ჩინური ქოჩორები საქართველოში

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჩინური ქოჩორები საქართველოში

ჩინური ქოჩორები საქართველოში

ჩვენიანებიდან დაიკარგა ვიღაც,გაავრცელეთ მაქსიმალურად.
08/01/2023

ჩვენიანებიდან დაიკარგა ვიღაც,გაავრცელეთ მაქსიმალურად.

ჩვენს ჯგუფს დღითიდღე ემატება სულ უფრო და უფრო მეტი გამომწერი, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია🤩 და ამასთან დაკავშირებით გად...
04/12/2020

ჩვენს ჯგუფს დღითიდღე ემატება სულ უფრო და უფრო მეტი გამომწერი, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია🤩 და ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე რომ გამეზიარებინა ცოტაოდენ ინფორმაცია ამ უსაყვარლესი ჯიშის შესახებ
❤️❤️❤️

ის არის პატარა, აქტიური, ელეგანტური, ძალიან მხიარული და აქვს ძლიერი დამოკიდებულება მისი მფლობელის მიმართ, მაგრამ ფრთხილია უცხოებთან.

ამ ჯიშის ძაღლი შეიძლება იყოს შიშველი (თმა აქვს მხოლოდ თავზე, კუდზე და კიდურებზე), ან რბილი თმის საფარველით მთელ სხეულზე. მას არ აქვს სუნი.შესაბამისად თუ გყავთ ალერგიული ოჯახის წევრი ან თავად ხართ,ეს ძაღლი იდეალური ვარიანტია.

აღნაგობის მიხედვით განასხვავებენ ამ ჯიშის ორ ვარიაციას: ირმის ტიპი - მოძრავი, მსუბუქი ძვლებით; საშუალო - მძიმე სხეულითა და ძვლებით. უცნობი თუ სადაა გამოყვანილი ეს ჯიში, უცნობია - ეს არის აფრიკა ან მექსიკა. ქვეყანა, რომელმაც ეს ჯიში დაამტკიცა დიდი ბრიტანეთია.
ჯოან პალმერის წიგნი „თქვენი ძაღლი“ ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა. 1966 წლისთვის ეს ჯიში დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა დარჩენილი იყო რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც ბრიტანეთში ჩაიყვანეს. ამჟამად ჩინური ქოჩორა ძაღლი საკმაოდ გავრცელებულია ინგლისსა და მთელ მსოფლიოში. სწორედ დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა ამ ჯიშის სტანდარტი და ინგლისელები მიიჩნევიან მის დამფუძნებლებად.

ჩინური ქოჩორასა და მექსიკურის მსგავსება იწვევს კინოლოგთა გაურკვევლობას თუ რომელი ჯიში რომლიდან წარმოიშვა. მექსიკაში ნაპოვნია ძვ.წ. 1500 წლით დათარიღებული ძაღლის თავის ქალები, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჩინური ძაღლები წარმოიშვნენ შოლოსგან. თუ როგორ მოხვდნენ ძაღლები ჩინეთში უცნობია.

არსებობს მოსაზრება, რომ შიშველი ძაღლები პირველად აფრიკაში გამოჩნდნენ.

ძაღლის გარეგნობა:
ჩინურ ქოჩორას მომრგვალებული და მეტად ელეგანტური თავის ქალა აქვს. თავის სიგრძე კეფიდან სახემდე უნდა იყოს ისეთივე, როგორიც ყურის ნიჟარიდან ნიკაპამდე. ჯიშის თავისებურება - თავზე არსებული ქოჩორი, საიდანაც მისი სახელი გამომდინარეობს. ქოჩორი იწყება შუბლიდან და მთავრდება კისერთან. ის შეიძლება იყოს გრძელი, ან შედარებით მოკლე, რაც უმეტესად მისაღებია ამ ჯიშისთვის.

მათი თვალები ძალიან მუქი, პრაქტიკულად შავია. ზომა საშუალოა და ერთმანეთისგან საკმად შორსაა. იშვიათობაა ღია ფერის და ახლოს განლაგებული თვალები.

ყურები დაბლა, თვალის გარე კუთხის ზოლზეა განლაგებული. ის შეიძლება იყოს დიდი და დაცქვეტილი, ან ჩამოკიდებული და ბეწვიანი, ან მის გარეშეც.

მიუხედავად მისი ზომისა და დაუცველის შეხედულებისა, ჩინურ ქოჩორას მაკრატლის მსგავსი კბილები აქვს. შიშველი ძაღების კბილები სხვა ჯიშის წარმომადგენლებისგან განსხვავებულია. მათთვის კბილების ნაკლებობაც დასაშვებია და ეს ნაკლად არ მიიჩნევა.

ამ სახეობისთვის დამახასიათებელია მშრალი და გრძელი კისერი. ამიტომაც, მოძრაობისას მათი თავი მუდამ მაღლაა მიმართული. მათი მხარი ძლიერია და მაღალგანვითარებული რელიეფური კუნთებით გამოირჩევა. მათი წინა კიდურები მდგრადი და გრძელია. უკანა კიდურების თაღი დიდია, კუნთები კი ძლიერი და ელასტიური. თათები კურდღლისებურია - გრძელი და ვიწრო, მაჯის ძვლები კი მინიატურული და წაგრძელებულია. ჯიშის მიხედვით თათები ბეწვით უნდა იყოს დაფარული მაჯამდე. მათ აქვთ პირდაპირი დგომი და რომელიმე მხარეს გადაბრუნება ნაკლად მიიჩნევა.

ჩინური ქოჩორა ძაღლები 23-დან 33 სმ-მდე იზრდებიან და 2-დან 6 კგ-მდე იწონიან. მდედრები და მამრები აშკარად განსხვავდებიან. მდედრები შედარებით მოხდენილები და თხელები არიან. მათი ბეწვის შეფერილობა შეიძლება იყოს ნებისმიერი.

ძაღლის კუდი მაღლა მდგომი და გრძელია, ბოლოში კი მოხრილი, თუმცა უმეტესად ჩამოშვებულია. კუდის ორმესამედზე ფუნჯის მსგავსი თმა აქვს. მისი უარყოფითი ნიშანია მოკლე, უბეწვო კუდი, რომელიც უკანა კიდურებსაც კი არ აღწევს.

ბეწვის საფარი არ უნდა იყოს სქელი და არ უნდა ფარავდეს მთელ სხეულს. მისი კანი რბილი, ელასტიური და თბილია. შიშველი ძაღლების კანი გლუვია და თმა მხოლოდ თავზე, კიდურებსა და კუდზე აქვთ. ამ ჯიშის განმასხვავებელი ნიშანია ბამბის მსგავსი ბეწვის საფარი.

Address

საქართველოს ერთიანობისათვიას მებრძო
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩინური ქოჩორები საქართველოში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category