26/05/2026
დღევანდელი ინფორმაციით, დოღი გადაიდო უამინდობის გამო 6 ივნისს
🇬🇪 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საცხენოსნო ღონისძიება გაიმართება სამტრედიის იპოდრომზე!
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საუკეთესო მხედრები და ულამაზესი ცხენები, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან შემდეგ დისციპლინებში:
🏇 დოღი:
▪️ 1200 მ — ნახევარსისხლიანი ცხენები
▪️ 1200 მ — 2-წლიანი წმინდა სისხლის ცხენები
▪️ 1600 მ — 3-წლიანი წმინდა სისხლის ცხენები
▪️ 1800 მ — უფროსი ასაკის წმინდა სისხლის ცხენები
🐎 ასევე გაიმართება:
▪️ ისინდი
▪️ ცხენბურთი
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სამტრედიისა და ჭალადიდის ცხენოსანთა გუნდები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სამტრედიის იპოდრომი, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
✨ მობრძანდით და გახდით ქართული ცხენოსნობის ტრადიციის, სპორტისა და ეროვნული სულისკვეთების დაუვიწყარი სანახაობის ნაწილი!
🕓 დასაწყისი: 16:00 საათზე
📍 ადგილი: სამტრედიის იპოდრომი