ჩამოვიარე სევაო

ჩამოვიარე სევაო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჩამოვიარე სევაო, Horseback Riding Center, Oni.

⚜ჩვენ გყვავს საუკეთესო ჯიშის იორღა ცხენები 🐎/ We have the best breed of trotting horses

⚜საინტერესო ფაქტები სოფელ სევაზე და რაჭაზე/Interesting facts about the village of Seva and Racha

29/12/2025

❄️🌨☃️მეგობრებო, გავიგეთ რაჭაში კარგად ბარდნისო დაა❄️...კომენტარებში გაგვიზიარეთ თოვლიანი სევის, ონის და რაჭის ფოტო/ვიდეოები 🎅🎅🤍✨️

28/12/2025

✨️🤍1912 წელი, აკაკი წერეთლის მოგზაურობა ქვემო და ზემო რაჭაში.
✨️🎬 პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი, სადაც აღბეჭდილია როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე აკაკის სტუმრობას.
✨️🎞კინოოპერატორი იგონებს, რომ მხცოვანი მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველები,სასულიერო პირები, ბავშვები,მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულნად მღეროდნენ და აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას ფეხს.
✨️შესამჩნევია სახასიათო ჩაცმულობა, და ბოლო კადრები ონში მისი ჩაბრძანების,🤍სავარაუდოდ დღევანდელი ხიდი და სადგურის ტერიტორია.
✨️🤍კინოოპერატორი იგონებს, რომ მოგზაურობის დატვირთულმა პროგრამამ მგოსანი ვერ დაღალა. თანმხლებთა დაჟინებაზე, დაესვენა, აკაკი გააჯავრა კიდეც😊 .

✨️🤍ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გაახარებს თითოეულ სეველს და ადამიანებს, ვისაც ძველი დროის რაჭის და...
26/12/2025

✨️🤍ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც გაახარებს თითოეულ სეველს და ადამიანებს, ვისაც ძველი დროის რაჭის და სოფლის ამბები, ადამიანების ყოფა-ცხოვრება აინტერესებს.
⚜️📖გამოიცა წიგნი "ჩამოვიარე სევაო" ზაალ(ზალიკო) გამყრელიძის ავტორობით, რომელიც ჩემი აზრით ყველა სეველის ოჯახში უნდა არსებობდეს, ავტორმა წიგნის შექმნას მრავალი წელი დაუთმო და დიდი შრომა გასწია მასალების, ოსტორიების და საჭირო რესურსების მოძიებაში,მოთხრობილია ისტორიები სეველებზე,სახალისო და სევდიანი ამბები.
⚜️წიგნში ყველა სეველი მონახავს ამბავს , ისტორიას საკუთარ ოჯახზე, წინაპრებზე და მათ საცხოვრებელ ადგილზე.
⚜️🤍 ასევე წიგნის შექმნაში და საჭირო მასალის შეკრებაში წვლილი მიუძღვით დათო გრძელიშვილს, ავთო ნადირაშვილს და შოველი ხიდეშელს რომლებიც ძალიან ელოდნენ წიგნის გამოცემას , მაგრამ დღეს სამწუხაროდ აღარ არიან ჩვენს გვერდით💔
🤍✨️...მადლობა მათ დიდი წვლილის შეტანისთვის და მადლობა ავტორს, ამ მართლაც ფასეული წიგნისთვის.
⚜️🗞ბატონ ზაალს არ სურს წიგნის გაყიდვა, ვისაც ექნება სურვილი სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს ყველა სეველი თავის სახლში🤍✨️.

23/12/2025

დღეს ჩვენი ზურას დაბადების დღეა 🤍 ... 47 ✨️🕊

რაჭის ეროვნული პარკი 🦌🧡
03/11/2025

რაჭის ეროვნული პარკი 🦌🧡

03/11/2025

ყველა სეზონს თავისი დამახასიათებელი სურნელი აქვს ☀️🍂🍁
ჩვენი ულამაზესი კუთხე და სოფელი კი ყველა სეზონს იხდენს და ყოველთვის განსაკუთრებულია 🍂🧡💛

✝️🤍გილოცავთ მარიამობას სეველებო, რაჭველებო, ვულოცავთ მთელს საქრისტიანოს🤍....ეს დღე რაჭაში განსაკუთრებულად აღინიშნება🤍.✝️...
28/08/2025

✝️🤍გილოცავთ მარიამობას სეველებო, რაჭველებო, ვულოცავთ მთელს საქრისტიანოს🤍....ეს დღე რაჭაში განსაკუთრებულად აღინიშნება🤍.

✝️ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.
✝️მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო და იმ დღეს მრავალი კურნება აღესრულა.

🚩კომენტარებში გაგვიზიარეთ კადრები, როგორ ატარებთ დღევანდელ დღეს რაჭაში🤍

21/08/2025

🚩 საუკუნის წინ დაცლილი ბაკურაძეების უბანი სევაში 🤍

🚩ახლო მომავალში ტერიტორია დასუფთავდება ზედმეტი მცენარეებისგან.

13/08/2025

აბა ჩემი თაობის სეველი ახალგაზრდების გააქტიურებას ველი😁
იდეა ასეთია:

გევიხსენოთ ბოვშობა😊
მოვიყაროთ თავი და მოვაწყოთ ოჩხარი (როგორც მაშინ😁)
ჩვენს შვილებს ვანახოთ რავარი ბავშვშობა გვქონდა და უფრო დავაახლოვოთ ერთმანეთთან😊
იდეა ჩემი (გივი ბაკურაძისა😁) დანარჩენს თუ მოვახერხებთ ხომ კარგი😊

Address

Oni

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩამოვიარე სევაო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share