15/06/2026
‼️‼️‼️‼️დიდი ინტერესიდან გამომდინარე შევეცადე ძალიან დეტალურად დამეწერა❤️
🐾 ტკიპა, რწყილი, კოღო, მოსკიტი — საფრთხე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია!
ბევრ მეპატრონეს ჰგონია, რომ თუ ძაღლს ტკიპა არ დასხმია თავს, რწყილი არ ჰყოლია ან არ დაავადებულა, ეს ნიშნავს, რომ დაცვა არ არის აუცილებელი. სინამდვილეში კი ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გაგიმართლათ…
❗ პარაზიტები მხოლოდ დისკომფორტი არ არის — ისინი სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს ავრცელებენ.
🕷️ ტკიპები შეიძლება იყვნენ ისეთი მძიმე დაავადებების გადამტანები, როგორიცაა:
▪️ ბაბეზიოზი (პიროპლაზმოზი)
▪️ ერლიხიოზი
▪️ ანაპლაზმოზი
▪️ ლაიმის დაავადება
ამ დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს:
🔺 მაღალი ტემპერატურა
🔺 ანემია
🔺 ღვიძლისა და თირკმლების დაზიანება
🔺 ნერვული სისტემის პრობლემები
🔺 და სამწუხაროდ, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში — სიკვდილიც კი.
🦟 კოღოები და მოსკიტები ასევე საშიშია!
ისინი ავრცელებენ:
▪️ დიროფილარიოზს (გულის ჭიას)
▪️ ლეიშმანიოზს (განსაკუთრებით მოსკიტები)
ეს დაავადებები ხშირად ნელა ვითარდება და მეპატრონე პრობლემას მაშინ ამჩნევს, როცა მდგომარეობა უკვე სერიოზულია.
🪳 რწყილებიც არანაკლებ პრობლემურია.
რწყილები იწვევენ:
▪️ ალერგიულ დერმატიტს
▪️ ძლიერ ქავილს
▪️ კანის ანთებას
▪️ ანემიას ლეკვებში
▪️ ზოგიერთი ნაწლავის პარაზიტის გავრცელებას
🐶 როგორ დავიცვათ ჩვენი მეგობრები?
✅ NexGard Spectra
იცავს:
✔️ ტკიპებისგან
✔️ რწყილებისგან
✔️ გულის ჭიის პროფილაქტიკისთვის
✔️ ნაწლავის მრგვალი ჭიებისგან
✔️ კაუჭა ჭიებისგან
✔️ მათრახა ჭიებისგან
ანუ ერთდროულად მოქმედებს როგორც გარე, ასევე შიდა პარაზიტების წინააღმდეგ.
✅ Simparica
იცავს:
✔️ ტკიპებისგან
✔️ რწყილებისგან
მაგრამ არ მოქმედებს ნაწლავის ჭიებზე და გულის ჭიის პროფილაქტიკაზე.
ამიტომ ბევრი მეპატრონე Simparica-ს აერთიანებს შესაბამის ანტიჰელმინთურ საშუალებებთან.
⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
ბევრ მეპატრონეს ჰგონია, რომ NexGard Spectra-ს ან Simparica Trio-ს მიღების შემდეგ ძაღლი ყველა ტიპის ჭიისგან სრულად არის დაცული.
სინამდვილეში ეს ასე არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები ეფექტურად მოქმედებენ მრავალი მრგვალი პარაზიტის წინააღმდეგ, ისინი სრულად არ ფარავენ ლენტისებრ ჭიებს.
ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ვეტერინარმა შეიძლება დამატებით რეკომენდაცია გაუწიოს ლენტისებრი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავებას
🎯 რატომ არის ხშირად რეკომენდებული კომბინირებული დაცვა?
რადგან სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
მაგალითად:
✔️ NexGard Spectra + დამცავი საყელო
ან წვეთები
✔️ Simparica +საყელო
ასეთი კომბინაცია დამატებით იცავს კოღოების, მოსკიტებისა და სხვა მფრინავი პარაზიტებისგან.
📅 რატომ ყოველთვიურად?
იმიტომ, რომ პარაზიტები კალენდარს არ უყურებენ.
დღეს შეიძლება ვერ შეხვდეთ ტკიპას, მაგრამ ხვალ ერთი გასეირნებაც საკმარისი იყოს ინფიცირებისთვის.
პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო იაფი, უსაფრთხო და მარტივია, ვიდრე დაავადების მკურნალობა.
💊 რამდენიმე სიტყვა Bravecto-ზე
Bravecto იცავს ძაღლს ტკიპებისა და რწყილებისგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში — დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ:
▪️ არ იცავს ნაწლავის პარაზიტებისგან;
▪️ არ წარმოადგენს გულის ჭიის პროფილაქტიკას;
▪️ არ უზრუნველყოფს სრულ კომპლექსურ ანტიპარაზიტულ დაცვას.
სწორედ ამიტომ ბევრი მეპატრონე და ვეტერინარი უპირატესობას ანიჭებს ყოველთვიურ პროფილაქტიკურ პროგრამას, რადგან ძაღლის მდგომარეობის კონტროლი უფრო მარტივია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მომდევნო დოზის გადახედვა ან სქემის შეცვლა.
Bravecto განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ძაღლს უჭირს ყოველთვიურად ტაბლეტის მიღება, მეპატრონე ხშირად ავიწყდება დამუშავება ან საჭიროა ხანგრძლივი დაცვა ტკიპებისა და რწყილების წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, პარაზიტებისგან სრული ყოველთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად შერჩეული სქემა, რომელიც მოიცავს როგორც გარე, ისე შიდა პარაზიტების კონტროლს.
❤️ გახსოვდეთ:
ჩვენი მიზანი მხოლოდ ტკიპის მოკვლა არ არის.
ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ ის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა ერთმა პატარა პარაზიტმაც კი გამოიწვიოს.
სწორი და რეგულარული პროფილაქტიკა — ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული, რაც შეგვიძლია ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ვაჩუქოთ. 🐾
პ.ს.აქვე დავდებ ჩემივერთგული და კმაყოფილი მომხმარებლის/პაციენტის მორთმეულ საჩუქარს რომელიც ჩემს მაღაზი @პეტკო8/მაია-ში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს❤️❤️❤️
@топовые поклонники