, საბინადრო არეალებზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე სხვა ცოცხალ არსებებთან და სხვა;
✔️ თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან ზოოპარკის ბინადარი ცხოველების ყოველდღიურ ცხოვრებაში: კვება, დასუფთავება, გარემოს გამდიდრება;
✔️ მოისმენენ ცხოველების პირად ისტორიებს;
✔️ გაეცნობიან ბუნებაში ქცევისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს;
✔️ გაითავისებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას ადამიანების კეთილდღეობისთვის.

გაკვეთილები ინტერაქციული ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

🟡 დასაწყისი: 11 ოქტომბერი;
🟡 გაკვეთილების რაოდენობა: 8;
🟡 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 60-90 წთ (ასაკის მიხედვით);
🟡 მოსწავლეთა ასაკი: 5-დან 16 წლამდე;
🟡 მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 15.

🟢 მეცადინეობების განრიგი:

🟡 5-6-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 15:00;
🟡 7-8-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 13:00;
🟡 9-11-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 13:00;
🟡 12-13-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 11:00;
🟡 14-16-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 11:00.

🟢 რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია:

✔️ ბავშვის სახელი და გვარი;
✔️ დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი);
✔️ მშობლის/მეურვის სახელი და გვარი;
✔️ საკონტაქტო ნომერი.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს როგორც ტელეფონით, ისე ელექტრონულად 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00-დან 15:00 საათამდე.

🟢 საკონტაქტო ინფორმაცია:

📲 577643177
📲 599470471
📲 599163315

📩 ელფოსტა: [email protected]

🟢 გადახდის პირობები:

წინასწარი გადახდა გადარიცხვით.

სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, ვემსახურებით უფასოდ.

🔴 კურსის ღირებულება:

✔️ 12 წლამდე: 80 ლარი;
✔️ 12 წლიდან ზემოთ: 100 ლარი.

💚 გელით მოუთმენლად!

🦌 თბილისის ზოოპარკში გამრავლებული ირმები რომ ბუნებას დაუბრუნდნენ, მაგ ამბავს უკვე შეიტყობდით. ვიდეოსაც ნახავდით. ამ რამდ...
01/08/2025

🦌 თბილისის ზოოპარკში გამრავლებული ირმები რომ ბუნებას დაუბრუნდნენ, მაგ ამბავს უკვე შეიტყობდით. ვიდეოსაც ნახავდით. ამ რამდენიმეწუთიან საოცარ სანახაობას მრავალწლიანი შრომა უძღოდა წინ და გვინდა, ამ პოსტით ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ კეთილშობილი ირმების რეინტროდუქციასთან (ბუნებაში დაბრუნებასთან) დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

✍️ ცოტა ვრცელი პოსტი გამოვა, მაგრამ სადაც ჩვენს საპირველაპრილო სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობთ საოცარი ინტერესით, ვიმედოვნებთ, ამ რეალურ და უდავოდ ისტორიულ მოვლენას გაცილებით დიდი ყურადღებით მოეკიდებით.

🙌 მაშ ასე, საქმეს შევუდგეთ.

❓ როდის დაიწყო პროექტზე მუშაობა?

სახეობის ბუნებაში დაბრუნება ისეთი რამაა, რაც არ იწყება და არ მთავრდება რამდენიმე კვირაში, თვეში, გნებავთ – წელიწადში. ამ პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.

კავკასიური კეთილშობილი ირმის კონსერვაციის იდეა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. მართალია, იმ პერიოდში ირმებისთვის არავის სცხელოდა, მაგრამ სწორედ მაშინ მომზადდა ამ სახეობის კონსერვაციის პირველი გეგმა. რატომ კეთილშობილი ირმის? რადგან საქართველოში მისი რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული და ამ მხრივ არც ახლა გვაქვს დალხენილი მდგომარეობა.

❓ როგორ შევარჩიეთ ირმებისთვის შესაფერისი ადგილი?

რამდენიმე წლის წინ იტალიიდან მთის ჩლიქოსნების სპეციალისტები, ლუკა როსი და სანდრო ლოვარი, ჩამოვიყვანეთ. ირმებისთვის შესაბამისი საბინადრო არეალის შერჩევაც მათთან ერთად დავიწყეთ. ადვილი საქმე არ იყო – ცხოველს ვერ დაავლებ ხელს და იქ ვერ გადასვამ, სადაც მოგიხერხდება ან გაგიხარდება. ტერიტორია სახეობის თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს: აუცილებელია სიმშვიდე, საკმარისი საკვები, სათანადო ლანდშაფტი და კლიმატური პირობები, სამალავები თავის შესაფარებლად; გათვალისწინებული უნდა იყოს მტაცებლების რაოდენობა და მტაცებლებზე უარესის – ბრაკონიერობის ალბათობა. მოკლედ, უამრავი საკითხია.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ცხრა მთის გადავლისა და არაერთი ვარიანტის განხილვის შემდეგ არჩევანი ალგეთის ეროვნულ პარკზე შევაჩერეთ. აღფრთოვანდნენ ჩვენი იტალიელები – Bravissimo! როგორც იქნა, ისეთი ადგილი ვიპოვეთ, სადაც ირმის რეინტროდუქციას შევძლებთო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ის უნდა მოგვეფიქრებინა, სად გვეშოვა ბუნებაში დასაბრუნებელი ირმები. შემდეგი კითხვაც ასე ჟღერს:

❓ სად უნდა გვეშოვა ბუნებაში დასაბრუნებელი ირმები?

საქართველოში ირემი რამდენიმე ადგილასაა გავრცელებული: ლაგოდეხი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, გარდაბანი და თუშეთი. გარდაბანში ისედაც კინკილა პოპულაციაა. არც ბორჯომი და ლაგოდეხია „მჭიდროდ დასახლებული“. ირმების იქ დაჭერასა და ახალ ადგილზე გასამრავლებლად გადაყვანას საუკუნე დასჭირდებოდა. ლაგოდეხში ხელის შემშლელი ის იყო, რომ მთასა მყვირალი ირმები მთიდან ბარში არ ჩამოდიოდნენ. თუ მაღლა ავასკდებოდით და როგორღაც მოვიხელთებდით, ვერტმფრენით უნდა გადმოგვეყვანა. ერთ გზაზე მხოლოდ ერთი ცხოველის ტრანსპორტირებას შევძლებდით (დაახლოებით მიმინოს ძროხასავით) და შემდეგი 20 წელი აღმა-დაღმა ფრენასა და ირმების ზიდვაში უნდა გაგვეტარებინა. სხვა გამოსავალი უნდა მოგვეძებნა.

❓ როგორ დავიწყეთ ირმების გამრავლება?

მაშინ გაჩნდა ირმების ზოოპარკში გამრავლების იდეა.

ზოოპარკში მობინადრე კეთილშობილი ირმების პირველ წყვილს პირველი ნაშიერი წყალდიდობის შემდეგ გაუჩნდა. მშობლები ნამეტნავად ინტენსიურად ჰყვარობდნენ ერთმანეთს და ერთ შვილზე არ გაჩერებულან – სულ მალე ლამაზ-ლამაზი და-ძმებიც ჩამოუმწკრივეს. ამასობაში თბილისის ზღვის ახალ ზოოპარკში გერმანიის მთავრობის დაფინანსებით ირმებისა და ნიამორების დიდი ვოლიერი აშენდა, რომელსაც ამ სახეობების საკონსერვაციო სივრცის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ავუკრიფეთ გუდა-ნაბადი და ირმების ოჯახი ახალ ტერიტორიაზე გადავაბრძანეთ. იქ საკმარისი ადგილი იყო იმისთვის, რომ მრავალშვილიანი ოჯახი კიდევ უფრო გაზრდილიყო.

ინბრიდინგის (ახლონათესაურ კავშირში მყოფი ინდივიდების შეჯვარება) თავიდან ასაცილებლად ბაქოს ზოოპარკიდან 2 პატარძალი და ერთი სიძე ჩამოვიყვანეთ. ქორწილიც კარგი გადავუხადეთ. მოეწონათ აქაურობა. იმდენად, რომ წელს ახალ ზოოპარკში უკვე 33 ირემი დანავარდობდა. მხოლოდ ამ გაზაფხულზე, მაგალითად, 8 ნუკრი დაიბადა.

სანამ ესენი მრავლდებოდნენ არც ჩვენ ვისხედით უქმად.

❓ როგორ აშენდა სარეინტროდუქციო ვოლიერი ალგეთის ეროვნულ პარკში?

2 წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გადაშენების პირას მყოფი სახეობების აღდგენის ეროვნული გეგმა გაკეთდა, რომელიც ილიას უნივერსიტეტში ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. გაიწერა კრიტერიუმები, აღიწერა მეთოდები, დაისახა გეგმა.

ფინალური აკორდი სარეინტროდუქციო ვოლიერი იყო, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში, ჩვენ მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, ველური ბუნების დაცვის სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიომრავალფეროვნების სამსახურის თაოსნობით აშენდა.

ჩვენი ახალი საირმე 60 ჰექტარი შემოღობილი ტყეა. ულამაზესი ადგილი, სადაც ხეცაა, ბუჩქიც, საკმარისი საკვებიც, წყალიცა და ირმებისთვის საჭირო ყველა სიკეთეც.

❓ სარეინტროდუქციო ვოლიერი რას ნიშნავს?

როდესაც სახეობას ბუნებაში ვაბრუნებთ, ცხოველებს პირდაპირ ტყეში არ ვტოვებთ ბედის ანაბარად. თავდაპირველად, გარემოსთან შესაგუებლად, სპეციალურად შემოსაზღვრულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვუშვებთ, რათა შემდეგ, თანდათანობით, ხატოვნად რომ ვთქვათ, შეერწყან ველურ ბუნებას.

როგორც კი ჯგუფი საკმარის რაოდენობას მიაღწევს (ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს), ვოლიერის კარი გაიხსნება და ირმებს გარე ტერიტორიის ათვისების საშუალებაც მიეცემათ.

❓ როგორ შეძლებენ ბუნებაში დამოუკიდებლად არსებობას?

ბუნებაში დამოუკიდებლად გადარჩენისთვის ცხოველებს გარკვეული ადაპტაცია სჭირდებათ, რისი მიღწევაც ჩაკეტილ სივრცეში შეუძლებელია. მაგალითად, მტაცებლის წინააღმდეგ ტაქტიკის გამომუშავება გენეტიკურადაა განპირობებული, მაგრამ ეს მექანიზმი ტყვეობაში არ ირთვება, რადგან იქ მტაცებელი არ არის. შეგუება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ცხოველების გარეთ გასვლის შემდეგ სარეინტროდუქციო სივრცის შესასვლელი ღია რჩება. ამგვარად ცხოველებს ხიფათის ან საკვების ნაკლებობის შემთხვევაში უკან შემოსვლის შესაძლებლობა ეძლევათ.

ვინაიდან ზოოპარკის ირმები მზამზარეულ საკვებს არიან მიჩვეული, ალგეთის „სახლი“ საკვებურებითაა აღჭურვილი. გარემოსთან სრულფასოვან შეგუებამდე მათ შეიძლება დახმარება დასჭირდეთ, განსაკუთრებით – ზამთარში. ვამარაგებთ მარილითაც, რადგან რქების, ჩლიქებისა და ძვლების სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის ყველა ჩლიქოსანს სჭირდება მინერალური საკვები. ფაქტობრივად, პურ-მარილს ვახვედრებთ, მაგრამ მოგვიანებით სუფრის გაშლა თავად მოუწევთ.

❓ რამდენი ირემი გადავიყვანეთ და კიდევ რამდენს დავამატებთ?

ამ ეტაპზე ალგეთში 7 მდედრი გადავიყვანეთ. ირმები წინა საღამოს დავაძინეთ, სპეციალურ სატრანსპორტო კონტეინერებში მოვათავსეთ და გამთენიისას უკვე გამოღვიძებულები გავამგზავრეთ (ტრანსპორტირებისას აუცილებელია, რომ ცხოველი ფხიზელი იყოს). მგზავრობისას ირმებს მუდმივ ზედამხედველობას უწევდნენ ზოოპარკის ვეტექიმები და, საბედნიეროდ, ტრანსპორტირება ყველამ კარგად გადაიტანა.

გოგოებს მალე ბიჭებსაც მივადევნებთ. წელიწადის ამ დროს მამრების რქების სტრუქტურა ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული და დიდია რქების დაზიანების ალბათობა. ცოტას დაველოდებით და მერე მათაც გავუშვებთ.

„ახალმოსახლეები“ 2 წლისანი არიან. ამ ასაკის ახალგაზრდები შემთხვევით არ შეგვირჩევია. წელს შეიძლება ნაშიერები არ ეყოლოთ, მაგრამ მომავალ წელს, უკვე კარგად რომ გაშინაურდებიან, წესით, მონდომებით შეუდგებიან საქმეს. მათი მყვირალობის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის გაზაფხულზე მორიგ ნაკადს მივაწევთ – წლევანდელ ნუკრებს, რომლებიც იმ დროისთვის თავისუფლად შეძლებენ დედის გარეშე ცხოვრებას.

სახეობის მენეჯმენტის გეგმის მომზადებისას წინასწარ კეთდება როგორც ბუნებაში მობინადრე, ისე გადასაყვანი ინდივიდების პოპულაციის მოდელირება. ამის მიხედვით განისაზღვრება სარეინტროდუქციო ცხოველების მინიმალური რაოდენობა. გასაგებად რომ ვთქვათ, ამგვარად ვიგებთ, რამდენი ირემია საჭირო, რომ სტაბილური მატება შენარჩუნდეს, რამდენ წელიწადში რა რაოდენობას მიაღწევს ჯგუფი და ა.შ.

მოდელირების მიხედვით, გადასაყვანი ირმების მინიმალური რაოდენობა 15-ია.

არსებობს მოდელირების შემდეგი ეტაპებიც, მაგრამ ახლა ამ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით. ისედაც კარგა ღრმად ჩაგძირეთ საკითხში (შეიძლება ამასობაში მავანი ამოტივტივდა კიდეც და გაეშვა კითხვას).

ვინც გვიერთგულეთ და კითხვას აგრძელებთ, აგიხსნით, თუ:

❓ როგორ ვაკონტროლებთ გადაყვანილი ირმების მდგომარეობას?

ამჟამად ირმები სპეციალურ ყურის ნიშნებს ატარებენ, რომელთა საშუალებითაც ცხოველების გადაადგილებას ვაკონტროლებთ. ამას გარდა, ეს „საყურეები“ პულსსა და სხეულის ტემპერატურასაც ზომავს, რაც ცხოველის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისთვისაა აუცილებელი. ტერიტორია კამერებითა და ფოტოხაფანგებითაა აღჭურვილი და 24/7 რეინჯერების ზედამხედველობის ქვეშაა. დღევანდელი მდგომარეობით, გადაყვანილი ირმები ჯანმრთელად გრძნობენ თავს და აქტიურად ითვისებენ ახალ საბინადრო არეალს.

❓ რატომაა ეს პროექტი ესოდენ მნიშვნელოვანი?

ეს პროექტი კეთილშობილი ირმის რეინტროდუქციის პირველი მცდელობაა საქართველოში. როდესაც სახეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადაშენების საფრთხე ემუქრება, გადამეტებული არ იქნება, თუ ამგვარ საქმეს საშვილიშვილოს ვუწოდებთ. კი ვერიდებით ხოლმე ასეთ პათეტიკურ შეფასებებს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება, ჩვენს თავს ხმამაღალი სადღეგრძელოს უფლება მივცეთ.

❓ მადლობა ვის?

დიდი მადლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

დიდი მადლობა Carl von Amirgulashvili-სა და Revaz Bejashvili-ს. მათი დამსახურებაა სარეინტროდუქციო ვოლიერის მშენებლობის წამოწყებაცა და დასრულებაც.

💚 და, განსაკუთრებული მადლობა:

თბილისის ზოოპარკის თანამშრომლებს: მომვლელებს, რომლებმაც საკუთარი ხელით გამოზარდეს ეს ირმები და თავიანთი ოჯახის წევრებივით იცნობენ თითოეული მათგანის ხასიათსა და თავისებურებებს; მადლობა ვეტექიმებს, რომლებმაც არც დილა იციან, არც საღამო, არც ღამე და არც უქმეები; მადლობა დირექციას, სხვადასხვა განყოფილებისა და ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს.

10-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო.

ჩვენ ეს შევძელით!

😉 და, ესეც პატარა პოსტსკრიპტუმი:

რადგან ამ თემაზე ბევრი ამჩატებული კომენტარი შეგხვდა, დავაკონკრეტებთ: ამ სახეობას კეთილშობილ ირემს იმიტომ კი არ ვუწოდებთ, რომ განსაკუთრებით დიდსულოვან, ღირსეულ და მაღალზნეობრივ ცხოველად მიგვაჩნია, ყველა სხვა ირემი კი მამაძაღლი, ნაძირალა და უგვანია. სახეობას ჰქვია ოფიციალურად ასე: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus).

🐾 და, ზოგადად, არ არსებობს ცუდი და კარგი ცხოველი. ყველა ცოცხალი არსება ძვირფასია და ყოველი მათგანი მოფრთხილებასა და ზრუნვას საჭიროებს.

📢 დიდი ამბისთვის ვემზადებით!🦌 ხვალ, 25 ივლისს თბილისის ზოოპარკში გამრავლებული კეთილშობილი ირმები ბუნებას დაუბრუნდებიან!ც...
24/07/2025

📢 დიდი ამბისთვის ვემზადებით!

🦌 ხვალ, 25 ივლისს თბილისის ზოოპარკში გამრავლებული კეთილშობილი ირმები ბუნებას დაუბრუნდებიან!

ცოტა გრძელი ისტორიაა და მთლიანი ამბის მოსათხრობად კარგა მოზრდილი ტრაქტატი იქნება საჭირო. მაგსიოდენა მოხსენებას ცოტა თუ ვინმე წაიკითხავს, ამიტომ ნაწილებად დავყოფთ და ლუკმა-ლუკმად გაგიზიარებთ.

👇 დღეს ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს გეტყვით:

💚 ხვალ თბილისის ზოოპარკში დაბადებული 7 კეთილშობილი ირემი ალგეთის ეროვნულ პარკში გადაგვყავს, რაც ამ სახეობის რეინტროდუქციის (ბუნებაში დაბრუნების) პირველი მცდელობა იქნება საქართველოში.

როდესაც სახეობის რეინტროდუქციაზე, ანუ ტყვეობაში გამრავლებასა და შემდეგ – ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ბევრს წარმოუდგენია, რომ – რა უნდა, ავიღებთ ცხოველს, შევაჯვარებთ, შემდეგ მათ შვილებს გავუშვებთ ტყეში და იცხოვრებენ ბედნიერად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.

რეალობა განსხვავებულია.

🙏 და სანამ ამ რეალობაზე გიამბობდეთ, წარმატება გვისურვეთ, რადგან წინ მძიმე ღამე, რთული დილა და დაძაბული დღე გველოდება.

26/06/2025

🦁 შანი 💛

11/06/2025

💚 ძვირფასო მეგობრებო, 13 ივნისის საინფორმაციო ტურებზე ყველა ჯგუფი შეივსო.

სამწუხაროდ არ გვაქვს ერთ დღეში უფრო მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ გპირდებით, რომ პერიოდულად მოვაწყობთ ხოლმე მსგავს გასვლებს და ყველა დაინტერესებულს გიმასპინძლებთ ❤️

📢 საინფორმაციო ტური თბილისის ახალ ზოოპარკშიამასობაში 13 ივნისიდან 10 წელი გადის.ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გა...
11/06/2025

📢 საინფორმაციო ტური თბილისის ახალ ზოოპარკში

ამასობაში 13 ივნისიდან 10 წელი გადის.

ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, ბევრიც – ვერა. ახალ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი გადავიყვანეთ, მაგრამ დამთვალიერებლებს კარი ჯერ კიდევ ვერ გავუღეთ. არადა, ინტერესი მაღალია და ვიცით, რომ ყველა მოუთმენლად ელით იმ მშვენიერ დღეს, როცა ახალ ზოოპარკში თქვენ მოპატიჟებას შევძლებთ.

მანამდე კი, გადავწყვიტეთ, 80 ადამიანს ახალი ზოოპარკის მონახულების შესაძლებლობა მივცეთ. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გვინდა, დაინტერესებულ პირებს უკვე შესრულებული სამუშაოები დავათვალიერებინოთ და უახლოესი გეგმებიც გავაცნოთ. სრულყოფილად კეთილმოწყობილ ტერიტორიას ვერ დაგახვედრებთ, მაგრამ აგიხსნით ზოოპარკის ზონირების პრინციპებს, გიჩვენებთ უკვე გადაყვანილ ცხოველებს, იმ შენობებსა და ვოლიერებს, რომლებიც, ჩვენი შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მაინც შევძელით და ავაშენეთ.

⚠️ მაშ ასე:

🐾 13 ივნისს თბილისის ახალი ზოოპარკის საინფორმაციო ტურზე გეპატიჟებით.

👇 დღის განმავლობაში 4 ექსკურსია ჩატარდება:

✅ 11:00-დან 13:00 საათამდე (2 ჯგუფი);
✅ 12:00-დან 14:00 საათამდე (2 ჯგუფი).

საექსკურსიო ჯგუფებში წევრების რაოდენობა შეზღუდულია – თითოეულ ჯგუფში დარეგისტრირება არაუმეტეს 20 ადამიანს შეუძლია. მთლიანობაში მხოლოდ 80 ადამიანის მასპინძლობას შევძლებთ.

📍 შეკრების ადგილი:

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია:
https://maps.app.goo.gl/9J9PcLa9fFWJTYyw9?g_st=com.google.maps.preview.copy

კოორდინატები რუკაზე:
41.7373118, 44.8413034

⏰ შეკრების დრო:

დარეგისტრირებულ მონაწილეებს გთხოვთ, მითითებულ ადგილზე ტურის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეთ.

👇 საინფორმაციო ტურზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია, შეავსოთ მოცემული ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScVHX86_EPL4jx-gmONXT4-ValF1ByrtI6Hq7-2OJrOyJ-WrQ/viewform

🌾 საინფორმაციო ტურზე მობრძანდით ისე, თითქოს ველურ ბუნებაში გასეირნებას აპირებთ, კერძოდ, თან იქონიეთ:

• მზისგან დამცავი კრემი;
• მზისგან დამცავი ქუდი;
• წყალი.

👖👟 სასურველია, ჩაიცვათ:

• გრძელტოტიანი შარვალი;
• სპორტული, მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

🙏 თუ ტურზე დასწრებას ვერ ახერხებთ გთხოვთ, გვაცნობოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე, რათა დროულად შევძლოთ მონაწილის ჩანაცვლება.

✅ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 574896973

🥳 ხვალ, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული აქტივობების გარდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ:🐘 ჩ...
31/05/2025

🥳 ხვალ, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული აქტივობების გარდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ:

🐘 ჩვენი სპილო გრანდის დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთ. ხუმრობა საქმე კი არაა, 30 წლის ხდება!

🤩 დაბადების დღე 8 ივლისს აქვს, მაგრამ რადგან ხვალ ჟრიამულა დღეა და ბევრ სტუმარს ველოდებით, ცოოოტა გადმოვაჩოჩეთ.

🎂 იუბილარი მილოცვებს მეუღლესთან, ქალბატონ მალკასთან ერთად მიიღებს. რასაკვირველია, ტორტიც გვექნება და სპილოური სუფრაც.

😍 გელით გრანდის წვეულებაზე ზუსტად 12:00 საათზე, სპილოების ვოლიერთან!

29/05/2025

🐾 🦁 საპენსიო ასაკს მიტანებული კარაკულა ვერაფრით წარმოიდგენდა, სიბერეში ისევ ლომის აღზრდა თუ მოუწევდა 😃

Address

64 Kostava Street
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Telephone

+995322213050

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo:

Share

Category