02/06/2024
ბრიტანული კატა
(საშუალო წაკითხვის დრო: 5 წუთი)
ბრიტანული კატა ერთერთი ყველაზე ცნობადი კატების ჯიშია, არა ერთი მხატვრული ნაწარმოების და ეკრანიზაციის მუზა. ერთერთი ყველაზე სახოვანი არის ჩიშერის კატა, ლიუის ქეროლის ალისა საოცრებათა ქვეყნიდან. ცნობილია რომ თავად ლიუს ქეროლს ჰყავდა სპარსული და ბრიტანული კატები და ბრიტანული კატა აირჩია ზუსტად დამახასიათებელი ღიმილის იერსახის გამო.
ბრიტანულები არიან მსხვილი, საკმაოდ მეგობრული, მშვიდი ხასიათის ფისოები. მიუხედავად იმისა რომ პირადი სივცე უყვართ და ბევრს მიაჩნია უჟმურ ჯიშად, საკმაოდ სოციალურები არიან და ახასიათებთ საოცარი მიჯაჭვულობა. ძალიან მზრუნველები ბავშვების მიმართ და ახასიათებთ მეპატრონის დევნა და მახლობლად მოკლათება.
ისტორიული ექსკურსი
ითვლება რომ ბრიტანული მოკლებეწვიანები ინგლისში ჯერ კიდევ რომაელებმა შემოიყვანეს როდესაც ეგვიპტიდან საქსების მიმართულებით დაიძრნენ რაც ამ ნიშნავს რომ ბრიტანულები ერთერთი ყველაზე ძველი ცნობილი ჯიშია. ამ კატების მასიური ტანწყობის, ძლიერი კუნთოვანი მასის და არაჩვეულებრივი ნადირობის ინსტინქტების წყალობით, უდიდესი წვლილი ჰქონდათ სამხედრო საკვები მარაგების და ბურღულეულის დაცვაში. ადვილად უმკლავდებოდნენ ვირთხებსაც კი. მეოცე საუკუნეში სპარსულ კატებთან სელექციის შედეგად, გაჩნდა ასევე გრძელბეწვიანი ბრიტანულებიც.
ისტორიულ წყაროებში, ამ ჯიშს ჰქონდა თავისი აღმასვლობის და ასევე მძიმე პერიოდებიც. მაგალითად ინკვიზიციის პერიოდში, როდესაც კატები ითვლებოდნენ ალქაჯების კომპანიონებად, კატების მასიური გაწყვეტა ხდებოდა. ამ პერიოდს ემთხვევა მღრღნელები მიერ შავი ჭირის გავრცელება და ირონიაა რომ ისევ ამ ჯიშს აქვს ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი ვირთხებთან და მტრედებთან ბრძოლაში რამაც ევროპა შავი ჭირისგან იხსნა.
შემდეგი მძიმე პერიოდი იყო უკვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც შიმშილის გამო, ბრიტანულების პოპულაცია თითქმის გაწყდა. დარჩენილი საჯიშე ხაზების სპარსულებთან, რუსულ ცისფერებთან და სხვა შინაურ მოკლებეწვიან (ამერიკული) კატებთან სელექციით, მოხერხდა ამ ჯიშის შენარჩუნება და აღდგენა. ამავე პერიოდიდან ჩნდება სპარსულების გენების მატარებელი გრძელბეწვიანი და ასევე სხვადასხვა ნახატის მატარებელი ბრიტანულები.
პირველი კატების ოფიციალური გამოფენა მოეწყო 1871 წელს, დიდ ბრიტანეთში ქრისთალ ჰოლში. მონაწილეობას ღებულობდნენ ბრიტანული, სპარსული, რუსული ცისფერი და სხვა მოკლებეწვიანი კატები და აღსანიშნავია რომ ზუსტად ბრიტანული მოკლებეწვიანი იყო პირველი გამარჯვებული და დამსახურებულად ნამდვილად არიარებული სამეფო ჯიშად. 1900-იან წლებში პირველად მოხვდა ამერიკის კონტინეტზე, სადაც ზუსტად შინაურ მოკლებეწვიანად იყო ცნობილი.
მე-19-ე საუკუნიდან, ბრიტანულის სელექციით გამოყვანილია რამდენიმე ქვეჯიში, როგორიცაა ბრიტანული შინშილა და შოტლანდიური ფოლდი/სტრეიტი.
ხასიათი
ბრიტანულები არიან ძალიან მეგობრული, მშვიდი და მოყვარული ფისოები. სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, ბრიტანულები არიან ბავშვებთან ურთიერთობის ათეულში, ბავშვების მიმართ მოთმენის და ზრუნვის მიხედვით, მაგრამ მასიდან გამომდინარე, ურჩევნიათ მოკლე ენერგიული თამაშები და უმჯობესია ბავშვი იყოს მზად იმისთვის რომ ხანგრძლივი თამაში არ ესიამოვნება და დაიწყებს თავის გარიდებას. აუცილებელია ბავშმა იცოდეს რომ ფისოს სჭირდება პირადი, დაცული სივრცე-საზღვრები და სათუთი მოპყრობა.
მოფერების მხრივ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მოყვარულები არიან, ამ ჯიშს არ უყვარს ხელში ჭერა და ურჩევნიათ გვერდით ან ფეხებში ძილი. ამის მიზეზია მასიური აღნაგობა, რის გამოც ურჩევნიათ მიწასთან ახლოს იყვნენ. ხშირი ბეწვი და ბეწვის ქვეშსაგები კი ნიშნავს რომ ხელში საკმაოდ სწრაფად ხურდებიან და ექმნებათ დისკომფორტი.
მშვიდი ხასიათის და დიდი მასის გამო, უფრო ნაკლებად მოძრავნი არიან და შესანიშნავად ეგუებიან სახლის პირობებს და სახლში მარტო თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ.
საკმაოდ მარტივად ეგუებიან სხვა ცხოველებს, არიან საკმაოდ ინტელექტუალურები და მარტივად სწავლობენ ქცევსბ დაკვირვებით.
ძირითადი მახასიათებლები
ხასიათი: მოსიყვარულე და მშვიდი
წონა: ძუ 2,7-5,5კგ, ხვადი 6,5-8,0კგ
სიგრძე: 55-70სმ
ბეწვი: ძალიან ხშირი
თვალების ფერი: დამოკიდებულია ბეწვის შეფერილობაზე, უმეტესწილად ოქროსფერი- სპილენძისფერი, იშვიათად ლურჯი
ბეწვის შეფერილობა: კლასიკური ფერია ცისფერი (ნაცრისფერი) მაგრამ გვხვდება 30-მდე სხვადასხვა შეფერილობის და ნახატის კომბინაციები: შავი, შოკოლადი, ცინამონი (ღია შოკოლადი), ლილაკი (მონაცრისფრო-კრემისფერი), ოქროსფერი, ვერცხისფერი, ნარინჯისფერი, კრემი, ფავნი. ბრიტანულებში ძირთტადად გვხვდება 4 ძირითადი ნახატის კლასიფიკატორი: კლასიკური თაბბი (ლაქოვანი, მარმარილო), მაქრელ (ზოლოვანი), სპოტი (წერტილოვანი) და ტიკირებული (გარდამავალი) ტიპებად.
აღნაგობა: მსხვილი, მასიური ჩონჩხი და ძლიერი კუნთოვანი სისტემა. სქელი მოკლე კისერი და საშუალო - დამიწებული დგომი. მრგვალი სახე. ყურები (მოკლე, საშუალო) გადახრილი განზე 135 გრადუსით. მსხვილი საშუალო სიგრძის კუდი.
ზრდასრულობის ასაკი: 1.5-3 წელი
საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა: 16 წელი, სათანადო მოვლის პირობებში, არაერთი შემთხვევაა როდესაც მაქსიმალური ასაკი 28 წელი იყო.
ჰიპოალერგენული: არა
ენერგიულობა: საშუალო
ინტელექტი: მაღალი
ვოკალურობა (კნავილი): დაბალი
ვაჯიშის აუცილებლობა: საშუალო
სხვა ცხოველებთან შეგუება: მაღალი
ბავშვებთან მეგობრულობა: მაღალი
მოვლის პირობები
ბეწვი: ძალიან ხშირი ბეწვი. მოკლებეწვიანების გამოვარცხნა საკმარისია 2-3 დღეში ერთხელ, გრძელბეწვიანების დასაშვებია ყოველდღიურად. როგორც წესი ეგ პროცესი საკმაოდ უყვართ.
კვება: მიუხედავად მასიურობისა, ვინაიდან ეგ ჯიში არ არის ძალიან ენერგიული, ჭამენ ნაკლებს ვიდრე ვიზუალურად მოგეჩვენებათ. შესაბამისად ჭარბი კვება გამოიწვევს ჭარბ წონას და შედეგად ჯანმრთელობის პრობლემებს. საკვები უნდა შეარჩიოთ პრემიუმ და სუპერ პრემიუმ კლასიდან. უმჯობესია რეგულარული ვეტერინარული შემოწმებისას, დააზუსტოთ კვების გეგმა,დიეტა ან/და ტიპი თქვენ ვეტერინართან.
ვარჯიში და აქტივობა: ბრიტანულები არ არიან ზედმეტად ენერგიულები, შესაბამისად ენერგიის მოზღვავებას და თამაშის სურვილს უფრო სპონტანურად ავლენენ. უყვართ ამ პერიოდში თავისი სათამაშოებით გართობა, ახასიათებთ სათამაშოების გარკვეულ, რჩეულ ადგილებში დამალვა-დაგროვება.
ბრჭყალების დაჭრა: როგორც წესი, ბრჭყალების დაჭრა შესაძლებელია ყოველ 2-3 კვირაში, ვეტერინარის მიერ ან შეგიძლიათ ვეტერინარს სთხოვოთ გაჩვენოთ ბრჭყალების დაჭრის სწორი წესი და ამ რუტინას თავადაც გაართმევთ თავს.
კბილების მოვლა: ბაზარზე არსებობს სპეციალური კბილის პასტები სპეციალური გემოთი და არომატით და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური აღნაგობის კბილის ჯაგრისები. ასევე არის სპეციალური ფორმულით დამზადებული სასუსნაოები, რომლებიც აცილებენ კბილებს ნადებს. უმჯობესია კბილის გახეხვის რუტინას, პატარა ასაკიდანვე დააჩვიოთ.
კლიმატური პირობები: თანამედროვე ბრიტანული კატები არიან აბსოლუტურად შინაური ცხოველები. მასიურობიდან გამომდინარე არ არიან სწრაფები, შესაბამისად გარეთ ხდებიან მოუქნელები და მტაცებლისთვის ადვილ მიზნად. მიუხედავად ამისა, კრიტიკულ სიტუაციაში, ბრიტანული კატა გამოიყენებს მთელ თავის კუნთოვან მასას და ძალას საკუთარი თავის დასაცავად. ასევე არაა რეკომენდირებული მზის ქვეშ დიდხანს გაჩერება, ვინაიდან ძალიან ხშირი ბეწვის საფარი, გარანტირებულად გამოიწვევს სხეულის გადახურებას.
ვეტერინართან ვიზიტი: როგორც ყველა კატა, საჭიროებს გეგმიურ ყოველწლიურ ვეტერინარულ ვიზიტს, ყველა საჭირო დროულ სავალდებულო ვაქცინაციას: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა; კოპმლექსური აცრები - პანლეიკოპენია, კალცივირუსი, 1 ტიპის ჰერპესვირუსი(რინოტრაქეატი). გეგმიური ექოსკოპიური, სისხლის საერთო და სისხლის ბიოქიმიური ანალიზები.
გენეტიკური დაავადებებისადმი მიდრეკილება
ბრიტანული კატა ზოგადად მიიჩნევა ერთ ერთ ყველაზე ჯანმრთელ კატად. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია წინაპრებში შეჯვარების წესების დარღვევისას, არასწორი მოვლის/კვების ან ჭარბი წონის პირობებში გაიზარდოს ან გამოვლინდეს შემდეგი დაავადებები:
თირკმლის პოლიცისტური დაავადება (PKD): თირკმელზე ვითარდება რამდენიმე ცისტი. შესაძლებელია რომ ეგ იყოს თანდაყოლილი მცირე სახით და ასაკთან ერთად გაიზარდოს რაც შემდგომ იწვევს თრიკმლის ფუნქციის მოშლას. ზოგიერთ კატას არ ეტყობა დაავადების სიმპტომები, ზოგს კი ახასიათებს თირკმელების უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა გაზრდილი წყლის მოხმარება, ღებინება, წონის კლება ან სისხლი შარდში. მკურნალობა მოიცავს სპეციალურ დიეტას, მედიკამენტრუს მკურნალობას და სიმპტომურ მკურნალობას. უმეტესწილად მიდრეკილება აქვთ ბრიტანულ კატებს, რომლებსაც აქვთ გამოხაული სპარსული წინაპრები ან მათი ნიშნები.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (HCM): კარდიომიოპათია, ნიშნავს რომ ხდება გულის კედლების გასქელება. გულის მუშაობა ხდება ნაკლებ ეფექტური. ზოგ ფისოს არ აქვს მკვეთრად გამოხატული ნიშნები, რომლებიც არის: სწრაფი დაღლა, მძიმე/სწრაფი სუნთქვა, სუნთქვა ღია პირით. ეგ მდგომარეობა ზრის სისხლის შედედების რისკებს. არ არსებობს მკურნალობის ეფექტური საშუალება. როგორც წესი, დაავადება მხოლოდ პროგრესირებს და ხდება შეძლებისდაგვარად მედიკამენტურად სიმპტომური მკურნალობა. როგორც წესი მდგომარეობა ვლინდება უფრო ასაკში.
სქესობრივი მომწიფება/რეპროდუქცია: ძუ კატებში, შესაძლებელია მომწიფება დაიწყო უკვე 7 თვის ასაკიდან. ფისო უფრო ინტენსიურად ითხოვს მოფერებას, ავლენს ვოკალს, კოტრიალობს, წევს ზემოთ უკანა ტანს. რეკომენდირებულია სტერილიზაცია 6 თვის ასაკში, პირველ გამოხატულ ნიშნებამდე. პერიოდების სიხშირე არის ინდივიდუალური და შეიძლება იყოს ყოველ კვირეული ან ყოველ 2-3 თვეშიც კი. ძუს შეჯვარება არ დაიშვება 14-16 თვის ასაკამდე, სანამ დედალი ფიზიოლოგიურად არ იქნება მზად რომ მმაკეობა და შემდგომ მშობიარობამ ჩაირაონ მარტივად და გააჩინოს ჯანმრთელი, ძლიერი ნაშიერი. ლაქტაცია როგორც წესი გრძელდება 2 თვის ასაკამდე, შემდგომ დედალს სჭირდება პერიოდი რომ აღიდგინოს წონა. დაუშვებელია შეჯვარებებს შორის ინტერვალი იყოს 10 თვეზე ნაკლები. როგორც წესი იძულებით შეჯვარების შეზღუდვა 3 წლის ასაკის ზევით, იწვევს გართულებულ მშობიარობას, ზრდის მკერდის, საშვილოსნოს სიმსივნის რისკს, პიომეტრა და სხვა სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებს.
ხვად კატებში, მომწიფების ასაკი შეიძლება დაიწყოს 6 თვის ასაკიდან, უფრო ხსირად ეგ ასაკია 10-12 თვე. სასურველია კასტრაცია ჩატარდეს, 6 თვის ასაკამდე, პერიოდის გამოვლენის პირველ ნიშნებამდე. ამ პერიოდში მამალი ხდება უფრო განდგომილი, იკავებს შარდს, შესაძლოა დაიწყოს ტერიტორიის მონიშნვა (გარკვეულ ტერიტორიებზე მოშარდვა, მკვეთრად გამოხატული კატების ფერომონის შემცველი სუნით). განსაკუთრებით პირველი სართულის მაცხოვრებლებისთვის, უფრო აქტიურად უყურებს და აკვირდება გასასვლელს, ახალ სუნებს პარტნიორის მოსაძიებლად. სახლის პირობებში მამალს არ აქვს გარკვეული პერიოდულობა, შეიძლება იყოს მუდმივად ატეხილი. ავლენს ვოკალს დაბალ ხმამაღალ ხმაზე. ხვადის შეჯვარება სასურველია არაუმეტეს ერთი შეჯვარებისა თვეში. ხშირი შეჯვარება გამოიწვევს ორგანიზმის გამოფიტვას და წონის კლებას. ასევე საზიანოა ხანგრძლივი პერიოდებით იძულებით შეკავება ვინაიდან პერიოდების დროს მამალს ახასიათებს შარდის შეკავება რაც თვის მხრივ შეიძლება გახდეს შარდ-სასქესო დაავადებების მიზეზი. მამალი ხდება უფრო განყენებული, მუდმივად დაძაბული, გამოხატული აფრესიით.
თუ დაგაინტერესათ სტატიამ - მოიწონეთ გვერდი, გაუგზავნეთ მეგობრებს და დაამატეთ მეგობრები ჩვენ ბრიტანულ და შოტლანდიური კატების ჯგუში: https://www.facebook.com/groups/gfca.british
ასევე გამოიწერეთ გვერდი:
https://www.facebook.com/GFCA.GE
ავტორი: ზურაბ მ. ვარდანაშვილი, დაწერილია ჯიეფსიეი ასოციაციისთვის 2024წ. პ.ს. წყაროს მითითების გარეშე, სტატიის კონტენტის აღება მიჩნეული იქნება საავტორო უფლებების უხეშ დარღვევად და გამოყენებული იქნება კანონის შესაბამისი ზომები!