Petko 8 / პეტკო 8

Petko 8 / პეტკო 8 ყველაზე ხარისხიანი პროდუქტები ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის

🐾 “პეტკო8” — სანდო სახელით, ახლა უკვე მრავალფეროვანი არჩევანით!✅ჩვენი კოსმეტიკა, რომელსაც უკვე იცნობთ და ენდობით, ისევ ა...
17/06/2025

🐾 “პეტკო8” — სანდო სახელით, ახლა უკვე მრავალფეროვანი არჩევანით!


ჩვენი კოსმეტიკა, რომელსაც უკვე იცნობთ და ენდობით, ისევ აქაა — ახლა კი მას უერთდება ახალი ხაზიც, იგივე სახელით — „პეტკო8“

✅ ორივე სერია შექმნილია თქვენი ცხოველის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის
✅ ორივეს აწერია ჩვენი ოფიციალური ეტიკეტი — „პეტკო8“, რომელიც გარანტიაა, რომ იღებთ ხარისხიან და ჩვენს მიერ შემოწმებულ პროდუქტს

🌿 ახალი ხაზი გამოირჩევა:
▪️ ბუნებრივი შემადგენლობით
▪️ ახალი არომატებით
▪️ ცხოველის ბეწვის ტიპზე მორგებული ზემოქმედებით

🧴 და ძველი, უკვე ნაცნობი სერია — კვლავ ისევე ეფექტურია, როგორც ყოველთვის!

🌟 ერთ ბრენდში — ორი სტილი, ერთი სიყვარული ცხოველების მიმართ

📍 ეწვიეთ Petko 8 / პეტკო 8-ს და დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში — კლასიკასა და სიახლეს შორის!
@топовые поклонники
@

03/06/2025

🔔 პატარა ფაფუკასთვის სახლში მოსვლის პირველი დღე ყოველთვის განსაკუთრებულია
თუ ახლახანს შეიძინეთ ლეკვი — გჭირდებათ:
🍼 საწოლი
🧼 რბილი შამპუნი და პირსახოცი
🧷 ჰიგიენური საფენები
🧸 უსაფრთხო სათამაშოები პირველივე დღიდან
🐶წყლის და საკვების ჭურჭელი

ეს ყველაფერი შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს Petko 8 / პეტკო 8მაღაზიაში — ხარისხიანი პროდუქცია სპეციალურად პატარა ლეკვებისთვის.
📦 მიწოდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით.

📩 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირადში ან ეწვიეთ ჩვენს გვერდს.
❤️ პეტკო8— ზრუნავს ლეკვებზე პირველივე დღიდან.
@топовые поклонники

02/06/2025

☀️🐾 „ზაფხული და ოთხფეხა მეგობარი – როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები სიცხისგან?“

ზაფხულში თოვლისფერი ბეწვი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება სიცხის და მზის მიმართ.
აი, რამდენიმე აუცილებელი რჩევა, რომ თქვენი ცუგო იყოს ბედნიერი და უსაფრთხო:

🌡 არ გაასეირნოთ შუადღის სიცხეში – აირჩიეთ დილა ადრე ან საღამო.
🐾 დაიცავით ბალიშები – გამოიყენეთ დამცავი სითხე.
💧 ყოველთვის ქონდეს სუფთა წყალი ხელმისაწვდომი.
✂️ მოაწესრიგეთ ბეწვი – ისე, რომ დარჩეს საკმარისი საფარი კანის დასაცავად, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება.

01/06/2025

🌟 ფიქრობენ თუ არა ძაღლები? 🌟
დიახ! ძაღლები ნამდვილად ფიქრობენ — ოღონდ მათი აზროვნება განსხვავდება ადამიანისგან.
ისინი არ აწყობენ გრძელ მონოლოგებს თავში, მაგრამ სამყაროს გრძნობენ, აფასებენ და რეაგირებენ მასზე ძალიან ჩართულად 💭🐶

💡 რა ხდება ძაღლის თავში?
• ამუშავებენ ინფორმაციას — იმახსოვრებენ სად არის საყვარელი სათამაშო ან ვინ არის მათთან კარგად
• არჩევანს აკეთებენ — მივიდნენ შენთან თუ დარჩნენ თავიანთ ადგილას
• გრძნობენ ემოციებს — სიხარული, შიში, დარდი, სითბო

🐾 რაზე შეიძლება ფიქრობდეს შენი ძაღლი:
• „სად წავიდა ჩემი ადამიანი?“
• „ნეტა სეირნობის დროა? აიღო ლასო?“
• „აი იქ რაღაც სასუსნავი სუნია!“
• „ეს ხმა საეჭვოა, ჯობია ვიყეფო!“
• „როგორ მსიამოვნებს, როცა მეფერებიან…“

ძაღლები ცხოვრობენ დღევანდელი მომენტით, მაგრამ საოცრად კარგად იმახსოვრებენ იმას, რაც უყვართ 💖
არაფერია იმაზე სუფთა და გულწრფელი, ვიდრე მათი პატარა ფიქრები და დიდი გრძნობები 🐾

31/05/2025

🌸🌸🌸🩹
თმის მოვლა

✅ბეწვის ხარისხი პირველ რიგში არის გენეტიკური,ბევრს გონია რომ მალტეზეს თმა უნდა ქონდეს ფუმფულა,ბამბასავით,ეს არ არის სწორი,სწორედ ეგეთი თმა ითელება და იხვევა.
✅მალტეზეს თმა უნდა ქონდეს სლიკინა ,დავარდნილი ,ზუსტად როგორც ადამიანის ხარისხიანი თმა.
✅მალტეზეს თმა არ უნდა იყოს ძალიან სქელი,ეგ მიუთითებს თმის უხარისხობაზე,ზუსტად ასეთ თმას ასწორებენ უთოთი საგამოფენოდ ,რომ თმა გახადონ სლიკინა და დამჯდარი,განვითარებულ ქვეყნებში ასეთი თმის მქონე მალტეზე ხარვეზდება.
✅ასევე თმის ხარისხი დამოკიდებულია საკვებზე
✅ხშირ ვარცხნაზე ✅ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენებაზე.
✅რაც შეეხება დაბანას,მე ვბან კვირაში ერთხელ ზამთარში,თუმცა თათები,მუცელი და ჰიგიენური ადგილები იბანება ყოველ საღამოს და უნდა გაუშროთ გრილი ფენით.გაზაფხულიდან ვბან დაბინძურების მიხედვით.რა თქმა უნდა ასეთი სიხშირით დაბანა მხოლოდ ხარისხიანი და გამოცდილი კოსმეტიკით არის შესაძლებელი.
📍📍📍სწორად დაბანის სქემა.
✅პირველი დაბანა არის წმენდა! ჩვენ ვაშორებთ მთელ ჭუჭყს, ცხიმებს, ზეთებს ,რაც მოფერების დროს ჩვენი ხელებიდან გადადის ძაღლის ბეწვზე.

✅თუ ძაღლს მხოლოდ დამატენიანებელი შამპუნით დაბანთ, ამან შეიძლება ბეწვის გაშრობა გამოიწვიოს.

✅ამიტომ, ჯერ გამოიყენეთ გამწმენდი შამპუნი
✅შემდეგ დამატენიანებელი ✅შემდეგ “გააპრიალეთ “კონდიციონერით”.
ეს არის დაბანვის სწორი სქემა, რომელიც უნარჩუნებს ჩვენ ტკბილ ფუმფულებს ბეწვს გლუვს, ბზინვარეს, აბრეშუმისებრს .

✅რატომ ეშინია ბევრს ღრმა წმენდის შამპუნების? იმიტომ რომ კოსმეტიკის ბევრ ხაზში ისინი ძალიან აგრესიულია და განკუთვნილია ერთჯერადი დაბანისთვის, მაგალითად გამოფენის წინ, თმის ღრმად გასაწმენდად და საჭირო პროდუქტებით შესავსებად, რაც მხოლოდ დროებით გამოასწორებს თმის ხარისხს.
✅ჩვენს კოსმეტიკურ საშუალებებში "პეტკო8" გამწმენდი შამპუნი საკმაოდ ნაზია და შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყენოთ . მაგრამ თუ თქვენ მეგობარს უკვე გაქვთ ფოროვანი ბეწვი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ყოველ მეორე დაბანაზე და ზოგად მოვლას დაამატოთ ჩვენი შესანიშნავი აღმდგენი ნიღაბი “აბრეშუმი” ან ღრმა კვების ნიღაბი.
📍📍📍არაზდროს დაბანოთ დაუვარცხნელი თმა!!!
📍📍📍არაზდროს დავარცხნოთ მშრალი თმა!!!!
✅ეს კოსმეტიკა ,რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ჯიშის ძაღლსა და კატისთვის.
✅✅✅შეგიძლიათ შეიძინოთ Petko 8 / პეტკო 8ში

✨ მალტეზი ბიჭი – მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის! ✨ეძებთ მეგობარს, ვისთან ერთადაც სიარულიც, მოგზაურობაც და სიხარულიც...
30/05/2025

✨ მალტეზი ბიჭი – მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის! ✨

ეძებთ მეგობარს, ვისთან ერთადაც სიარულიც, მოგზაურობაც და სიხარულიც გარანტირებულია?
ეს ლეკვი უკვე სრულად ვაქცინირებულია, პირდაპირ მზადაა თქვენთან წასასვლელად – დამატებითი ხარჯებისა და სტრესის გარეშე!
• ✅ ყველა ვაქცინა გაკეთებული აქვს – აბსოლუტურად ჯანმრთელია!
• ✅ მზადაა მოგზაურობებისთვის – ადვილად ეგუება გზას და გარემოს
• ✅ სასიამოვნო ხასიათი აქვს – სოციალურია და ენერგიული
• ✅ არანაირი დამატებითი პროცედურა არ სჭირდება – შეგიძლიათ იმავე დღეს გაისეირნოთ!

ლეკვი, რომელიც რეალურად გიზიდავთ იმით, რომ ყველაფერი უკვე დასრულებულია –
უბრალოდ აიყვანეთ და დაიწყეთ ერთად ცხოვრება. 💖🐾

✅✅✅📍📍📍📍დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თუ რომელ სავარცხლებს ვიყენებ ჩემი პატარების დასავარცხნათ.თავიდან ,ბონი რომ...
19/05/2025

✅✅✅
📍📍📍📍დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თუ რომელ სავარცხლებს ვიყენებ ჩემი პატარების დასავარცხნათ.
თავიდან ,ბონი რომ მოვიყვანე,შევიძინე უამრავი სავარცხელი,ფერების და ზომების მიხედვით.რა თქმა უნდა დრომ მიჩვენა,რომ ეს იყო გადაყრილი ფული,სინამდვილეში სრულიად საკმარისია 5 სავარცხელი(მაქსიმუმ).
არასდროს დავარცხნოთ მშრალი თმა!!!!
"პულივიზატორიან"ჭურჭელში ჩაასხით გადადუღებული გაგრილებული წყალი(0.5₾) და დაამატეთ 25გრ კონდენციონერი(რომელსაც იყენებთ დაბანისას),კარგად შეანჯღრიეთ,რომ ბოლომდე გაიხსნას კონდენციონერი წყალში.ეს ხსნარი გამოგადგებათ თმის დასატენიანებლად დავარცხნის წინ და ჩახვეული თმის დასაშლელად.
✅1 სავარცხელს ვიყენებ ყოველდღიურად
✅მე2 სავარცხელს
ულვაშების დასავარცხნად
✅მე3 სავარცხელს ვიყენებ თვალებთან თმის დასავარცხნათ,თვალებიდან პატარა(ბუსუსი)თმების ამოსაღებათ.
✅მე4 და მე5 მხოლოდ ჩახვეული თმის გამოსავარცხნათ ან დაბანის შემდეგ ფენით გაშრობისას.
✅ეს და სხვა უამრავი პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ Petko 8 / პეტკო 8ში

✅✅✅სუფთა სისხლის მალტეზე•   ასაკი: 3 თვის   •   ხვადი(მამრი)   •   მშობლები: ჩემპიონთა ხაზიდან   •   დეფექტების გარეშე, ...
02/05/2025

✅✅✅სუფთა სისხლის მალტეზე

• ასაკი: 3 თვის
• ხვადი(მამრი)
• მშობლები: ჩემპიონთა ხაზიდან
• დეფექტების გარეშე, სრულად ჯანმრთელი (პასპორტით, ვაქცინაციებით)
• სოციალიზებულია, სუფთა გარემოში გაზრდილი, მიჩვეული პამპერსზე მოსაქმებას
• იდეალური კომპანიონი ბავშვებისთვის(არა სათამაშოთ)
ოჯახისთვის ან შოუსთვის

ბონუსად :
• კვების რჩევები
• მოვლის გეგმა
• მუდმივი კონსულტაცია ლეკვის გაზრდის პროცესში.

📍📍📍რატომ მალტეზე?
ეს არაა უბრალოდ ძაღლი — ეს არის სინაზე, სიმშვიდე და ბედნიერება ოთხ თათზე. მათი ღვთიური ხასიათი და ინტელექტი ყოველ დღეს განსაკუთრებულს ხდის.

ფასი და დეტალები — პირადში/დარეკეთ
599556353

📍📍📍გაყიდვაშია საფენები სააქციო ფასში📍📍📍ზომა 60/45📍📍📍შეკვრაში 50ც📍📍📍შეკვრის ფასი 28₾
29/04/2025

📍📍📍
გაყიდვაშია საფენები სააქციო ფასში
📍📍📍
ზომა 60/45
📍📍📍
შეკვრაში 50ც
📍📍📍
შეკვრის ფასი 28₾

Evictoს წვეთები შინაური ცხოველებისთვის,იცავს:რწყილი,ტკიპა ,ყურის ტკიპისგან და შინაგანი პარაზიტებისგან.გამოიყენება მაკე დ...
23/04/2025

Evictoს წვეთები შინაური ცხოველებისთვის,იცავს:რწყილი,ტკიპა ,ყურის ტკიპისგან და შინაგანი პარაზიტებისგან.გამოიყენება მაკე და მეძუძურ ძაღლებსა და კატებში.
📍📍📍რწყილებით (Ctenocephalides spp.) ინვაზიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ვეტერინარული პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენებიდან 1 თვის განმავლობაში.
აღნიშნული მიიღწევა პრეპარატის ზრდასრული პარაზიტების დახოცვის უნარით და
ლარვიციდური და ოვიციდური აქტივობით. პრეპარატს გააჩნია ოვიციდური მოქმედება
გამოყენებიდან 3 კვირის განმავლობაში. ამცირებს რა რწყილების რაოდენობას, მაკე და
მეძუძური ცხოველების ყოველთვიურად მკურნალობა ხელს უწყობს 7 კვირამდე ასაკის
ლეკვებისა და კნუტების რწყილებით ინვაზიის თავიდან აცილებას.

გულის ჭიებით (Dirofilaria immitis) გამოწვეული დიროფილარიოზის პროფილაქტიკა, პრეპარატის ყოველთვიურად გამოყენებით. პრეპარატი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული გულის ზრდასრული ფილარიებით დაინფიცირებულ ცხოველებში;

ყურის ტკიპების (Otodectes cynotis) მკურნალობა

კატებში:

– სისხლის მწოველი ტილების (Felicola subrostratus) ინვაზიის მკურნალობა.

– მრგვალი ჭიების (Toxocara cati) ზრდასრული ფორმებით გამოწვეული ნაწლავის ასკარიდოზის მკურნალობა.

– ზრდასრული ნაწლავის ჭიების მკურნალობა (Ancylostoma tubaeforme).

ძაღლებში:

– ბალანჭამიების (Trichodectes canis) ინვაზიის მკურნალობა.

– სარკოპტიკური მანჟის (Sarcoptes scabiei) მკურნალობა .

– მრგვალი ჭიების (Toxocara canis) ზრდასრული ფორმებით გამოწვეული ნაწლავის ასკარიდოზის მკურნალობა.

ეს და მრავალი სხვა პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ Petko 8 / პეტკო 8ში
599556353
593183323
597332089

05/04/2025

დაცვა ტკიპა-რწყილებისგან

რადგან უკვე დათბა და ბალახიც ბიბინებს დადგა დრო ცხოველების მეპატრონეებს შევახსენოთ ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების აუცილებლობის შესახებ და გავიაროთ თითოეული პროდუქტის სპეციფიკა.

აღნიშნულ ჩამონათვალში შემავალი პროდუქტები არის საერთაშორისო აღიარების და თავისი სპეციფიკით გამოირჩევიან, თუმცა სანამ უშუალოდ პროდუქციის აღწერაზე გადავალაუცილებელია ავღნიშნო რომ:

📍📍📍ქართული კლიმატიდან გამომდინარე ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

📍📍📍აუცილებელია აღნიშნული საშუალებები გამოიყენებოდეს აზაფხულიან-შემოდგომის ბოლომდე.

📍📍📍სახლში მაცხოვრებელ ცხოველებსაც სჭირდებათ პარაზიტებისგან დაცვა

📍📍📍რწყილის, ტკიპის და მოსკიტის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის მომაკვდინებელიც!!!

📍📍📍ჩამონათვალში არსებული პროდუქცია შეიძლება გამოიყენებოდეს შემდეგი კომბინაციაშიც:

✅ საყელო-წვეთები
✅საყელო-აბები
✅საყელო -სპრეი

❗️ საფრთხილოა წვეთების და აბების კომბინაცია ორგანიზმის მიერ გაწოვადი პრეპარატებით ზედმეტად დატვირთვის გამო

ახლა კი უშუალოდ პროდუქტების შესახებ:

🐶 სკალიბორის საყელო - იცავს როგორც მოსკიტებისგან (ლეიშმანიოზის პრევენცია), აგრეთვე რწყილებისგან და ტკიპებისგან,ჩემს და ჩემი მეგობრების ძაღლებს მისცა საშინელი ალერგია(გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას,შეიძლება სხვა ცუგოებს სულაც არ მისცეს ალერგია და მოუხდეს კიდეც)
🐶😼provet stopbio იცავს გარეგანი და შინაგანი პარაზიტეისგან,მოსკიტებისგან და ზოადად ყველაზე გავრცელებული მკბენარებისგან,გამოიყენება ლეკვებში,კნუტებში,ძაღლებსა და კატებში 6კვირიდან,გამოიყენება როგორც მაკეობის დროს ,ასევე ლაქტაიის პერიოდში,შიცავს მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს,არ იწვევს ალერგიას ,ამშიდებს გაღიზიანებულ კანს,ამცირებს ქავილს,აუმჯობესებს კანის და ბეწვის საერთო მდგმარეობას,იცავს 3 თვე.

🐶😼მეგასტოპი-ზურგზე დასაწვეთებელი წვეთები,იცავს როგორც გარეგანი ასევე შინაგანი პარაზიტებისგან 1.5-2 თვის განმავლობაში,გამოიყენება 10თვის ასაკიდან.

🐶🐱 ნექსგარდი სახეობის მიხედვით გამოიგენება როგორც გარეგანი პარაზიტებისგან დასაცავად (რწყილი,ტკიპა), აგრეთვე შინაგანი პარაზიტებისაგან (ჰელმინთები(ჭიები). გამოიყენება კანქვეშა პარაზიტების სამკურნალოდ. ჯამში 8მაგი მოქმედებით ხასიათდება

🐶🐱 ფორესტო გამოიყენება რწყილების, ტილების(ძაღლის და არა ადამიანის!) და ტკიპების საწინააღმდეგოდ - არ იცავს მოსკიტებისგან - არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხშირად

🐱🐶 ფრონტლაინის სპრეი არის ნაზი და ზედაპირულად დამცავი, უსაფრთხოა პატარა ასაკის ცხოველებში, თუმცა მინდორში დაცვის სახით საკმარისად არ ჩაითვლება

🐶 🐱ბრავექტო სახეობის მიხედვით გამოიყენება მხოლოდ გარეგანი პარაზიტებისგან დასაცავად, რწყილი, ტკიპა, აგრეთვე ეფექტირია კანქვეშა ტკიპების სამკურნალოდ. არ მოქმედებს ჭიებზე - არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

🐱🐶ecovet-ის საყელო,იცავს ყველა სახის გარეგანი პარაზიტისგან(ტკიპა,რწყილი,კოღო და ა.შ)
🐱🐶ბიოწვეთები უსაფრთხოა ლეკვებისთვის,კნუტებისთვის,მეძუძური ცხოველისთვის
⛔️ ყველა პროდუქტი უნდა იქნეს გამოყენებული უშუალოდ სახეობის შესაბამისად, ძაღლის ძაღლისთვის, კატის კატისთვის

⛔️ ძაღლის ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენება კატებში ხასიათდება ლეტალობის, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით

⛔️პრეპარატებს აქვთ თავიანთი წონითი კატეგორია, აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინება

⛔️აღნიშნული პრეპარატები არ გამოიყენება ადამიანებში - ხშირად გვესმის ამის შესახებ. ბავშვებში მათი გამოყენება ხასიათდება მაღალი ტოქსიურობით და ნერვული სისტემის დაზიანებით❗️❗️❗️

⛔️ ანტიპარაზიტული წვეთები გამოიყენება უშუალოდ კანზე, ხერხემლის გასწვრივ დასაწვეთებლად და არა დასალევინებლად

⛔️კატებში ანტიპარაზიტული წვეთები გამოიყენება ყურების უკან და მხოლოდ ბეჭების არეში, ან ვეტერინარის მითითებისამებრ.

✅✅✅📍📍📍📍
ყველა აქ ჩამოთვლილი და სხვა ანტიპარაზიტული პრეპარატები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს Petko 8 / პეტკო 8 ზოომაღაზიაში.
@топовые поклонники
@

Address

ადამ მიცკევიჩის ქ. N21
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 11:00 - 22:00
Tuesday 11:00 - 22:00
Wednesday 11:00 - 22:00
Thursday 11:00 - 22:00
Friday 11:00 - 22:00
Saturday 11:00 - 22:00
Sunday 11:00 - 18:00

Telephone

+995599556353

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Petko 8 / პეტკო 8 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category