03/02/2025
კლუბის წევრების საყურადღებოდ!!!!
GSSCC-WKU - კინოლოგიური კლუბი ნესსი
1.კლუბში შეიძლება ძაღლი დააყენოთ აღრიცხვაზე იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს გავლილი აქვს იდენტიფიკაცია (ტატუირება ან ჩიპი).
2.ლეკვს,რომელსაც არ აქვს დაბადების მოწმობა,შეიძლება მიიღოს პირველადი წინაპართა მოწმობა გამოფენაზე გამოსვლის შემდეგ,თუ ორი მსაჯი მისცემს დადებით შეფასებას,ან გამოფენის გარეშე, თუ მიიღებს ორი ექსერტისგან დადებით შეფასებას.
3.მომშენებელი ვალდებულია ლეკვის გაყიდვის ან გაჩუქების შემთხვევაში თვითონ მისცეს ლეკვის დაბადების მოწმობა, რომელსაც წინასწარ იღებს კლუბიდან.
4.ლეკვის ახალი მფლობელი ვალდებულია 14 დღის განმავლობაში დააყენოს ლეკვი აღრიცხვაზე კლუბში.
5.ძაღლის შეჯვარების დროს მფლობელებმა უნდა წარადგინონ წლიური გამოფენის დიპლომის ნიშანი.
იმ ძაღლის ჯიშებს, რომლებსაც ესაჭიროებათ აუცილებელი წვრთნა,უნდა წარადგინონ წვრთნის დიპლომი.
შენიშვნა: გამოფენის და წვრთნის დიპლომები ძალაშია 1 წელი.
შეჯვარების დროს, თუ ძაღლს არ გააჩნია საექსტერიერო დიპლომი, იხდის ჯარიმას - 50ლ.
სავალდებლო წვრთნის დიპლომის გარეშე დამატებით - 20ლ.
მომშენებელი ვალდებულია: აიღოს ლეკვის დაბადების მოწმობები 1 თვიდან-თვენახევრამდე (25 - 45 დღის), ამ შემთხვევაში ლეკვის დაბადების მოწმობის ფასია - 5ლ., სხვა შემთხვევაში - 25ლ.
6. წინაპართა მოწმობის ღირებულება ყველასთვის ერთია:
ა). 6 თვიდან-12 თვემდე -60ლარი; 12 თვიდან-24 თვემდე -100 ლარი; 24 თვის ზევით - 150 ლარი; პირველადი წინაპართა მოწმობა - 100 ლარი.
-საფასურის ცვლილება არ შეეხება იმ ძაღლების მფლობელებს რომლებსაც სრულიად ექნებათ გავლილი საგამოფენო შეფასება და აუცილებელი წვრთნის კურსი.
-ნებისმიერ ზემოთ აღნიშნული შეფასების არ ქონის შემთხვევაში, GSSCC ორგანიზაციის ორი ექსპერტების შეფასების შემდეგ, წინაპართა მოწმობის ღირებულება:
ბ) 6 თვიდან-12თვემდე-110ლარი; 12 თვიდან - 24თვემდე - 150 ლარი ; 24 თვის ზევით -200 ლარი ; პირველადი წინაპართა მოწმობა - 150 ლარი.
-თუ ექსპერტების შეფასება არ იქნება დამაყმაყოფილებელი, მოწმობაში იქნება დამატებული მარკირება „არა საჯიშე საქმიანობისთვის“.
7. ბონიტირება ტარდება საჯიშე კლასის გამოვლინების მიზნით.
თქვენი ძაღლის საჯიშე კლასის დასადგენად გთხოვთ გვეწვიოთ კლუბში (ნუცუბიძის ქ. 2) 599 47 01 67
ძაღლი ითვლება საჯიშედ, თუ მიღებული აქვს საჯიშე კლასი,რომელიც იყოფება: - III კლასი, - II კლასი, - I კლასი, - ELITA.
8.იმ შემთხვევაში, თუ WKU-ს საბუთების მქონე ძუ შეჯვარდება FCG-ს საბუთების მქონე ხვადთან, შეჯვარების გაფორმება 5 დღის განმავლობაში-150 ლარი.
მხოლოდ შეჯვარების გაფორმება მე-6 დღიდან ლეკვების დაბადებამდე - 250 ლარი. და დაბადების შემდეგ - 300ლ.