შინ • Shin Estates

შინ • Shin Estates შენი მყუდრო სახლი

🔸არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა - საკუთარი სახლი: მყუდრო გარემო, დიდი წრიული ეზოთბილისი, ვახუშტი ბატონიშვილის მე-2 შესახვევ...
24/03/2026

🔸არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა - საკუთარი სახლი: მყუდრო გარემო, დიდი წრიული ეზო

თბილისი, ვახუშტი ბატონიშვილის მე-2 შესახვევი, TOYOTA - ს ცენტრთან;

სახლი - 210 კვ.მ.
ეზო - 320 კვ.მ.
ნაკვეთი - 424 კვ.მ.

⚙️ ელ. ენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია

შავი კარკასი; თბოიზოლირებული;

პირველი სართული:

🔸მისაღები
🔸სველი წერტილი
🔸სამზარეულო
🔸ვერანდა

მეორე სართული:

🔸4 საძინებელი
🔸2 ფრანგული, 2 აივანი
🔸სველი წერტილი

ეზოში შესაძლებელია საცურაო აუზის + დამხმარე ნაგებობის მოწყობა.

მიწა: სასოფლო - სამეურნეო

მოგვერე პირადში ან დაგვირეკე

📞 +995 592 86 12 12
📞 +995 599 977 730

#კერძოსახლი

🏕️ იჩქარე - კერძო სახლი თბილისში, დიდი ეზოთი, მშვიდ გარემოში;Toyota - ს ცენტრთან, ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩაზე;🏡სახლი 270...
16/03/2026

🏕️ იჩქარე - კერძო სახლი თბილისში, დიდი ეზოთი, მშვიდ გარემოში;

Toyota - ს ცენტრთან, ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩაზე;

🏡სახლი 270კვმ;
🍃ეზო 260 კვმ;
🌿ნაკვეთი 400 კვმ;

⚙️კომუნიკაციები: წყალი,კანალიზაცია,
ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი;

📑სახლი ჩაბარებულია;

🔨 მდგომარეობა: შავი კარკასი
თბოიზოლაცია;

🔰პირველი სართული:

მისაღები
სამზარეულო
კაბინეტი
სველი წერტილი
ვერანდა

🔰მეორე სართული:

4 საძინებელი (აივნებით)
2 სველი წერტილი

ეზოში შესაძლებელია აუზის და დამხმარე ნაგებობის მოწყობა.

მოგვწერე პირადში ან დაგვირეკე

📞 +995 592 86 12 12

📞 + 599 599 977 730

📞 +995 599 175 772

#კერძოსახლი

🏕️სახლის ყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ არ იცი რას დააკვირდე, დიდი შანსია რომ შეცდომას დაუშვებ და ეს ძვირი დაგი...
19/02/2026

🏕️სახლის ყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ არ იცი რას დააკვირდე, დიდი შანსია რომ შეცდომას დაუშვებ და ეს ძვირი დაგიჯდება.

სახლები შეგვიძენია, გაგვიყიდია, აგვიშენებია ამიტომ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომელიც დაგვიგროვდა ამ პროცესში:

შეცდომა #1 🟠 გაყიდვის/გაქირავების შანსების უგულვებელყოფა - ახლა სამუდამოდ გინდა იქ ცხოვრება, მაგრამ … აირჩიე ისეთი ადგილი სადაც სხვასაც ადვილად მოეწონებოდა. დააკვირდი: ტრანსპორტს, სკოლას, სახანძროს, კლინიკას, გარემოს გამწვანებას და ა. შ.

შეცდომა #2 🟠 არასათანადოდ ძებნა -
ნანახი სახლის მიმართ ემოციური კავშირის გაჩენის გამო, ხშირად წყვეტენ ძებნას - ჩამოიწერე სახლის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეს დაგეხმარება შეადარო სახლები და უფრო ცხადად დაინახო რომლის ყიდვა ღირს.

შეცდომა #3 🟠 სარემონტო ხარჯების უგულვებელყოფა - უბრალოდ ,,კოსმენტიკური რემონტი’’ ხშირად უამრავი დეტალის გასწორებას მოითხოვს, ამიტომ ყოველთვის აჩვენე სანდო ხელოსანს.

შეცდომა #4 🟠 მშენებლობის ხარისხის გაუთვალისწინებლობა - ზოგჯერ მშენებლობა არასათანადოდ არის შესრულებული. ჯობია სანდო სპეციალსტს გადაამოწმებინო გამოყენებული მასალები და ნაშენები.

შეცდომა #5 🟠 თბოიზოლაციის უგულვებელყოფა - აირჩიე სახლი, სადაც თბოიზოლაცია არის. ეს = ეკონომიურ გაგრილებას და გათბობას. წლების მანძილზე უამრავ ფინანსურ რესურსს დაგაზოგინებს თბოიზოლაცია, თან მეტად კომფორტულად იცხოვრებ.

შეცდომა #6 🟠 რეგისტრირების გადაუმოწმებლობა - თავიდანვე გაარკვიე სახლის სამართლებრივი მდგომარეობა: ჩაბარებულია თუ არა, ან რაიმე სამართლებრივი ხარვეზი ხომ არ აქვს. სხვანაირად, ბევრი დრო შეიძლება დაკარგო და თან თუ მის მიმართ გაგიჩნდება ემოციეური ბმა, შემდეგ შეიძლება რაღაცეებზე თვალის დახუჭვა მოინდომო და ეს გაგაწვალებს.

🟠 გინდა სრული სია, რას უნდა დააკვირდე, როცა საკუთარი სახლის არჩევაზე მიდგება საქმე და რემონტის დროს რა არ უნდა გამოგრჩეს (საჭირო სპეციალისტების საკონტაქტოებით)?

მომწერე ახლავე პირადში ,,ჩამონათვალი’' და გამოგიგზავნი სრულ სიას👇

#უძრავიქონება #რემონტი

03/01/2026

Wasteless - სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (არამომგებიანი იურიდიული პირი)

🏕️ გინდა, რომ ოჯახის განტვირთვის სივრცე იყოს შენი სახლი?ჯანსაღი ძილის გარეშე ეს შეუძლებელია. 🛌 ძილი მნიშვნელოვანია, როგო...
26/08/2025

🏕️ გინდა, რომ ოჯახის განტვირთვის სივრცე იყოს შენი სახლი?

ჯანსაღი ძილის გარეშე ეს შეუძლებელია.

🛌 ძილი მნიშვნელოვანია, როგორც კვება, ვარჯიში, შრომა, დასვენება, გართობა, სწავლა - სიფხიზლეში რომ წარმატებას მიაღწიო, ჯანსაღად უნდა იძინო.

იზრუნე მელატონინზე - ძილის ჰორმონია.

💡 ჯანსაღი ძილის ოქროს წესები:

1️⃣ დაძინებამდე 2 საათით ადრე დისტანცირდი ,,ლურჯი ნათებისგან’’ (blue light) —კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სხივი, ტერფზე მინათებულიც კი, მელატონინის გამომუშავებას აფერხებს. მოიშორე ტელეფონი, ტელევიზორი, მოდემი. თუ ოთახიდან ვერ გაგაქვს - სქელი ნაჭერი გადააფარე განათებას.

2️⃣ დაგეგმე დაძინებამდე პერიოდი - ძილის წინ, ნაცვლად გამოსხივებასთან ყოფნისა, განტვირთვას შეეცადე — ლოცვა, სუნთქვის ვარჯიშები, გაჭიმვები, მედიტაცია - დაძაბულობას ხსნის.

3️⃣ სრული სიბნელე — საძინებელში ჩამოკიდე ისეთი სქელი ფარდა, რომ ქუჩიდან ხელოვნური განათება ვერ შემოვიდეს.

4️⃣ გაღვიძების შემდეგ მზის შუქს შეხედე - მელატონინს აბალანსებს.

5️⃣ ოთახის ტემპერატურა მნიშვნელოვანია - 18–20°C საძინებელში ოქროს სტანდარტია ღამისთვის. გადასაფარებელი, დამატებით შექმნის სხეულის საჭირო მიკრო კლიმატს.

6️⃣ შეეცადე დაწვე და გაიღვიძო ერთსა და იმავე დროს.

7️⃣ თავიდან აიცილე კოფეინი, ალკოჰოლი, მძიმე საკვები ძილამდე 4 საათით ადრე.

გაუზიარე ოჯახის წვრებსაც, რომ ერთად დაიწყოთ ძილის ჰიგიენაზე ზრუნვა.

💬 გაგვიზიარე შენი ძილის ჰიგიენა?

👇 დაწერე კომენტარი — ვიღაცამ შეიძლება შენგან ისწავლოს

#უძრავიქონება #კერძოსახლი #საკუთარისახლი #კონდიციონერი

🎃🔥გრძნობ როგორ იწვის ოთახი? გაგრილებისთვის საკმარისი არასრდოს არის კონდიციონერი.გიზიარებ 7 მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმ...
01/08/2025

🎃🔥გრძნობ როგორ იწვის ოთახი?

გაგრილებისთვის საკმარისი არასრდოს არის კონდიციონერი.

გიზიარებ 7 მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარება გქონდეს გრილი და კომფორტული სახლი.

( 1, 2, 6 რჩევა, ზამთარშიც☃️ გამოგადგება):

1. 🪟მზის სხივი შეაჩერე გარეთვე. სხივის ოთახში შეღწევის შემდეგ, სითბო გროვდება. ბარიერები:

ხის დარაბები; ჟალუზი, გარე ფარდა, ტენტი(ღია ფერის); დიდფოთლოვანი მცენარეები ფანჯრებთან; დიდი ხე რომელიც ფანჯრებს ჩრდილავს(ახლა დარგე შემდეგ მადლობელი იქნები).

2. 🖱️ოთახში პირველი ფარდა იყოს თეთრი - სხივს აირეკლავს. სქელი ქსოვილი უმჯობესია.

შიდა მხარეს ფარდა - მუქი, სქელი - სიბნელე რომ უზრუნველყოს.

3. 💿 სახურავის ფერი მნიშვნელოვანია
- თეთრი, ღია ფერის სახურავი აირეკლავს მზეს და აქვეითებს სახურავის ქვეშ ტემპერატურას 5–10°C-ით.

4. 💨 ღამის ჰაერი გამოიყენე - ოთახის ვენტილაციისთვის. ღამე გააღე ფანჯრები, დილით დახურე.

5. 🔌 გამორთე დენის წყაროდან ყველა არასაჭირო ნივთი. ისინი გამოყოფენ სითბოს.
💡გამოიყენე ეკონომ ნათურები.

6. 🚪დახურე ოთახის კარები რომელშიც არ ხარ. კედელი, ოთახი - თბოიზოლაციაა. არ დაანებო სიცხეს გავრცელება და სიგრილეს - გაფანტვა.

7. 🫙წყლიანი ჭურჭელი ღია ზედაპირით ან სველი ქსოვილი, მოათავსე ფანჯრებთან - წყალი სითბოს შთანთქავს და დატენიანებასაც უწყობს ხელს.

✅ შეჯამება:

გრილი(თბილიც) სახლი იქმნება ჭკვიანური სვლებით და არა ძვირადღირებული მოწყობილობებით.

ამ რჩევების დანერგვა, ბევრ რესურსს დაგაზოგინებს წლების განმავლობაში - ზაფხულში, ზამთარში და შენს სახლს, შენთან ყოფნას მიმზიდველს გახდის.

💬 შენ რა მეთოდს იყენებ გასაგრილებლად?

დაწერე კომენტში - ვიღაცამ შეიძლება შენგან ისწავლოს.

#უძრავიქონება #კერძოსახლი #საკუთარისახლი #კონდიციონერი

01/07/2025

🏰 ჩემი სახლი, ჩემი ციხე-სიმაგრეა!

გახსოვს ეს გამონათქვამი?

ნამდვილად უნდა ვეცადოთ თითოეული ჩვენგანი, რომ სახლი გადავაქციოთ ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ადგილად, ჩვენთვის და ოჯახის წევრებისთვის.

წარამატებულ დღეს გისურვებ

#ოჯახი

28/06/2025

📢 მადლობა, რომ აქ ხართ!

ეს გვერდი უკავშირდებოდა ცხენოსნობას – ზრუნვას; ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია ბუნებასთან კავშირზე და ჰარმონიაზე.

დღეს კი ახალი ეტაპი იწყება. 🌱 ღირებულებები იგივე დარჩა, მაგრამ უკვე სხვა ფორმით გამოხატული - აქ ნახავთ ინფორმაციას:

🛋მყუდრო, კომფორტული, ხარისხიანი საცხოვრებელი სახლების; რემონტის, სწორი განლაგების შექმნის და ეზოს მოწყობის შესახებ დაგროვებული ცოდნის გაზიარებას.

ჩვენი მიზანია:

თავი იგრძნოთ დაცულად და ინფორმირებულად

გვინდა განსაკუთრებული გამოცდილება შევქმნათ თქვენთის.

#უძრავიქონება

28/07/2020

Address

Kutaisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 11:00 - 16:00

Telephone

+995592861212

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შინ • Shin Estates posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to შინ • Shin Estates:

Share

აჩუ - აჩუ

ჩვენ, ცხენოსნობის მოყვარულებმა💚, გადავწყვიტეთ ქუთაისის და წყალტუბოს ძალიან ლამაზ შემოგარენში გავმართოთ საცხენოსნო სეირნობები და ტურები, წლის განმავლობაში, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სტუმრებს შემოგთავაზოთ გართობის ეს არაჩვეულებრივი და სასარგებლო სახეობა. ჩვენი მიზანია, თქვენთან ერთად შევქმნათ გარემო, სადაც შედგება მხიარული კავშირი ადამიანებს, ცხოველებსა და ბუნებას შორის, ჩამოგვიყალიბდება ახალი ურთიერთობები, რაც ჩვენს ყოველდღიურობას აუცილებლად გაამრავალფეროვნებს.

გამოწვევას გიგზავნით ყველას💚💚💚 - ბავშვებს და უფროსებს, ცხენების მფლობელებს, ცხენოსნობის მოყვარულებს, ვისაც სურვილი გაქვთ გაეცნოთ ამ კულტურას ან უბრალოდ ახალი შეგრძნებების და მხიარულების მაძიებლებს:

შემოგვიერთდით, გავუზიაროთ ერთმანეთს სიხარული!!!

სიყვარულით,