21/06/2023
25 ივნისს ქალაქ ახმეტაში საცხენოსნო კლუბი „ ჯარჯი“ უმასპინძლებს საქართველოს საცხეოსნო კლუბთა შორის თასს, სადაც ორწლიანი წმინდა სისხლის ინგლისური ცხენები გარბენი მიეძღვნება სოი ზამანოვის ხსოვნას.
სოი ზამანოვმა თავისი მოღვაწეობა ყულარის ცხენსაშენში დაიწყო, თავისი ბიძის საწრთვნელ განყოფილებაში. 70-80 იანი წლებში სტაჟირება გაიარა იმ დროს გამოჩენილი მწრთვნელის ნიკოლოზ ნასიბოვის მეთვალყურეობის ქვეშ, ვასხოდის ცხენსაშენში. მოგვიანებით ჩაიბარა საწრთვნელი განყოფილება ყულარის ცხენსაშენში და თავისი მოღვაწეობა, როგორც მწრთვნელმა ისე გააგრძელა. იგი წარმატებულად მოღვაწეობდა, მოიგო ორი დერბი, 1981 წელს ფაშატი „ზვიგენათი“ და 1982 წელს ულაყი „ხარსაჟით“. მისი რეკორდი 2400 მეტრზე დღემდე მოუხსნელია, 2 წუთი და 28 წამი. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს არის ძალიან სერიოზული მაჩვენებელი. მოგვიანებით მან ჩაიბარა „დედათა განყოფილება“ საჯიშე, დედა ცხენები. ამ პერიოდში იგი მუშაობდა ბრიგადირის თანამდებობაზე, ყულარის ცხენსაშენში. ცხენსაშენში მუშაობის პერიოდში მან გამოზარდა უნიკალური საჭენებელი ცხენები. მას მინიჭებული აქვს ორი შრომითი ჯილდო. დაჯილდოებულია არაერთგზის საქართველოს ცხენოსნობის განვითარებისა და ფუძემდებლობისთვის. მოგვიანებით ისევ საწრთვნელო მოღვაწეობას დაუბრუნდა და 2001 წელს ისევ გაიმეორა თავისი ტრიუმფი ულაყი „ პაკვაჩით“. მან ისევ მოიგო დერბი. საცხენოსნო სპორტის სამყაროში ყოველთვის დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც მწრთვნელი და როგორც ადამიანი. გაზარდა უამრავი კარგი მხედარი და გაუზიარა თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. საცხენოსნო სპორტის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის მისი ხსოვნა მარადიული იქნება.
სოი ზამანოვი, საქართველოში კლასიკური ცხენოსნობის განვითარების ფუძემდებელია, უდიდესია მისი ღვაწლის ამ მიმართულების განვითარებაში. მისი მიღწევები და რეკორდები დღესაც კვლავ შეუცვლელია.
მის ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს მისი ვაჟი აივაზ ზამანოვი. საცხენოსნო კლუბი „ჯარჯი“ მას წარმატებებს უსურვებს.
25 ივნის 12:00ზე კლუბებ შორის ჩემპიონთა თასს მასპინძლობას უწევს ახმეტის საცხენოსნო კლუბი ჯარჯი / Akhmeta Horse Club JARJI
2 წლიანი წმინდა სისხლის სარბენი მანძილი 1400
სამწლიანი წმინდა სისხლის ცხენები მანძილი 2000 მეტრი
და უფროსი ასაკის წმინდა სისხლის ცხენები სარბენი მანძილი 2500 მეტრი
საცხენოსნო კლუბი ჯარჯი გეპატიჟებათ აღნიშნულ შეჯიბრზე
დასწრება თავისუფალია !!!