ვეტერინარული კლინიკა ვენტურა - Veterinary Clinic Ventura

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ვეტერინარული კლინიკა ვენტურა - Veterinary Clinic Ventura

ვეტერინარული კლინიკა ვენტურა - Veterinary Clinic Ventura ვეტერინარული კლინიკა ვენტურა ბათუმში / Veterinary Clinic Ventura in Batumi გიორგი კალანდაძის ვეტერინარული კლინიკა

🐣 გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!ძვირფასო მეგობრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებ...
10/04/2026

🐣 გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ძვირფასო მეგობრებო, გვსურს გაცნობოთ, რომ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, ჩვენი კლინიკა დაისვენებს 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით.
🗓 სამუშაო განრიგი:
• ❌ 10 აპრილი (პარასკევი) — დასვენება
• ❌ 11 აპრილი (შაბათი) — დასვენება
• ❌ 12 აპრილი (კვირა, აღდგომა) — დასვენება
• ❌ 13 აპრილი (ორშაბათი) — დასვენება
✅ კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს სამშაბათს, 14 აპრილს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გრაფიკი ვიზიტების დაგეგმვისას. გისურვებთ ბედნიერ და მშვიდობიან დღესასწაულებს თქვენ და თქვენს პატარა მეგობრებს! 🐾❤️

დღეს საქართველოში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლების მასობრივ დაჭერასა და გაუჩინარებაზე.მოქალაქეები და ცხო...
02/04/2026

დღეს საქართველოში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლების მასობრივ დაჭერასა და გაუჩინარებაზე.
მოქალაქეები და ცხოველთა დამცველები საუბრობენ შემთხვევებზე, სადაც უკვე სტერილიზებული და მოვლილი ძაღლები ქუჩებიდან გაჰყავთ და აღარ ბრუნდებიან.

ეს არ არის უბრალოდ „პრობლემის მოგვარება“.
ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სიცოცხლეს, ჰუმანურობას და პასუხისმგებლობას.

💔 ჩვენთვის, როგორც ვეტერინარული კლინიკისთვის, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, სადაც ცხოველის სიცოცხლე და კეთილდღეობა საფრთხეშია.

🐾 ცხოველები არ არიან ზედმეტი — ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან.

✍️ მოვუწოდებთ ყველას:
თუ თქვენც არ ხართ გულგრილი — დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია.
მოაწერეთ ხელი პეტიციას და იყავით მათი ხმა, ვისაც საკუთარი ხმა არ აქვს.

არ გავჩუმდეთ.

2025 წელს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონისა და 2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნ.....

🦷 ძაღლის კბილების პროფესიული წმენდა ულტრაბგერითი სკალერითთუ თქვენს ძაღლს აქვს:• უსიამოვნო სუნი პირიდან  • ყვითელი ან ყავ...
12/03/2026

🦷 ძაღლის კბილების პროფესიული წმენდა ულტრაბგერითი სკალერით

თუ თქვენს ძაღლს აქვს:
• უსიამოვნო სუნი პირიდან
• ყვითელი ან ყავისფერი ნადები კბილებზე
• გაწითლებული ან სისხლმდენი ღრძილები

ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ უკვე დაგროვილია კბილის ქვა და საჭიროა პროფესიული წმენდა.

ჩვენს კლინიკაში ტარდება კბილების წმენდა ულტრაბგერითი სკალერით, რაც საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ და ეფექტურად მოვაშოროთ კბილის ქვა და ნადები.

პროცედურის სარგებელი:
✔ ქრება ცუდი სუნი პირიდან
✔ მცირდება ღრძილების ანთება
✔ იცავს კბილებს ნაადრევი დაკარგვისგან
✔ აუმჯობესებს ცხოველის საერთო ჯანმრთელობას

📌 რეკომენდებულია კბილების პროფილაქტიკური წმენდა წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

📩 დეტალებისთვის და ჩაწერისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე.

🐾 უფასო კომპლექსური ვაქცინაცია მიუსაფარი ფისოებისთვის 🐾ქუჩაში მცხოვრები ფისოები ყოველდღიურად მრავალი ინფექციური დაავადებ...
09/03/2026

🐾 უფასო კომპლექსური ვაქცინაცია მიუსაფარი ფისოებისთვის 🐾

ქუჩაში მცხოვრები ფისოები ყოველდღიურად მრავალი ინფექციური დაავადების რისკის ქვეშ არიან.
იმისთვის, რომ მათ ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ, ვიწყებთ მიუსაფარი ფისოების უფასო კომპლექსური ვაქცინაციის აქციას.

💉 ვაქცინაცია ჩატარდება მაღალი ხარისხის ვაქცინით PUREVAX RCPCh.

📅 აქცია მოქმედებს მარტის ბოლომდე ან ვაქცინების მარაგის ამოწურვამდე.

🙏 ძალიან გთხოვთ ყველას —
ნუ მოიყვანთ პატრონიან ფისოებს ამ აქციაზე.
ეს შესაძლებლობა განკუთვნილია ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ფისოებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა. ნუ წავართმევთ მათ ამ შანსს.

🐱 თუ თქვენს უბანში იცით ქუჩის ფისოები — მოიყვანეთ, ერთად დავეხმაროთ მათ, რომ იყვნენ ჯანმრთელები და დაცულები.

🤝 ეს პროექტი განხორციელდა კომპანია AHS-ის მხარდაჭერით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

📍 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

06/01/2026

მოგესალმებით🐾
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით,ხვალ,7 იანვარს,ჩვენი კლინიკა იმუშავებს 10:00დან 15:00 საათამდე❤️

გილოცავთ,ახალ 2026წელს🎊ბედნიერ,ჯანმრთელ და ლაღ თანაცხოვრებას გისურვებთ,თქვენ და თქვენს ოთხთათუკა მეგობრებს🐾❤️
31/12/2025

გილოცავთ,ახალ 2026წელს🎊ბედნიერ,ჯანმრთელ და ლაღ თანაცხოვრებას გისურვებთ,თქვენ და თქვენს ოთხთათუკა მეგობრებს🐾❤️

ხომ არავის გეცნობათ? ახალსოფელში იპოვეს, მანქანამ დაარტყა , თუ გეცნობათ შეგვეხმიანეთ
03/12/2025

ხომ არავის გეცნობათ? ახალსოფელში იპოვეს, მანქანამ დაარტყა , თუ გეცნობათ შეგვეხმიანეთ

პარვო ვირუსული ენტერიტი დაუდგინდა 22ოქტომბერს ტობის,5დღიანი მკურნალობის შედეგად კი,დღეს ასეთი მომღიმარი გვესტუმრა კლინიკ...
27/10/2025

პარვო ვირუსული ენტერიტი დაუდგინდა 22ოქტომბერს ტობის,5დღიანი მკურნალობის შედეგად კი,დღეს ასეთი მომღიმარი გვესტუმრა კლინიკაში🙏🏻❤️

25/10/2025

Update‼️‼️სამწუხაროდ ფისო დაგლიჯეს ცუგებმა,ვერ გადაურჩა 😞😞
კარგად უყურეთ ამ ვიდეოს😐
იცით რომ შაბათ კვირას არ ვმუშაობთ, მოიყვანა ვიღაცამ კატა დასვა , წასვლისას პირჯვარიც გადაიწერა და ესე გაშვებული დატოვა ფისო ქუჩაში, ვის ან რის იმედად ? ან ეს ასე დაგდება რა წესია?
პ.ს ფისო არ ვიცი სადაა. ვერ ვიპოვე ვერსად, მოვიარე კორპუსის ქვემოთ პადვლები მაგრამ ამაოდ,აქ ეზოში ბევრი ძაღლია და მეეჭვება გადარჩენილიყო 😐
იქნებ რა უჭირდაო რომ წერთ, სულ ვეხმარებით ყველას, გაჩუქებაშიც მოვლაშიც, მკურნალობაშიც და თუ ვინმეს თანხა არ აქვს მაგის გამო არასოდეს გვითქვამს უარი დახმარებაზე, უბრალოდ აქ ისაა საშინელება რომ , ოდნავაც არ დაფირებულა ისე დატოვა, ჩაკეტილი ჩანთით რომ დაეტოვებინა შანსი მაინც ქონდა ფისოს გადარჩენის … მაგრამ უბრალოდ გაუშვა…

ჩვენი თბილი შერი ექიმი🌺❤️
11/09/2025

ჩვენი თბილი შერი ექიმი🌺❤️

მეგობრებო ჩამოვიტანეთ ვეტ მედინი 5 მგიანი. ვისთვისაც შევუკვეთეთ არ ჭირდებოდა მთლიანი შეკვრა. დარჩენილია 40 აბი 1 აბის ფა...
01/09/2025

მეგობრებო ჩამოვიტანეთ ვეტ მედინი 5 მგიანი. ვისთვისაც შევუკვეთეთ არ ჭირდებოდა მთლიანი შეკვრა. დარჩენილია 40 აბი
1 აბის ფასი 3 ლარი ❤️

Address

V. Gorgasali Str. #150
Batumi
6010

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Tuesday 12:00 - 19:00
Wednesday 12:00 - 19:00
Thursday 12:00 - 19:00
Friday 12:00 - 19:00

Telephone

+995593512525

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვეტერინარული კლინიკა ვენტურა - Veterinary Clinic Ventura posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ვეტერინარული კლინიკა ვენტურა - Veterinary Clinic Ventura:

Share

Category