16/11/2024
🎉წარმოგიდგენთ ჩემი საშენის, 𝗚𝗘𝗢𝗥𝗚𝗜𝗔𝗡 𝗦𝗨𝗡𝗦𝗛𝗜𝗡𝗘-ის მომავალ ვარსკვლავებს 🌟უდიდესი სიამაყითა და ბედნიერებით გაცნობთ შესანიშნავი წყვილის ახალ თაობას. ამ დღემდე მოსვლა ადვილი არ ყოფილა, ბევრი სირთულის, დროისა და ენერგიის მიუხედავად ჩემი გამორჩეული გოგო - 𝗦𝗜𝗡𝗗𝗬 𝗙𝗢𝗥 𝗚𝗘𝗢𝗥𝗚𝗜𝗔𝗡 𝗦𝗨𝗡𝗦𝗛𝗜𝗡𝗘 იგივე კაია გაემგზავრა იტალიაში ჩვენს მეგობარ Lasha Parunashvili-თან ერთად, რათა დაგვეწყვილებინა მრავალტიტულოვან, შესანიშნავი წარმოშობისა და ანატომიის იტალიელ ბიჭთან - 𝗢𝗟𝗩𝗜𝗡𝗚𝗟𝗔𝗬 𝗦𝗢𝗢𝗧𝗛𝗦𝗔𝗬𝗘𝗥 𝗝𝗪 იგივე TAROT-თან. 💫ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანისთვისა და გაწეული დახმარებისთვის უდიდესი მადლობა ლაშას, ის ფაქტი, რომ ეს ბავშვები ქვეყანას მოევლინენ უდიდესწილად მისი დამსახურებაა. 🙏ასევე გამორჩეული მადლობა Giovanni Monteverde თბილი დახვედრისთვისა და გაწეული დახმარებისათვის. 💙🙏 𝗔 𝗵𝗲𝗮𝗿𝘁𝗳𝗲𝗹𝘁 𝘁𝗵𝗮𝗻𝗸 𝘆𝗼𝘂 𝘁𝗼 𝗚𝗶𝗼𝘃𝗮𝗻𝗻𝗶 for your kindness, generosity, and trust. Your incredible male is truly one of a kind, and it has been an absolute privilege to collaborate with you. We are deeply grateful for your guidance and for sharing this amazing opportunity with us. 💙რომ დავუბრუნდეთ ძაღლებს, ბავშვების ორივე მშობელი მრავალგზის ჩემპიონია, ორივე ბევრჯერ ყოფილა წარმატებული მსოფლიო დონის შოუებზე, ეს ყველაფერი მეტ ბრწყინვალებას ჰფენს და უდიდეს იმედებს სახავს ამ ბავშვების მომავალისათვის. 😇ეს არ ყოფილა უბრალოდ შეჯვარება, ეს იყო საერთაშორისო თანამშრომლობისა და მომავლის ხედვის გამოვლინება. იმედი მაქვს აუცილებლად აღფრთოვანებულები ვიქნებით იმ პოტენციალის ნახვით, რაც ამ პატარებს ექნებათ. 🥰ამ ნამატით ვიმედოვნებ უფრო წინ წაიწევს ჩემი საშენის ხარისხი და გავზრდი მეტ და მეტ ვარსკვლავურ თაობებს. 🌟თვალყური ადევნეთ განახლებებსა და ფოტოებს, აუცილებლად ბევრ დეტალს გაგიზიარებთ ამ გამორჩეული ბავშვების გაზრდის პროცესიდან. 🎨 𝗔 𝗯𝗶𝗴 𝘁𝗵𝗮𝗻𝗸 𝘆𝗼𝘂 𝘁𝗼 Elmira Art for creating such a stunning presentation photo that perfectly captures the beauty of this special moment. 💞ყველას უდიდესი მადლობა ამ დროის მანძლზე გვერდში დგომისა და ჩვენი სიხარულის გაზიარებისათვის ❤️