ვეტერინარული კლინიკა ბადი

  • Home
  • ვეტერინარული კლინიკა ბადი

ვეტერინარული კლინიკა ბადი 🔹ვეტერინარული კლინიკა/Veterinary CLinic
🔹 ზოო მაღაზია/Zoo Shop
🔹გრუმინგი/Grooming

Photo after the operation📸😁🫶🏼😂
26/05/2026

Photo after the operation📸😁🫶🏼😂

მკურნალობის შემდეგ ცოტა ვიპოზიორეთ🤭😂♥️
26/05/2026

მკურნალობის შემდეგ ცოტა ვიპოზიორეთ🤭😂♥️

📢დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გრძელდება ჩვენი აქცია!✊🏼🤗💉 ჩიპირება მხოლოდ 25₾-ად!არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, იზრუნოთ თქვენ...
24/05/2026

📢დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე გრძელდება ჩვენი აქცია!✊🏼🤗
💉 ჩიპირება მხოლოდ 25₾-ად!

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, იზრუნოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ❤️

🐶🐱 რატომ არის აუცილებელი ჩიპირება?
შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. ეს მოთხოვნა არა მხოლოდ კანონით არის განსაზღვრული, არამედ პირდაპირ უკავშირდება თქვენი საყვარელი ცხოველის უსაფრთხოებასაც.

📌 მიკროჩიპი არის ძალიან პატარა, ბრინჯის მარცვლის ზომის მოწყობილობა, რომელიც შეიცავს უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს.
ჩიპირების შემდეგ თქვენს ცხოველს ენიჭება საკუთარი ინდივიდუალური ნომერი, რომელიც სპეციალური სკანერის საშუალებით იკითხება.

👉 ეს ნიშნავს, რომ დაკარგვის შემთხვევაში თქვენი ცხოველის მოძებნა ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი გახდება,მაგრამ აღსანიშნავია,რომ არ შეიცავს GPS _ს.

💉 პროცედურა:
✔️ სრულიად უსაფრთხო
✔️ უმტკივნეულო
✔️ სწრაფი (რამდენიმე წუთში სრულდება)

⚠️ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
არარეგისტრირებული და დაუჩიპავი ცხოველის ყოლა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, ჯარიმა შეადგენს 1500₾-ს.
ასევე, დაუჩიპავი ცხოველების მიღება შეზღუდულია ვეტერინარულ კლინიკებსა და გრუმინგ სალონებში.

❤️ იზრუნეთ თქვენს ერთგულ მეგობარზე!
გვეწვიეთ 📍ქუთაისი კ.გამსახურდიას 37/Kutaisi K.Gamsakhurdia St 37

გაიცანით ჩვენი ძლიერი გოგო მიმი 🐾❤️მიმი კლინიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. მექანიკური დაზიანების შედეგად მას...
20/05/2026

გაიცანით ჩვენი ძლიერი გოგო მიმი 🐾❤️
მიმი კლინიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. მექანიკური დაზიანების შედეგად მას განუვითარდა აბორტი და აღენიშნებოდა მძიმე ჰემატომები. ჩატარებული გამოკვლევებისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიგეგმა გადაუდებელი ოპერაცია ოვარიოჰისტერექტომია.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა 🙏
მიმიმ დიდი ძალა და სიცოცხლის სიყვარული გვაჩვენა მან ეტაპობრივად გაიარა მედიკამენტოზური მკურნალობა და დღითიდღე უფრო ძლიერდებოდა.

დღეს კი ჩვენი პატარა მებრძოლი სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი გვესტუმრა 🥹✨
ჩაუტარდა ყოველწლიური ვაქცინაცია (კომპლექსური და ცოფი), დაიჩიპა და გავუხსენით ვეტერინარული პასპორტი.

ახლა მიმი უკვე სრულფასოვანი, დაცული და მოწესრიგებული მოქალაქეა 😁🐶📘

დღევანდელმა ხუთივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!✊🏼 დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ გვიყვარს ჩვენი საქმე ასე...
19/05/2026

დღევანდელმა ხუთივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!✊🏼 დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ გვიყვარს ჩვენი საქმე ასე ძალიან,რადგან ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე უდიდესი გამარჯვებაა. 🐾💙

🆘პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზე იყო ყოველი ჩასუნთქვა ბრძოლას ჰგავდა სიცოცხლისთვის. 📈ტაქიპნოე, გამოხატული ქოშინი,...
16/05/2026

🆘პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზე იყო ყოველი ჩასუნთქვა ბრძოლას ჰგავდა სიცოცხლისთვის.
📈ტაქიპნოე, გამოხატული ქოშინი, ხველა და ციანოზი მიუთითებდა მწვავე რესპირატორულ უკმარისობაზე, ხოლო აუსკულტაციისას გამოვლენილი დიფუზური კრეპიტაციები და უხეში ბრონქული სუნთქვა ადასტურებდა პროცესის სიმძიმეს. ასეთ დროს მთავარი მიზანი არა მხოლოდ დიაგნოზის სწრაფად დასმა, არამედ პაციენტის სიცოცხლისთვის დამატებითი სტრესის თავიდან აცილება იყო.
განხორციელდა წინასწარი ოქსიგენაცია, ფიქსაცია სტერნალურ პოზიციაში , ექსპოზიციის მინიმალური დროის გამოყენებით.
კვლევების ფონზე გაკეთდა შეჯამება დიაგნოზისა მწვავე პოსტ-ტრავმული(ტოქსიკურ-ალერგიული)ტრაქეის ედემა,რამაც გამოიწვია ზემო სასუნთქი გზების მექანიკური ობსტუქცია და მწვავე რესპირატორული დისტრესი.
💉დაიგეგმა გადაუდებელი თერაპია-ანაფილაქსიური რეაქციის ბლოკირება.
სიმპტომურმა და პათოგენეზურმა თერაპიამ მაღალი კლინიკური ეფექტურობა აჩვენა.
პაციენტის რესპირატორული სტრესი დასტაბილურდა,ასფიქსიისა და დისპნოეს ნიშნები კუპირებულ იქნა.
✊🏼საკონტროლო რენტგენოლოგიური კვლევით ტრაქეამ დაიბრუნა თავისი პირვანდელი ანატომიური ფორმა და ცხოველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Address


Opening Hours

Monday 10:00 - 00:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 12:00 - 18:00

Telephone

+995599992529

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვეტერინარული კლინიკა ბადი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Pet Store/pet Service?

Share