კახას სკოლა • Kakha's School

კახას სკოლა • Kakha's School ძაღლების ქცევის სპეციალისტი

09/04/2026

“ძაღლი რა ზომისაც არ უნდა იყოს, ჯობია, რომ თვითონ იაროს” 🦮

პატარა ჯიშის ძაღლებსაც სჭირდებათ სამყაროს შეცნობა ☺️

#ძაღლი



#კახაკვირიკაშვილი

07/04/2026

👉🏻 ყოველთვის ჯობია, მსგავსი სპეციფიკური სამუშაოები პროფესიონალთან ერთად შეასრულოთ

თქვენ რა იცით pin down-ის შესახებ? 🦮


#ძაღლი


#კახასსკოლა

05/04/2026

იცოდი? 🥸

კინოლოგი ≠ მხოლოდ ტრენერს

#ძაღლი



#კინოლოგი

04/04/2026

არასწორი მოსაზრება 👉🏻
”ძაღლს არავინ ეხება, როცა ჭამს”

[რა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება ისეთ ძაღლებზე, რომლებსაც უკვე ჩამოუყალიბდათ მესაკუთრეობა და აგრესია საკვების მიმართ (აქ მხოლოდ სპეციალისტი თუ გიშველით 🫣)]

როცა ძაღლი ჭამს და შენ საერთოდ არ ეკარები, ის ეტაპობრივად დაისწავლის, რომ ჯამიც და საკვებიც მხოლოდ მისი საკუთრებაა

მესაკუთრეობიდან აგრესიამდე კი 1 ნაბიჯია 🏃🏻‍♂️‍➡️

ამიტომაც, რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყებ ამ საკითხზე მუშაობას, მით უფრო მეტ გვერდით მოვლენას აირიდებ თავიდან

თვითონ პროცესს კი ვიდეოშიც კარგად აღიქვამთ

როკისთვის ეს პირველი გაკვეთილია და ჯერ უჭირს ნდობა — ეს ნორმალურია ❤️

#ძაღლი



#წვრთნა

01/04/2026

მადლობა ყველა ცხოველთამოყვარულს, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე იღებენ ქუჩის ცხოველების კეთილდღეობაზე ზრუნვას და ამ მძიმე დღეებშიც მათ გვერდით არიან

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქუჩაში ამდენი მიუსაფარი ცხოველი არ უნდა იყოს, თუმცა:

არასწორია - ძაღლების არაჰუმანური გზებით დაჭერა და გადაყვანა უკაცრიელ ადგილებში

არასწორია - მიმკედლებლების გაუფრთხილებლად მათ მიერ მიკედლებული ძაღლების გაქრობა

არასწორია - ზოგადად, ნებისმიერი მიუსაფარი ძაღლის გაქრობა

სწორია - ჰიპერპოპულაციის თანამედროვე, ჰუმანური სტანდარტებით მართვა (სტერილიზაცია, კასტრაცია)

სწორია - პარალელურად, მეპატრონეებისთვის ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც დაავალდებულებს მათ აიმაღლონ პასუხისმგებლობა მათი შინაური ცხოველების მიმართ

სწორია - შეიქმნას ისეთი თავშესაფრები, სადაც დროებით მოთავსდებიან მიუსაფარი ცხოველები (პარალელურად კი მათთვის პატრონების მოძიებისთვის შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს)

სწორია - უფრო სისტემურად და გრძელვადიანად ამუშავდეს ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში

ამისთვის 👇🏻

შაბათს, 4 აპრილს, 15:00-ზე, კანცელარიასთან!

29/03/2026

როგორი დამხმარე მყავს?! 👌🥰 #ბორგირი #ძაღლი

27/03/2026

შენი ძაღლი სახელზე არ რეაგირებს?

შენი ბრალია.

მისთვის სახელი არაფერს ნიშნავს, რადგან შენ არ მიგიცია ამ სიტყვისთვის მნიშვნელობა

მიმართე სახელით 👉🏻 შემოგხედა 👉🏻 დააჯილდოვე

მარტივია.

გაიმეორე სხვადასხვა სიტუაციაში: სახლში, ქუჩაში, პარკში, მანქანაში

ბევრი გამეორებით ჩამოუყალიბებ ჩვევას

შედეგი - უტყუარი და მყარი

არ დაივიწყო ‼️

არასდროს გამოიყენო ძაღლის სახელი მკაცრ კონტექსტში

ეს პირდაპირ აფუჭებს ურთიერთობას

სახელს ყოველთვის უნდა მოყვებოდეს რაღაც დადებითი

ეს არის რეალური კონცენტრაცია

ეს არის რეალური კონტროლი

#ძაღლი
#კახასსკოლა


25/03/2026

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ გაწვრთნილი ძაღლი კარგავს თავისუფლებას 🫣

რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სიმართლისგან ძალიან შორსაა

სინამდვილეში, თავისუფლება წესებიდან იწყება

საჭმელი - ნებართვით ✅
კარში გასვლა - ნებართვით ✅
ქუჩაზე გადასვლა - ნებართვით ✅

რატომ?

იმიტომ, რომ საზღვრები ქმნის წესრიგს

წესრიგი ქმნის ნდობას

ნდობა ქმნის სიმშვიდეს

სიმშვიდე ძაღლს ანიჭებს თავისუფლებას

ასე უყალიბდება ძაღლს ჯანსაღი ფსიქიკა

ასე ხდებით თქვენ მისთვის სანდო ლიდერი 🦸🏻‍♂️

#ძაღლი

#კახასსკოლა

20/03/2026

🤭 #ძაღლებისსკოლა #კახასსკოლა #გალია #წვრთნა

19/03/2026

თქვენი აზრით, რას ვუკეთებთ ვიდეოში დორას?



#წვრთნა
#ძაღლებისსკოლა
#კახასსკოლა

18/03/2026

რას ფიქრობთ? 💭



#წვრთნა
#ძაღლებისსკოლა
#კახასსკოლა
#აგრესია

17/03/2026

დავით, გილოცავთ დაბადების დღეს! 🥳❤️🫂🐶



#წვრთნა
#ძაღლებისსკოლა
#კახასსკოლა

Address

ლეოპოლდ ბილფელდის ქ. 30
Tbilisi
0194

Opening Hours

Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 22:00

Telephone

+995555414414

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კახას სკოლა • Kakha's School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კახას სკოლა • Kakha's School:

Share

Category

ჩვენს შასახებ

თუ ხართ ძაღლების მოყვარული და მზად ხართ თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის სასიამოვნო სიახლე გაიგოთ მაშინ სწორ ადგილას მოხვდით.

პირველად 5 წლის ასაკიდანდაიწყო ძაღლებთან ურთიერთობა, ნელნელა ეს მის ჰობად გადაიქცა და ოთხფეხა მეგობრების მიმართ დიდმა სიყვარულმა მომავალი პროფეციაც მარტივად იპოვა 12 წლიანი გამოცდლების მქონე სპეციალისტი, რომლის ძაღლებსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მოპოვებული, გთავაზობთ სრულიად ახალ და ინოვაციურ მოდელს ძაღლებთან ურთიერთობის დროს.

კახა კვირიკაშვილი - ძაღლების ქცევის სპეციალისტი გთავაზობთ

✅ სახლში ქცევის წესი ✅ ბავშვებთან ურთიერთობა ✅ მშვიდად სეირნობა ✅ ბრძანებების შესრულება ✅ ემოციების კონტროლი ✅ სტუმართან ქცევა ✅ სოციალიზაცია (ცხოველებთან და ფრინველებთან)