01/02/2026
„კანე კორსო“🐾🫶❣️
როცა ამ ჯიშს ირჩევ, უბრალოდ ძაღლს არ ირჩევ…
ირჩევ პასუხისმგებლობას, ურთიერთობას და დიდ სიყვარულს.
ჰკითხე საკუთარ თავს:
გაქვს მოთმინება და სიმშვიდე?
შეგიძლია ძლიერი, 80-კილოგრამამდე კორსო არა ძალით, არამედ ნდობით მართო?
გაქვს მშვიდი ლიდერის ხასიათი, რომელის საშუალებით გაწონასწორებულად მართავ შენს კანე კორსოს? მას არ სჭირდება ყვირილი, არც ძალადობა!!
კორსო გცდის — არა ბოროტებით, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნდეს: უსაფრთხოდაა.
იქნება მომენტები, როცა გაიზრდება, მოგედება ფეხებში და თქვენს ურთიერთობაში დაძაბულობაც გაჩნდება… ეს ნორმალურია.
მთავარია, არ შეუშინდე, არ დაიხიო უკან და სიყვარულით, სიმშვიდით დარჩე მის თვალებში ლიდერად.
თუ ამის ძალა გაქვს —
კანე კორსო შენში საუკეთესოს გამოაღვიძებს, გაგაძლიერებს, გაგზრდის და გასწავლის ნამდვილ ერთგულებას.
მაშინ ეს ძაღლი ნამდვილად შენთვისაა შექმნილი. ❤
#კანეკორსო 🐾❤