Max Groom

Max Groom თბილი და მყუდრო გარემო თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის

Loving & Caring is our Favorite Job

სერვისი:
სრული გრუმინგი (შეჭრა/გაპარსვა)
ჰიგიენური გრუმინგი
დაბანა/გამოვარცხნა
მხოლოდ გამოვარცნა
ბრჭყალების/კბილების/ყურების მოწესრიგება
შეღებვა

ფასები განსხვავდება ჯიშის და პროცედურის მიხედვით

Relax, Spa and Just good time 👌🧽🧼🛀ბანაობა ყველასთვის არ არის სასიამოვნო..✅თუმცა ჩვენი პროფესიონალთა გუნდის ხელში შფოთვა ...
03/05/2026

Relax, Spa and Just good time 👌🧽🧼

🛀ბანაობა ყველასთვის არ არის სასიამოვნო..
✅თუმცა ჩვენი პროფესიონალთა გუნდის ხელში შფოთვა ქრება და მხოლოდ დასვენების დრო რჩება.

​აჩუქეთ თქვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს მსგავსი გამოცდილება🛀👣

​ჩაწერეთ ფუმფულა მეგობრები დღესვე პროცედურაზე და ანდეთ პროფესიონალებს მათზე ზრუნვა! ❤️

☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 100 445
☎️To make an appointment, write us a private message or call 557 100 445.

🐶✂️🛁

📢📢📢მოგესალმებით მეგობრებო გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინასაახალწლო დღეებში სალონი იმუშავებს 27-28 და 31 რიცხვებში.ადგილე...
05/12/2025

📢📢📢

მოგესალმებით მეგობრებო 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინასაახალწლო დღეებში სალონი იმუშავებს 27-28 და 31 რიცხვებში.

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ჩასაწერად 🐾 

ჩაწერები უკვე დაწყებულია 🐾❤️

სურათის გადაღება არ მიყვარს მაგრამ ცოტას მაინც ვიპოზიორებ რადგან ასე მთხვოთო 🤭🤭❤️ ☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად...
01/08/2025

სურათის გადაღება არ მიყვარს მაგრამ ცოტას მაინც ვიპოზიორებ რადგან ასე მთხვოთო 🤭🤭❤️

☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 100 445
☎️To make an appointment, write us a private message or call 557 100 445.

🐶✂️🛁

ასეთი სილამაზე გვყავდა გრუმინგზე 🧽🐾👑☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 1...
26/07/2025

ასეთი სილამაზე გვყავდა გრუმინგზე 🧽🐾👑

☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 100 445
☎️To make an appointment, write us a private message or call 557 100 445.

🐶✂️🛁

25/06/2025

მოგესალმებით მეგობრებო, გვსურს გამოვეხმაუროთ და ნათელი მოვფინოთ ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენს სალონთან დაკავშირებით.

სალონში მოხდა მცირე ინციდენტი, რაც დაკავშირებული იყო ძაღლის უკიდურესად ცუდ მდგომარეობასთან. ჩვენი სიფრთხილის მიუხედავად, მოხდა უკვე დაზიანებული(დაჩირქებული) უბნის გახსნა, რასთან დაკავშირებითაც მაშინვე დავუკავშირდით მეპატრონეს, ჩავაყენეთ საქმის კურსში და ვთხოვეთ ვეტ-ექიმისთვის მიემართა.
სრული მზაობა და გვერდში დგომა გამოვიჩინეთ ჩვენი მხრიდან, ექიმის მიერ დასმული დასკვნის შედეგად მოხდა უკუკავშირი მეპატრონესთან, შესაბამისი რეაგირება გრუმინგის თანხის ანაზღაურებით და შემდგომი მზაობა ჩვენს წილ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა ეს არასაკმარისი გამოდგა მეპატრონისთვის, მოითხოვა სრული მკურნალობის ანაზღაურება წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალურ სივრცეში უარყოფითი სტატუსებით და სასამართლო პროცედურით გვემუქრებოდა.

რასაც ჩვენგან ლოგიკური რეაგირება მოყვა. ჩვენ შევხვდით და ყველა დეტალი გავიარეთ მაქსის ვეტ-ექიმთან, რომელმაც ჩაუტარა ოპერაცია. მოხდა დადასტურება იმ ფაქტის, რომ ძაღლს გრუმინგამდე ჰქონდა მძიმე მდგომარეობა(კანქვეშა ინფექცია და ა.შ.), საჭიროებდა ხანგრძლივ მკურნალობას და ზემოთ ხსენებული კონკრეტული ღია ჭრილობა არ ყოფილა უშუალო მიზეზი, ასევე დადასტურდა,რომ ნებისმიერი სიფრთხილის მიუხედავად შესაძლებელი იყო მსგავსი დაზიანების მიღება უკვე ინფექციურ უბანზე. გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო მასალა არ შეესაბამება სრულ სიმართლეს. ეს ჭრილობა არის უკვე ოპერაციის შემდგომ გადაღებული, სადაც ექიმს დასჭირდა კანის ჩაჭრა, რომ გაესუფთავებინა სხვა დაზიანებული უბნები, რომელთანაც ჩვენ შემხებლობა არ გვქონია, თუმცა საჭიროებდა ექიმის ჩარევას.

სამწუხაროდ ეს საქმიანობა გარკვეულ რისკებთან ყოველთვის არის დაკავშირებული, მით უფრო თუ მძიმე მდგომარეობაში მოდის ოთხფეხა მეგობარი, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობას არსად გავურბივართ და პირიქით მზად ვიყავით გვერდში დავდგომოდით და მომხმარებლის მდგომარეობაშიც შევსულიყავით (რაც შეგვიძლია სქრინებით დავადასტუროთ), ისევე როგორც ახლა გვაქვს ამის მზაობა ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე და იმ მცირე დაზიანებაზე, რაც ჩვენთან დაფიქსირდა. დანარჩენ პრობლემურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მთელს გუნდს გული შეგვტკივა და ვგულშემატკივრობთ მაქსის, მაგრამ აქ ჩვენი ბრალეულობა ნამდვილად არ არის და მომხმარებლის მოთხოვნა, რომ სრულად აგვეღო ყველა პრობლემა ჩვენს თავზე მიგვაჩნია დიდ უსამართლობად ამიტომ არ ვაპირებთ მსგავსი ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს თავზე.

ჩვენმა ერთგულმა მომხმარებლებმა კარგად იციან თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარული ვეპყრობით მოსულ თითოეულ სტუმარს, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მსგავსი სიტუაცია ამ წლების განმავლობაში არასდროს არ გვქონია. ძალიან ვწუხვართ და განვიცდით შექმნილ ვითარებას და
მაქსის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ❤️

პატივისცემით "Max Groom"- ი

ფოტო მასალა გთხოვთ იხილოთ კომენტარებში.

ცხელ დღეებში პატარა მეგობრების გაგრილება საუკეთესო არჩევანია 👌🧽☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დ...
18/06/2025

ცხელ დღეებში პატარა მეგობრების გაგრილება საუკეთესო არჩევანია 👌🧽

☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 100 445
☎️To make an appointment, write us a private message or call 557 100 445.

🐶✂️🛁

ჯერ-ჯერობით გადავურჩით 🤭🤭❤️☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 100 445☎️T...
11/06/2025

ჯერ-ჯერობით გადავურჩით 🤭🤭❤️

☎️ გრუმინგზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 100 445
☎️To make an appointment, write us a private message or call 557 100 445.

🐶✂️🛁

04/06/2025

📍🐶რამოდენიმე ფაქტი მეტისებზე 

🚫მითი: ყველა ქუჩის ძაღლი აგრესიული და საშიშია.

✅ აგრესია არ არის ხასიათის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, ეს არის რეაქცია გამაღიზიანებელზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის პრობლემებიდან ან სტრესული გარემოდან...

🚫მითი: ქუჩის ძაღლები (მეტისები) უფრო ჯანმრთელები არიან ვიდრე ჯიშიანები

✅ ეს მოსაზრება ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს სიმართლედ, ხოლო რეალობა ასეთია... ჯიშების გამოყვანისას ადამიანები საკუთარ მოთხოვნილებებზე ფიქრობდნენ, ხოლო ჯანმრთელობა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ამიტომ ჯიშიან ძაღლებს აქვთ როგორც გენეტიკური ასევე შეძენილი დაავადებები, რამაც უცებ შეიძლება იჩინოს თავი. 

🚫მითი: ქუჩის ძაღლს (მეტისს) არ სჭირდება მკურნალობა, კარგი კვება და კომფორტი

✅ დიახ, არსებობს ასეთი მოსაზრება...მაგრამ... თქვენ შესაძლებელია თანხა დაზოგოთ ყიდვის პროცესში, რადგან ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აგყავთ, მაგრამ ოჯახის ახალ წევრს აუცილებლად სჭირდება სწორი მოვლა, ბევრი სითბო და სიყვარული.

🐾✂️

თბილი და მყუდრო გარემო თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის

Loving & Caring is our Favorite Job

📢📢📢Max Groom-ი აცხადებს ვაკანსიას გრუმერის ასისტენტის პოზიციაზე.შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლაც.(სურვილის შემთხვევ...
25/05/2025

📢📢📢

Max Groom-ი აცხადებს ვაკანსიას გრუმერის ასისტენტის პოზიციაზე.

შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლაც.(სურვილის შემთხვევაში გრუმინგსაც გასწავლით ჩვენი პროფესიონალი გრუმერი ❤️)

💌საჭიროების შემთხვევაში გრაფიკის შეთავსება

❗მთავარი მოთხოვნა

ცხოველების უპირობო სიყვარული🐾 და ბევრი ენერგია 🤭

სალონი მდებარეობს დიღმის მასივში.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკაშირდით ნომერზე 557 100 445. 🧡🐾

🐶✂️🛁 🐾✂️

🧴🛁როგორ შევარჩიოთ შესაფერისი შამპუნი?🫧 გაითვალისწინეთ თქვენი ცხოველის კანის ტიპი (მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური).🫧 შეამოწმ...
28/02/2025

🧴🛁როგორ შევარჩიოთ შესაფერისი შამპუნი?

🫧 გაითვალისწინეთ თქვენი ცხოველის კანის ტიპი (მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური).

🫧 შეამოწმეთ, აქვს თუ არა ალერგიები ან კანის დაავადებები.

🫧 მოერიდეთ ძლიერ ქიმიურ ინგრედიენტებს, პარაბენებსა და სულფატებს.

🫧 შეარჩიეთ სპეციალიზებული შამპუნი საჭიროების მიხედვით (გრძელი ბეწვისთვის, მგრძნობიარე კანისთვის, ანტიპარაზიტული და ა.შ.).

🫧 ☀️ სწორი შამპუნი არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენი ცხოველის გარეგნობას, არამედ ხელს შეუწყობს მის საერთო ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

Address

დიღმის მასივი, 3კვარტალი
Tbilisi

Opening Hours

Tuesday 11:00 - 20:00
Wednesday 11:00 - 20:00
Friday 11:00 - 20:00
Saturday 11:00 - 20:00
Sunday 11:00 - 20:00

Telephone

+995557100445

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Max Groom posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Max Groom:

Share

Category