Vet CT • ვეტ სითი

Vet CT • ვეტ სითი საქართველოში პირველი ვეტერინარული კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტი

თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაუჭირდა სიარული, ვეღარ ადის კიბეზე, ბარბაცებს ან ზურგზე შეხებისას მწვავე ტკივილს განიცდის - ...
11/05/2026

თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს გაუჭირდა სიარული, ვეღარ ადის კიბეზე, ბარბაცებს ან ზურგზე შეხებისას მწვავე ტკივილს განიცდის - ეს, შესაძლოა, მალთაშუა დისკის თიაქარი იყოს.

⚠️ ამ დროს თიაქარი ზურგის ტვინს აწვება და პირველი 48 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ‼️ თუ მოქმედებას არ დავიწყებთ, დაზიანება შეიძლება შეუქცევადი გახდეს და ცხოველი სამუდამოდ პარალიზებული დარჩეს.

CT კვლევით ქირურგი დეტალურად ხედავს თიაქრის ზომასა და მდებარეობას. სწორედ ეს ზუსტი სურათი აძლევს ექიმს საშუალებას, დაუყოვნებლივ დაგეგმოს ოპერაცია.
ნუ დაკარგავთ ძვირფას წუთებს, როცა საქმე საყვარელი მეგობრის მოძრაობის უნარს ეხება! 🐾

📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 577 933 111
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი თავდადებული, ემოციურად მძიმე და გმირულია მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ად...
31/03/2026

ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი თავდადებული, ემოციურად მძიმე და გმირულია მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების ყოველდღიურობა 🐾

თქვენ საკუთარ ცხოვრებას უძღვნით მათ, ვისაც დახმარების თხოვნა არ შეუძლია.
VET CT და Veterinarium გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას! ✊

იმისათვის, რომ ზუსტი დიაგნოსტიკა და სიცოცხლის გადარჩენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მთელი აპრილის განმავლობაში, ნებისმიერ მიუსაფარ ცხოველს CT კვლევა 50%-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება 🐶🐱

რათა დახმარება შეუფერხებლად მიიღოთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ:

✅ სტატუსი: პაციენტს უნდა ჰქონდეს მუნიციპალური საჭდე, ან ახლდეს მოხალისე/ფონდის წარმომადგენელი.
✅ უსაფრთხოება: აუცილებელია წინასწარი სისხლის ანალიზები და მკურნალი ექიმის მიმართვა.
✅ ჯავშანი: ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა სავალდებულოა.

გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით. 🔄
📞 ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 577 933 111
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

რატომ არის CT კვლევა გადამწყვეტი ზუსტი დიაგნოზისთვის? 🐕🐈რენტგენისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად მხოლოდ "ჩრდილებს" გვაჩ...
23/03/2026

რატომ არის CT კვლევა გადამწყვეტი ზუსტი დიაგნოზისთვის? 🐕🐈

რენტგენისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად მხოლოდ "ჩრდილებს" გვაჩვენებს, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ქმნის სხეულის დეტალურ, 3D გამოსახულებას. ის გვაჩვენებს იმას, რაც სხვაგვარად უხილავი დარჩებოდა!

ვეტერინარიაში CT ძირითადად 4 მიმართულებით გამოიყენება:
🔸 ონკოლოგია: სიმსივნის საზღვრების ზუსტი განსაზღვრა და ფილტვებში უმცირესი მეტასტაზების აღმოჩენა
🔸 ორთოპედია: რთული მოტეხილობებისა და წვრილი ძვლოვანი ფრაგმენტების დეტალური გამოკვლევა
🔸 ნევროლოგია და ტრავმები: მალთაშუა დისკის თიაქრის, თავის ტვინისა და ქალას ტრავმების უტყუარი შეფასება
🔸 რბილი ქსოვილები: სისხლძარღვოვანი ანომალიებისა და სასუნთქ გზებში ჩარჩენილი უცხო სხეულების ლოკალიზაცია

ℹ️ პროცედურის შესახებ:
კვლევა სრულიად უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. ვინაიდან ოთხფეხა პაციენტები უძრავად ვერ ჩერდებიან, პროცედურა ხანმოკლე და უსაფრთხო სედაციის ქვეშ ტარდება.

ზუსტი დიაგნოსტიკა უკვე ფუფუნება აღარ არის - საქართველოში პირველი სპეციალიზებული ვეტერინარული კაბინეტი Vet CT მზადაა თქვენს დასახმარებლად! 🐾

📞 577 933 111
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

თქვენს შინაურ ცხოველს CT გამოკვლევა სჭირდება, თუ... მას ყურის ქრონიკული პრობლემები არ შორდება! 👂მუდმივად მკურნალობთ ყური...
06/03/2026

თქვენს შინაურ ცხოველს CT გამოკვლევა სჭირდება, თუ... მას ყურის ქრონიკული პრობლემები არ შორდება! 👂

მუდმივად მკურნალობთ ყურის ანთებას, ასუფთავებთ, აწვეთებთ წვეთებს, მაგრამ პრობლემა მაინც ბრუნდება? ან იქნებ შეამჩნიეთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა თავი ცალ მხარეს გადახარა და წონასწორობას კარგავს?

ხშირად მიზეზი იმალება იქ, სადაც ჩვეულებრივი გამოსაკვლევი ინსტრუმენტი ვეღარ აღწევს - შუა და შიდა ყურში.

რატომ არის ასეთ დროს კომპიუტერული ტომოგრაფია გადამწყვეტი?

ჩვეულებრივი რენტგენი თავის ქალის ძვლების რთულ სტრუქტურას კარგად ვერ აჩვენებს. კომპიუტერული ტომოგრაფიით კი ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად ვხედავთ:
🔍 არის თუ არა შუა ყურში დაგროვილი სითხე ან ჩირქი;
🔍 ხომ არ განვითარდა ყურის არხში პოლიპი ან სიმსივნური წარმონაქმნი;
🔍 დაზიანებულია თუ არა ძვლოვანი სტრუქტურა.

მხოლოდ ზუსტი დიაგნოზით არის შესაძლებელი ქრონიკული ტანჯვის დასრულება და სწორი (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში - ქირურგიული) მკურნალობის დაგეგმვა.

💳 ნუ გადადებთ პროცედურას, ჩვენთან გადახდა უკვე TBC განაწილებითაც შეგიძლიათ!

📞 577 93 31 11
📍დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

#ვეტერინარია #დიაგნოსტიკა

თქვენს შინაურ ცხოველს CT გამოკვლევა სჭირდება, თუ... კოჭლობს და რენტგენზე "არაფერი ჩანს" 🐕რატომ ხდება ეს ❓იმიტომ, რომ სახ...
16/02/2026

თქვენს შინაურ ცხოველს CT გამოკვლევა სჭირდება, თუ... კოჭლობს და რენტგენზე "არაფერი ჩანს" 🐕

რატომ ხდება ეს ❓
იმიტომ, რომ სახსარში (განსაკუთრებით იდაყვსა და მხარში) შეიძლება იყოს სულ პატარა ძვლოვანი ფრაგმენტი ან ბზარი, რომელსაც ორგანზომილებიანი რენტგენი ვერ აფიქსირებს.
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ქმნის სახსრის 3D მოდელს. ჩვენ ვხედავთ:
🦴 იდაყვის დისპლაზიის ფარულ ფორმებს;
🦴 ძვლის ფრაგმენტაციას;
🦴 კვირისტავის ლუქსაციას;
🦴 რთულ მოტეხილობებს.

ნუ დატოვებთ ტკივილს პასუხის გარეშე -
ზუსტი დიაგნოზი სწორი მკურნალობის საწინდარია 💛

📍დავით აღმაშენებლის ხეივანი 240
📞 577 933 111

#ვეტერინარია #დიაგნოსტიკა

თქვენს შინაურ ცხოველს CT გამოკვლევა სჭირდება, თუ... მას ქრონიკული ცემინება აწუხებს 🤧ხშირად, როცა ძაღლს ან კატას აქვს ხან...
06/02/2026

თქვენს შინაურ ცხოველს CT გამოკვლევა სჭირდება, თუ... მას ქრონიკული ცემინება აწუხებს 🤧

ხშირად, როცა ძაღლს ან კატას აქვს ხანგრძლივი გამონადენი ან სისხლდენა ცხვირიდან, დიაგნოზის დასასმელად ჩვეულებრივი დათვალიერება საკმარისი არ არის.

რენტგენზე ცხვირის ღრუს ძვლები ერთმანეთს ფარავს, CT კი გვაძლევს საშუალებას, მილიმეტრებში დავინახოთ:
🌾 ხომ არ არის გაჭედილი უცხო სხეული;
🦠 არის თუ არა სიმსივნური წარმონაქმნი;
🍄 ხომ არ მიმდინარეობს სოკოვანი ინფექცია, რომელმაც ძვალი დააზიანა.

ზუსტი დიაგნოზი სწორი მკურნალობის საწინდარია! 💛

📍დავით აღმაშენებლის ხეივანი 240
📞 577 933 111
#ცხვირისპრობლემები #დიაგნოსტიკა #ვეტერინარია

ხშირად გვეკითხებიან: „როდის სჭირდება ჩემს ცხოველს კომპიუტერული ტომოგრაფია?“CT კვლევა შეუცვლელია მაშინ, როცა გვაქვს:🦴 რთუ...
18/01/2026

ხშირად გვეკითხებიან: „როდის სჭირდება ჩემს ცხოველს კომპიუტერული ტომოგრაფია?“

CT კვლევა შეუცვლელია მაშინ, როცა გვაქვს:

🦴 რთული ტრავმები და ორთოპედია - ავტოავარიის ან სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ, როცა რენტგენზე რთულია დაზიანების სრული მასშტაბის დანახვა (მაგ: ხერხემლის ან მენჯის რთული მოტეხილობები).
🔍 ონკოლოგიური ეჭვი - სიმსივნის გავრცელების (მეტასტაზების) გამოსარიცხად ან დასადასტურებლად. ეს ოპერაციის ზუსტი დაგეგმვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
👃 სუნთქვის პრობლემები - როცა ცხოველს უჭირს სუნთქვა, აქვს ქრონიკული გამონადენი ცხვირიდან ან უცხო სხეული სასუნთქ გზებში.

„ვეტ სითიში“ GE BrightSpeed აპარატით, სულ რამდენიმე წუთში ვიღებთ იმ პასუხებს, რომლებსაც ჩვეულებრივი გამოკვლევით ვერ მიიღებდით.

ზუსტი დიაგნოზი სწორი მკურნალობის საწინდარია! 💙
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი 240
📞 577 933 111

გილოცავთ ახალ 2026 წელს! საუკეთესო სურვილებით,ვეტ სითი 🐾
01/01/2026

გილოცავთ ახალ 2026 წელს!
საუკეთესო სურვილებით,
ვეტ სითი 🐾

📢 შემოუერთდი VET CT-ის გუნდს!გაინტერესებს ვეტერინარული რადიოლოგია? გსურს იმუშაო საქართველოში პირველ ვეტერინარულ კომპიუტე...
22/12/2025

📢 შემოუერთდი VET CT-ის გუნდს!

გაინტერესებს ვეტერინარული რადიოლოგია? გსურს იმუშაო საქართველოში პირველ ვეტერინარულ კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) კაბინეტში და დაეუფლო უნიკალურ სპეციალობას?

ვეძებთ ლიცენზირებულ ვეტერინარს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა პრიორიტეტია!

რას ვითხოვთ შენგან?
✅ ვეტერინარულ განათლებასა და ლიცენზიას
✅ ინგლისური ენისა და ტექნოლოგიების ცოდნას
✅ ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობას

პირობები:
🔹 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება
🔹 გრაფიკი: სამშაბათი და შაბათი (10:00 - 18:00)
🔹 წარმატებული სტაჟირების შემდეგ — დასაქმების რეალური შესაძლებლობა

📩 დაინტერესდი? გამოგვიგზავნე CV 15 იანვრამდე მისამართზე: [email protected]

📞 577 933 111
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

ვეტ სითი საქართველოში პირველი ვეტერინარული კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტია, თუმცა ჩვენი მისია არა მხოლოდ გამოკვლევები...
10/12/2025

ვეტ სითი საქართველოში პირველი ვეტერინარული კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტია, თუმცა ჩვენი მისია არა მხოლოდ გამოკვლევების ჩატარება, არამედ დარგის განვითარებაა!

რადგან საქართველოში ვეტერინარული კომპიუტერული ტომოგრაფიის ვიწრო სპეციალიზაცია აქამდე არ არსებობდა, ვეტ სითის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმი-რადიოლოგებით, რომლებმაც მედიცინაში მიღებული ცოდნის საფუძველზე დააგროვეს ფასდაუდებელი გამოცდილება ცხოველთა დიაგნოსტიკაში.

ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ეს გამოცდილება მხოლოდ კაბინეტში არ დარჩეს. სწორედ ამიტომ, აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University-ის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტებს ახლა უკვე შეუძლიათ, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად, ვეტ სითიში პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რათა მოქმედ თუ მომავალ ვეტერინარებს ჰქონდეთ წვდომა უახლეს სადიაგნოსტიკო მეთოდებზე და საქართველოში ჩამოყალიბდეს ვეტერინარული რადიოლოგიის ძლიერი სკოლა 🐾

📞 577 933 111
📍დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ, CT) თანამედროვე ვეტერინარიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია. თუ...
01/12/2025

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ, CT) თანამედროვე ვეტერინარიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია. თუ ტრადიციული რენტგენი გვაძლევს ორგანზომილებიან სურათს, სადაც ორგანოები ერთმანეთს ფარავს, CT ქმნის დეტალურ, სამგანზომილებიან (3D) გამოსახულებას.

ეს მეთოდი ვეტერინარებს საშუალებას აძლევს, დაინახონ ისეთი პათოლოგიები, რაც სხვაგვარად შეუმჩნეველი დარჩებოდა.

ვეტერინარიაში CT ძირითადად ოთხი მიმართულებით გამოიყენება:

🔸 ონკოლოგია (სიმსივნეები)

CT "ოქროს სტანდარტია" სიმსივნეების მართვაში.

მეტასტაზების ძიება: CT ბევრად უფრო მგრძნობიარეა ფილტვებში პატარა მეტასტაზების აღმოსაჩენად, ვიდრე რენტგენი.

ოპერაციის დაგეგმვა: ქირურგს შეუძლია ზუსტად დაინახოს სიმსივნის საზღვრები და გაიგოს, ჩაზრდილია თუ არა ის დიდ სისხლძარღვებში ან მეზობელ ორგანოებში.

🔸 ორთოპედია (ძვლები და სახსრები)

იდაყვის დისპლაზია: ხშირად რენტგენზე არ ჩანს წვრილი ძვლოვანი ფრაგმენტები, CT კი მათ ნათლად აჩვენებს.

რთული მოტეხილობები: 3D რეკონსტრუქცია ეხმარება ქირურგს ურთულესი მოტეხილობების აწყობაში.

🔸 ნევროლოგია (თავი და ხერხემალი)

ეს არის CT-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დანიშნულება.

ხერხემლის პრობლემები: მალთაშუა დისკის თიაქარი - CT ზუსტად აჩვენებს, სად აწვება დისკი ზურგის ტვინს, რაც ოპერაციის დასაგეგმად აუცილებელია.

თავის ტვინი: სიმსივნეების, ტრავმების ან ჰიდროცეფალიის დიაგნოსტიკა.

🔸 ტრავმები: თავის ქალის მოტეხილობების დეტალური შეფასება.რბილი ქსოვილები და სისხლძარღვები

პორტოსისტემური შუნტი: ღვიძლის სისხლძარღვოვანი ანომალიების დიაგნოსტიკა.

🔸 უცხო სხეულები: მაგალითად, ბალახის აღმონაცენი, ცხვირის ღრუში ან ფილტვებში, რომლის პოვნაც სხვა მეთოდით ძალიან რთულია.

ℹ️ რადგან ცხოველები ვერ ჩერდებიან უძრავად ბრძანების საფუძველზე, ამიტომ, ვეტერინარული CT კვლევა თითქმის ყოველთვის ტარდება ხანმოკლე, ღრმა სედაციის ქვეშ. პროცედურა თავისთავად უმტკივნეულო და სწრაფია, სკანირებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

კომპიუტერული ტომოგრაფია ვეტერინარიაში არ არის "ფუფუნების საგანი", ეს არის აუცილებლობა რთული დიაგნოზების დროს. ის ექიმს აძლევს საშუალებას სწორად დაგეგმოს მკურნალობა, რაც ამცირებს რისკებს და ზრდის ცხოველის გამოჯანმრთელების შანსს და საქართველოში პირველად ის უკვე ხელმისაწვდომია ვეტ სითიში 🐾

📞 577 933 111
📍 დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

Address

240 Davit Aghmashenebeli Alley
Tbilisi
0159

Opening Hours

Tuesday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Vet CT • ვეტ სითი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share