12/10/2022
მოგესალმებით მეგობრებო !
🪐 ჩვენ ვართ გუნდი,რომელიც ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს,იმისათვის,რომ რეალობა შეცვალონ.
მართალია , თავიდან გვიჭირს ფინანსების გამო დიდ მაშსტაბებზე გასვლა ,თუმცა არ ვაპირებთ ერთჯერად კამპანიებს და გვსურს , ძალიან ბევრი ადამიანი ჩავრთოთ სიკეთის კეთების საქმეში.
☄️ახლა უშუალოდ ,მოგიყვებით ,რას ვაპირებთ ჩვენ :
-დასაწყისში ვგეგმვათ გუნდის წევრების ხარჯებით დავიწყოთ აქტივობა (სანამ მივაწვდენთ ხმას ,რომ ვარსებობთ)
- სამწუხაროდ , საქართველოში მიზანს არ აფასებენ თუ პირველადი შედეგი არ არის ,ამიტომ პირველ რიგში გავამყარებთ ჩვენი ორგანიზაციის მიზანს და დავიწყებთ თანამშრომლობას ღია ორგანიზაციებთან.
- ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა კონკურსებში , მოგებული თანხით კი , ვიმოქმედოთ კეთილსინდისიერად.
- თქვენი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა ,ამიტომ გვჭირდება კამპანიები ,სადაც ჩაერთვებით და კონკრეტული აქტივობებით გავამყარებთ ფინანსებთ.
- ასევე,ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ერთ ვეტ-კლინიკასთან და მათთან მივიყვანოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები განსაკურნებლად .
- ვგეგმავთ მერიასთან თანამშრომლობას და მიუხედავად ,მათი მოსალოდნელი იგნორისა , უსახლკარო ცხოველებისთვის თავშესაფრის აშენების საკითხის დაყენებას.
✔️აი,ეს არის მიზანი და მოსალოდნელი შედეგების რეპორტი .
ახლა იცით , რატომ ,რისთვის და როგორ ვაკეთებთ . 🟢
🪐დროა დავიწყოთ!
( რაიმე კომენტარის გაკეთება თუ გსურთ დაგვეკონტაქტეთ, ასევე ვეძებ გუნდის რამდენიმე წევრს,რომელიც დაგვეხმარება საორგანიზაციო საკითხებში,სასურველია ბათუმში ცხოვრობდეს)
#მომეცითათი
#უსახლკაროცხოველები
#ჩვენშევძლებთ