19/02/2025
For more than 20 years, Caucasian Adventures has been dedicated to promoting Georgia’s beauty to the world—our landscapes, our culture, and our deep equestrian traditions. Throughout these years, we have proudly worked with leading European riding companies, welcoming riders who leave with unforgettable experiences and a deep love for our country.
Today, Georgia is facing one of its most critical moments. For over 80 days, people have been standing together for democracy, freedom, and our European future. Like many businesses, we are affected, and so are our horses, who depend on us.
Now, more than ever, we need to support each other. We believe in a Georgia that is free, strong, and open to the world. For those who need a moment to recharge, reconnect with nature, and gather strength, our stable is here, always open, always ready and our horses are waiting, standing as resilient as ever, just like our people.
We stand in solidarity with all who are affected by this crisis. We believe in a free Georgia, the Fundamental right to protest, and the Constitutional path toward EU and NATO. At the same time, we remain committed to preserving the spirit of our country— our land, our traditions, and the horses we have cared for, generation after generation.
20 წელზე მეტია, რაც Caucasian Adventures ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს მიმზიდველობის წარმოსაჩენად მსოფლიოს წინაშე, რათა ყველას გააცნოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი საცხენოსნო ტრადიციები. ამ წლების განმავლობაში ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ ევროპის წამყვან საცხენოსნო კომპანიებთან, ვმასპინძლობთ ტურისტებს, რომლებიც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და საქართველოს სიყვარულით აღსავსენი ტოვებდნენ ჩვენს ქვეყანას.
დღეს საქართველოში მისი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია. 80 დღეზე მეტია, ხალხი ერთად დგას დემოკრატიის, თავისუფლებისა და ჩვენი ევროპული მომავლის მხარდასაჭერად და დასაცავად. ბევრი ბიზნესის მსგავსად, ჩვენი საქმეც დაზარალდა, რაც სამწუხაროდ ჩვენს მზრუნველობაზე დამოკიდებულ ცხენებზეც ახდენს გავლენას.
ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა. ჩვენ გვჯერა ისეთი საქართველოსი, რომელიც არის თავისუფალი, ძლიერი და ღია მსოფლიოსთვის. მათთვის, ვისაც ესაჭიროება თუნდაც ხანმოკლე განტვირთვა, ბუნებასთან ჰარმონიული კავშირი ძალების აღსადგენად და ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ჩვენი თავლა თქვენს განკარგულებაშია, მუდამ მზად რომ გიმასპინძლოთ და ჩვენი ცხენებიც გელიან.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც დაზარალდა ამ კრიზისით. გვჯერა თავისუფალი საქართველოსი, პროტესტის ფუნდამენტური უფლებისა და კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვის გზის. ამავდროულად, დარწმუნებული ვართ, რომ შევინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სულისკვეთებას - ჩვენს სამშობლოს, კულტურას, ტრადიციებს და რა თქმა უნდა ჩვენს ცხენებს, რომლებზეც ვზრუნავთ მრავალი თაობა.
Photo credit: Tako Robakidze ©