26/03/2023
2002 წელს ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დიდი ძალისხმევით შევიძინეთ რქოსანი პირუტყვი(10 ხბო🐮).სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ჩვენი მცირემეწარმეობაც.
ჩვენი ფერმა ყოველწლიურად ვითარდებოდა.გვემატებოდნენ სხვადასხვა შინაური ცხოველები:ცხვრები,თხები,ცხენები,ვირები,ღორები,ქათმები,ინდაურები,კურდღლები და ძაღლები.🐓🦃🐐🐑🐎🐄🐕
ოჯახის გაფართოებასთან ერთად,მრავლდებოდნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც.❤️
ფერმაში დავასაქმეთ უამრავი ადამიანი,რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ ჩვენთან ერთად.👨🏼🌾👩🏻🌾
დავიწყეთ სოფლის ნობათის რეალიზაციაც,რომელსაც დღემდე აქტიურად ვეწევით.🥚🥩🥛
ამჟამად,ჩვენი ფერმის მონაცემები ასეთია:
450-ცხვარი
15-თხა
50-ძროხა
30-ქათამი
5-ღორი
4-ცხენი
2-ვირი
7-ძაღლი
წინ უამრავი გეგმაა,რომელსაც გვჯერა რომ განვახორციელებთ.👌❤️