Pet Med \ ვეტერინარული კლინიკა მამუკა სვანიძე

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • Pet Med \ ვეტერინარული კლინიკა მამუკა სვანიძე

Pet Med \ ვეტერინარული კლინიკა მამუკა სვანიძე ქ.ქუთაისი. ი.ჭავჭავაძის N45 ქ.ქუთაისი. ვარლამიშვილის N4

ცხოველების ვაქცინაცია მათი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 💉🐾ვაქცინაცია იცავს ისეთ საშიშ დაა...
25/05/2026

ცხოველების ვაქცინაცია მათი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 💉🐾
ვაქცინაცია იცავს ისეთ საშიშ დაავადებებსგან, როგორიცაა ცოფი, პარვოვირუსი, ჭირი, ლეპტოსპიროზი და სხვა ინფექციური დაავადებები.

📌 რაც უფრო მაღალი კლასის და ფართო სპექტრის ვაქცინაა, მით მეტი დაავადებისგან არის დაცული თქვენი ცხოველი.

⚠️ პირველი ვაქცინაციის ჩატარებამდე აუცილებელია ჭიაზე დამუშავება და ორგანიზმის გასუფთავება 2-ჯერადად. ამის შემდეგ კი პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ჭიაზე დამუშავების გამეორება ყოველ 3 თვეში ერთხელ.

🐶 ლეკვობის პერიოდში აუცილებელია კომპლექსური ვაქცინაციის 3-ჯერადად ჩატარება, ხოლო ცოფის ვაქცინა კეთდება 1-ჯერ. ამის შემდეგ როგორც კომპლექსური, ასევე ცოფის ვაქცინაცია აუცილებელია წელიწადში ერთხელ.

ვაქცინაცია ეხმარება:
✔️ იმუნიტეტის გაძლიერებას
✔️ ინფექციური დაავადებების პრევენციას
✔️ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას

🐕🐈 ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია როგორც კომპლექსური, ასევე ცოფის ვაქცინაციის ჩატარება პროფესიონალი ვეტერინარების მეთვალყურეობით.

📍 იზრუნეთ თქვენი ცხოველის ჯანმრთელობაზე დროულად
☎️ 599675477

მოგესალმებით💙გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და დავაფიქსიროთ ჩვენი  პოზიცია მიუსაფარ ცხოველებთან დაკა...
02/04/2026

მოგესალმებით💙
გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი არაჰუმანური მეთოდი, რომელიც მიმართულია ცხოველთა სიცოცხლის წინააღმდეგ. მიუსაფარი ცხოველები არ წარმოადგენენ პრობლემას — ისინი არიან საზოგადოების მიერ შექმნილი შედეგი, შესაბამისად, მათი მართვა უნდა ხდებოდეს ჰუმანური და გრძელვადიანი ხედვით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუსაფარი ცხოველების მართვის ერთადერთი ეფექტური და ცივილიზებული გზა არის:
• მასშტაბური სტერილიზაცია და კასტრაცია
• რეგულარული ვაქცინაცია
• მონიტორინგი და რეგისტრაცია
• საზოგადოების განათლება პასუხისმგებლიანი პატრონობის შესახებ.
სწორედ ეს არის გზა, რომელსაც ცივილიზებული საზოგადოებები ირჩევენ.
საზოგადოების განვითარება არ იზომება მხოლოდ ეკონომიკით ან ინფრასტრუქტურით — ის იზომება იმით, თუ როგორ ექცევა ის ყველაზე დაუცველ არსებებს.
სიცოცხლის მოსპობა არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრას — ეს არის დროებითი და არაეფექტური მიდგომა, რომელიც არღვევს როგორც ეთიკურ, ასევე სამართლებრივ ნორმებს და ამავდროულად გვაშორებს ადამიანურობისთან.
ჩვენი გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ცხოველებთან და ხედავს მათ სიყვარულს, ერთგულებას და ნდობას ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით მძიმეა ასეთი სისასტიკის მიღება. Pet Med - ვეტერინარული კლინიკა „მამუკა სვანიძე" გამოხატავს მზადყოფნას, ჩაერთოს ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია მიუსაფარი ცხოველების ჰუმანურ მოპყრობასა და მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.

ჩვენ ვრჩებით ერთგული პროფესიული ეთიკის, ჰუმანური ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის.
პატივისცემით, Pet Med - ვეტერინარული კლინიკა „მამუკა სვანიძე“ 🐾

🐾 შავი პარასკევის ფასდაკლებები დაიწყო Pet Med-ში — საუკეთესო დროა ჯანმრთელობის შემოწმებისთვის! 🐾ჩვენთვის თქვენი ბინადრის...
17/11/2025

🐾 შავი პარასკევის ფასდაკლებები დაიწყო Pet Med-ში — საუკეთესო დროა ჯანმრთელობის შემოწმებისთვის! 🐾

ჩვენთვის თქვენი ბინადრის ჯანმრთელობა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, შავი პარასკევის ფარგლებში გთავაზობთ დიდ ფასდაკლებას ყველაზე მნიშვნელოვან კვლევებზე, რომლებიც ცხოველის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებელია. 🖤

🔬 რატომ არის მნიშვნელოვანი სისხლის საერთო ანალიზი (CBC)?
სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანი და აუცილებელი კვლევაა. მისი დახმარებით ვიგებთ:
• ორგანიზმში არის თუ არა ინფექცია ან ანთება
• ანემიას, დეჰიდრატაციას, ალერგიულ პროცესებს
• პარაზიტული დაავადებების ნიშნებს
• იმუნური სისტემის მდგომარეობას
ეს კვლევა ხშირად აშორებს ეჭვებს და შესაძლო პრობლემებს ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ავლენს — როცა მკურნალობაც ყველაზე მარტივია.

💰 ფასი: 30₾ ➡ 15₾

🧪 რატომ არის საჭირო ბიოქიმიური ანალიზი?
ბიოქიმიური ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას შინაური ცხოველის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოების მუშაობაზე. მისი საშუალებით ვამოწმებთ:
• ღვიძლის ფუნქციას
• თირკმელების მდგომარეობას
• პანკრეასის მაჩვენებლებს
• გლუკოზას დონეს (დიაბეტის რისკი)
• ელექტროლიტურ ბალანსს
ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და ასაკოვანი ცხოველებისთვის, ასევე მათთვის, ვინც იღებს მუდმივ მედიკამენტებს ან განიცდის კუჭნაწლავის, ენერგიის ან ჭამის ცვლილებებს.

💰 ფასი: 50₾ ➡ 35₾

✨ რეგულარული პროფილაქტიკური ანალიზები არა მხოლოდ დაავადებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, არამედ მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი ბინადრის სიცოცხლეს.
🔘ორივე ანალიზის შემთხვევაში უმჯობესია ცხოველი იყოს უზმოზე🙌🏼

📞 წინასწარ ჩასაწერად — 599 67 54 77.
📍ქუთაისი,ი.ჭავჭავაძის N45

რა გამოვწერე, რა ჩამოვიდა თუ როგორ არის?!😆😆😆✊🏻✊🏻✊🏻გრუმინგზე ჩასაწერად დაგვირეკეთ 599675477💙
10/11/2025

რა გამოვწერე, რა ჩამოვიდა თუ როგორ არის?!😆😆😆✊🏻✊🏻✊🏻
გრუმინგზე ჩასაწერად დაგვირეკეთ 599675477💙

შეგახსენებთ რომ ჩვენთან შეძლებთ თქვენს საუკეთესო მეგობრებს ჩაუტაროთ გრუმინგის პროცედურა💙 ჩაწერა აუცილებელია წინასწარ💙ტელ...
11/09/2025

შეგახსენებთ რომ ჩვენთან შეძლებთ თქვენს საუკეთესო მეგობრებს ჩაუტაროთ გრუმინგის პროცედურა💙 ჩაწერა აუცილებელია წინასწარ💙
ტელ: 599 773 655 💙 599 67 54 77
მის: ქ.ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N45

ჩვენს კლინიკასთან ვიპოვეთ პეკინესი, სავარაუდოდ დაკარგულია, გთხოვთ გადააზიაროთ, არის ვარლამიშვილის 4 ნომერში, თუ ვინმეს გ...
22/08/2025

ჩვენს კლინიკასთან ვიპოვეთ პეკინესი, სავარაუდოდ დაკარგულია, გთხოვთ გადააზიაროთ, არის ვარლამიშვილის 4 ნომერში, თუ ვინმეს გეცნობათ დაგვიკავშირდით❤️

მოგესალმებით ახალი აქციით💙NexGard Spectra ანტიპარაზიტული  პრეპარატი 7,5 - 15 კგ ➖ 27 ლარი NexGard Spectra ანტიპარაზიტული...
16/12/2024

მოგესალმებით ახალი აქციით💙
NexGard Spectra ანტიპარაზიტული
პრეპარატი 7,5 - 15 კგ ➖ 27 ლარი

NexGard Spectra ანტიპარაზიტული
პრეპარატი 15 - 30 კგ ➖ 32 ლარი
(აქცია გრძელდება დეკემბრის თვის ბოლომდე)
📍მის: ი.ჭავჭავაძის N45
☎️ ტელ: 599773655

მოგესალმებით გრანდიოზული შეთავაზებებით ჩვენო მომხმარებლებო🥳🟢ხვალიდან 29 ნოემბრიდან 1 კვირის განმავლობაში თქვენი ოთხფეხა ...
28/11/2024

მოგესალმებით გრანდიოზული შეთავაზებებით ჩვენო მომხმარებლებო🥳
🟢ხვალიდან 29 ნოემბრიდან 1 კვირის განმავლობაში თქვენი ოთხფეხა მეგობრებიც ისარგებლებენ სხვადასხვა ფასდაკლებებით :
🔻სტერილიზაცია (15 კილომდე) - 40%
🔻სტერილიზაცია (15 კილოს ზემოთ) - 50%
🔻კასტრაცია - 30%
🔻სრული გრუმინგი - 30-40%
🔻სისხლის საერთო ანალიზი - 35%
🔻რენტგენი - 25%
🔻კბილების წმენდა - 30%
✔️კონსულტაცია უფასო

აუცილებელია გააზიაროთ პოსტი, რომ ისარგებლოთ ჩვენი ფასდაკლებებით💙

პროცედურაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ❗️
📲 599 773 655 , 599 675 477

გელოდებით Pet Med-ის გუნდი 💙
📍ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის N45

ჩვენი კლინიკის და მთავარი ქირურგის (Nika Khmiadashvili)დამსახურებით გაბი  დღეს კარგად გრძნობს თავს🩵🩵🩵🩵
12/09/2024

ჩვენი კლინიკის და მთავარი ქირურგის (Nika Khmiadashvili)დამსახურებით გაბი დღეს კარგად გრძნობს თავს🩵🩵🩵🩵

🤎🤎🤎
12/09/2024

🤎🤎🤎

ქალბატონს ავუსრულეთ სურვილი🤣💓
05/08/2024

ქალბატონს ავუსრულეთ სურვილი🤣💓

Address

I. Chavchavadze 45
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 15:00
Sunday 10:00 - 15:00

Telephone

+995599773655

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Pet Med \ ვეტერინარული კლინიკა მამუკა სვანიძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Pet Med \ ვეტერინარული კლინიკა მამუკა სვანიძე:

Share

Category